თეგი: ოკუოპირებული ყირიმი

უკრაინის დაზვერვა: რუსეთი ოკუპირებული ყირიმის ჩრდილოეთ ნაწილში ახალ სამხედრო შენაერთებს განათავსებს

რუსეთი ოკუპირებული ყირიმის ჩრდილოეთ ნაწილში ახალ სამხედრო შენაერთებს განათავსებს, იტყობინება უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს წარმომადგენელი ანდრი ჩერნიაკი. გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთი ასევე ამაგრებს ხერსონის ოლქის ტერიტორიას და ნაწილებს. „ისინი (რუსეთი) მარცხდებიან. ამიტომ ქმნიან თავდაცვით სტრუქტურებს“. ჩერნიაკმა აღნიშნა, რომ რუსული ძალები ამჟამად „ყველა ღონეს ხმარობენ“ ყირიმის ე.წ. სახმელეთო დერეფნის შესანარჩუნებლად ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიების გავლით ქვეყნის სამხრეთით. „მათი მიზანი იყო დონეცკის ოლქის, აზოვის ზღვის სანაპიროს დაკავება, ასევე, უკრაინის შავი ზღვისგან მოკვეთა. უკრაინა დაარტყამს რუსეთის პოზიციებს მთელ ოკუპირებულ ტერიტორიაზე", - განაცხადა ჩერნიაკმა. უკრაინის დაზვერვის სამმართველოს ხელმძღვანელმა კირილო ბუდანოვმა დეკემბრის ბოლოს განაცხადა, რომ უკრაინა გაათავისუფლებს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმის ნახევარკუნძულს სამხედრო ძალისა და დიპლომატიის კომბინაციით.

ოკუპირებულ ყირიმში რუსული საზენიტო სარაკეტო სისტემა S-400 Triumph-ი განადგურებულია - უკრაინის დაზვერვა

23 აგვისტოს, დროებით ოკუპირებულ ყირიმში, სოფელ ოლენოვკას მახლობლად, აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც დიდი და საშუალო დისტანციის რუსული საზენიტო სარაკეტო სისტემა S-400 Triumph გაანადგურა. ინფორმაციას უკრაინულ მედია უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოზე დაყრდნობით ავრცელებს. აფეთქებისას მთლიანად განადგურდა თავად ინსტალაცია, მასზე დამონტაჟებული რაკეტები და პირადი შემადგენლობა. რუსეთის არსენალში ასეთი კომპლექსების შეზღუდული რაოდენობის გათვალისწინებით, ეს მნიშვნელოვანი დარტყმაა რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემაზე. „მტრის არსენალში ასეთი კომპლექსების შეზღუდული რაოდენობის გათვალისწინებით, ეს მტკივნეული დარტყმაა დამპყრობლების საჰაერო თავდაცვის სისტემაზე, რაც სერიოზულ გავლენას მოახდენს ოკუპირებულ ყირიმში შემდგომ მოვლენებზე,“ - აღნიშნა სადაზვერვო სამსახურმა.  

უკრაინამ ოკუპირებულ ყირიმში რუსეთის საზღვაო ძალების ორ სადესანტო ხომალდს დაარტყა - დაზვერვა

პარასკევს გამთენიისას, უკრაინამ ოკუპირებულ ყირიმში რუსეთის საზღვაო ძალების ორ სადესანტო ხომალდს დაარტყა. შესაბამისი ინფორმაცია სააგენტო Ukrinform-ს თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარ სამმართველოში დაუდასტურეს. მისივე თანახმად, ორივე ხომალდზე იერიში სოფელ ჩერნომორსკოესთან მიიტანეს. 9 ნოემბრის ღამეს დროებით ოკუპირებულ ყირიმში აფეთქებები იყო. უკრაინის შეიარაღებული ძალები ოკუპირებულ სევასტოპოლს, რომლის წყლებშიც რუსეთის შავი ზღვის ფლოტია განთავსებული, რაკეტებით უტევენ. უკრაინელი სამხედროები აცხადებენ, რომ ამის მიზანია ფლოტის სრული განადგურება ან სულ მცირე მათი მეთაურების იძულება, გადააადგილონ გემები, რომლებიდანაც უკრაინის ტერიტორიები ფრთოსანი რაკეტებით იბომბება. სევასტოპოლში შავი ზღვის ფლოტის შტაბ-ბინაზე თავდასხმამ სექტემბერში მას მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა. ასევე, უკრაინის თავდასხმების შედეგად დაზიანდა გემები და საბრძოლო მასალის საწყობები, წყობიდან გამოვიდა საჰაერო თავდაცვის საშუალებები. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ სევასტოპოლის მიმართულებით გაშვებულ ყველა რაკეტას წარმატებით ანადგურებენ. რუსეთმა ყირიმის ანექსია 2014 წელს მოახდინა. რუსეთი უკრაინაში გასული წლის 24 თებერვალს შეიჭრა და ამ დრომდე განაგრძობს სრულმასშტაბიან ომს. უკრაინა ახლა დასავლეთისგან აქტიურად იღებს სამხედრო დახმარებას და კონტრშეტევებს აწარმოებს. მოსკოვი დასავლეთის მძიმე სანქციების ქვეშააა. ვოლოდიმირ ზელენსკი: ნაბიჯ-ნაბიჯ ვახდენთ ყირიმის დეოკუპაციას