მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრი: მთელი კონტინენტის მომავალი დამოკიდებულია უკრაინის შესაძლებლობებზე

"უკრაინის ომის შედეგები არამხოლოდ უკრიანის, არამედ მოლდოვის, სხვა მეზობელი ქვეყნებისა და მთლიანობაში ევროპის მომავალს გადაწყვეტს",- ამის შესახებ მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ნიკუ პოპესკუმ განაცხადა.

”უკრაინის ომის შედეგები არამხოლოდ უკრიანის, არამედ მოლდოვის, სხვა მეზობელი ქვეყნებისა და მთლიანობაში ევროპის მომავალს გადაწყვეტს. მთელი კონტინენტის მომავალი დამოკიდებულია უკრაინის შესაძლებლობებზე, შეინარჩუნოს თავისი პოლიტიკური სისტემა და გამძლეობა. მსოფლიოს ამ ნაწილის ყველა ქვეყნის ბედი და მომავალი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ დასრულდება ეს ომი, სად დამთავრდება ის და როდის დასრულდება“,-განაცხადა პოპესკუმ.


ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.

რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.