თეგი: ნიკუ პოპესკუ

მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრი: მთელი კონტინენტის მომავალი დამოკიდებულია უკრაინის შესაძლებლობებზე

"უკრაინის ომის შედეგები არამხოლოდ უკრიანის, არამედ მოლდოვის, სხვა მეზობელი ქვეყნებისა და მთლიანობაში ევროპის მომავალს გადაწყვეტს",- ამის შესახებ მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ნიკუ პოპესკუმ განაცხადა. ”უკრაინის ომის შედეგები არამხოლოდ უკრიანის, არამედ მოლდოვის, სხვა მეზობელი ქვეყნებისა და მთლიანობაში ევროპის მომავალს გადაწყვეტს. მთელი კონტინენტის მომავალი დამოკიდებულია უკრაინის შესაძლებლობებზე, შეინარჩუნოს თავისი პოლიტიკური სისტემა და გამძლეობა. მსოფლიოს ამ ნაწილის ყველა ქვეყნის ბედი და მომავალი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ დასრულდება ეს ომი, სად დამთავრდება ის და როდის დასრულდება“,-განაცხადა პოპესკუმ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

ნიკუ პოპესკუ სააკაშვილზე: მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყონ, რომ სამართლიანობამ პოლიტიკურ ინტერესებს სძლიოს

მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყონ, რომ სამართლიანობამ პოლიტიკურ ინტერესებს სძლიოს. განაცხადა მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ნიკუ პოპესკუმ 5 ივლისს. პოპესკუს განცხადებით, „პოლიტიკური დევნის ატანა“ მიუღებელია. „ღრმა შეშფოთებას გამოვხატავ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გამო. ნებისმიერი პიროვნებისთვის მიუღებელია პოლიტიკური დევნის ატანა. მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, მიიღონ ზომები მისი ჯანმრთელობის დასაცავად და უზრუნველყონ, რომ სამართლიანობამ პოლიტიკურ ინტერესებს სძლიოს”, - წერს პოპესკუ Twitter-ზე. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა, რომ ყოფილ პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ყველაფერი ნათელია და უკრაინის გადაწყვეტილება საფუძველს არის მოკლებული. მინისტრმა გაიმეორა, რომ „ქართული მხარე,  ამ ეტაპზე თავს იკავებს უკრაინის მხრიდან გადმოდგმული ნაბიჯების საპასუხო რაიმე სახის დამატებითი რეაქციისგან. თუმცა დარჩიაშვილმა მიანიშნა, რომ მომავალში ორმხრივ ფორმატებში განხილვების დრო „აუცილებლად იქნება.“ 3 ივლისის საღამოს, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს ელჩს 48 საათის განმავლობაში კიევის დატოვება და მიხეილ სააკაშვილის საკითხზე კონსულტაციებისთვის თბილისში დაბრუნება შესთავაზა. კულება ზელენსკის მიმართვის შემდეგ ამბობს, რომ 4 ივლისს საქართველოს ელჩთან მკაცრი საუბარი გაიმართება მმართველი გუნდის შეფასებით, „სააკაშვილთან დაკავშირებით ზელენსკის ნაბიჯი შეურაცხმყოფელია.“ უკრაინის საგარეო უწყება აცხადებს, რომ საქართველოს ელჩთან მწვავე პროტესტი დააფიქსირეს საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილების გამო „ღრმა შეშფოთებას“ გამოხატავს საქართველოს საგარეო უწყების განცხადებით, „ქართული მხარე,  ამ ეტაპზე თავს იკავებს უკრაინის მხრიდან გადმოდგმული ნაბიჯების საპასუხო რაიმე სახის დამატებითი რეაქციისგან. უწყების შეფასებით, კიევის აღნიშნული ქმედება წარმოადგენს დიპლომატიური ურთიერთობების გამწვავების უკიდურეს ფორმას. იუსტიციის მინისტრი სააკაშვილის საკითხზე: ჩანასახშივე განწირული მანიპულაციებია

მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრი გადადგა

ნიკუ პოპესკუმ მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი დატოვა. მან ეს თანამდებობა 2021 წლის აგვისტოში დაიკავა. ნიკუ პოპესკუს თქმით, მინისტრად დანიშვნის შემდეგ დასახული მიზნები წარმატებით შეასრულა და ამ ეტაპზე პაუზა სჭირდება. პოპესკუმ, რომელიც ვიცე-პრემიერიც იყო, გადადგომის გადაწყვეტილება კიშინიოვში დღეს, 24 იანვარს, გამართულ პრესკონფერენციაზე გამოაცხადა. მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრი პარლამენტის მოქმედი თავმჯდომარის მოადგილე მიხაი პოპსოი გახდება. ცნობისთვის, ევროკავშირის საბჭომ მოლდოვასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას 14 დეკემბერს დაუჭირა მხარი.