თეგი: ოკუპირებული ყირიმის ხიდი
მედია: ყირიმის ხიდზე აფეთქებისას, მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლოს მოსამართლე დაიღუპა
ყირიმის ხიდზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 4-მდე გაიზარდა, იუწყება მედია სასწრაფო დახმარების სამსახურის წყაროზე დაყრდნობით. „დაღუპულთა შორის იყო მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლოს მოსამართლე სერგეი მასლოვი“, - თქვა წყარომ და დაამატა, რომ გარდაცვლილთა ცხედრების იდენტიფიკაცია ჯერ კიდევ მიმდინარეობს. უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ყირიმის ხიდის აფეთქებაზე: რა არის რიგში შემდეგი, რუსებო?! 8 ოქტომბერს რუსეთსა და დროებით ოკუპირებულ უკრაინულ ყირიმთან დამაკავშირებელ ქერჩის სრუტის ხიდზე აფეთქების შემდეგ ხანძარი გაჩნდა. მიხაილო პოდოლიაკი ყირიმის ხიდის აფეთქებაზე: ყველაფერი უკანონო უნდა განადგურდეს
რას წერს საერთაშორისო მედია ოკუპირებული ყირიმის ხიდზე მომხდართან დაკავშირებით
BBC-ის თანახმად, ოკუპირებული ყირიმის ნახევარკუნძულის ხიდზე, რომელიც ანექსირებულ ყირიმს და რუსეთის კრასნოდარის მხარეს ერთმანეთთან აკავშირებს, „თავდასხმის“ შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, დაფიქსირდა აფეთქებები და რუსეთის მიერ „დანიშნული“ „ხელმძღვანელი“ უკრაინის „ტერორისტულ რეჟიმს“ ადანაშაულებს. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის წყარომ BBC-ს რუსულ სამსახურს განუცხადა, რომ თავდასხმის უკან დგას. BBC-ის თანახმად, ხიდზე გზის მონაკვეთი დაკეტილია, მაგრამ რკინიგზის მონაკვეთზე მატარებლები მოძრაობენ. ამასთან, უკრაინული გამოცემები „უკრაინსკა პრავდა“ და „რბკ უკრაინაც" წერენ უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებზე დაყრდნობით, რომ ყირიმის ხიდზე შეტევა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის და სამხედრო-საზღვაო ძალების სპეცოპერაცია იყო. მათი წყაროების ინფორმაციით, ხიდს „წყალზედა დრონებით“ შეუტიეს. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს სპიკერმა, ანდრი იუსოვმა უკრაინის საზოგადოებრივ მაუწყებელს განუცხადა, რომ დღეს მთელი მსოფლიო ხედავს „მრავალკილომეტრიან საცობს და ხიდის კონსტრუქციების რღვევას", თუმცა, მიზეზებზე დამატებით კომენტარს არ გააკეთებენ. იუსოვის თქმით, მას შეუძლია, მოიყვანოს მხოლოდ სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელის, კირილო ბუდანოვის ციტატა, რომ „ყირიმის ხიდი ზედმეტი კონსტრუქციაა.“ შეგახსენებთ, ოკუპირებული ყირიმის ხიდზე ძლიერი აფეთქება 2022 წლის 8 ოქტომბერსაც მოხდა, რამაც ხიდის საავტომობილო ნაწილის ნგრევა და სარკინიგზო ნაწილზე ძლიერი ხანძარი გამოიწვია. უკრაინა აფეთქებასთან კავშირს ოფიციალურად არ აღიარებდა. 2023 წლის 8 ივლისს, უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ანა მალიარმა ტელეგრამზე დაწერა, რომ 273 დღე გავიდა ყირიმის ხიდზე პირველი დარტყმიდან, რომლის მიზანი იყო რუსეთის ლოგისტიკის გატეხვა. ცნობისთვის, ხიდს ოკუპირებული ყირიმისთვის საწვავის, საკვებისა და სხვა პროდუქტების მიწოდების თვალსაზრისით გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ის რუსული ძალებისთვის მომარაგების მთავარი მარშრუტი გახდა მას შემდეგ, რაც რუსეთი 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში შეიჭრა და დღემდე აგრძელებს სრულმასშტაბიან ომს.
პოდოლიაკი ოკუპირებული ყირიმის ხიდზე: ნებისმიერი უკანონო კონსტრუქცია ხანმოკლეა
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ოკუპირებული ყირიმის ხიდზე მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ნებისმიერი უკანონო ნაგებობის არსებობა ხანმოკლეა. „ნებისმიერი უკანონო კონსტრუქცია, რომელიც გამოიყენება რუსული მასობრივი მკვლელობის იარაღების მიწოდებისთვის, აუცილებლად ხანმოკლეა, განურჩევლად განადგურების მიზეზებისა“, - წერს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი Twitter-ზე. რას წერს საერთაშორისო მედია ოკუპირებული ყირიმის ხიდზე მომხდართან დაკავშირებით
ენტონი ბლინკენი: უკრაინას სრული უფლება აქვს, გადაწყვიტოს, როგორ აწარმოოს ომი, დაიცვას თავის ტერიტორია, ხალხი და თავისუფლება
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, ამერიკული მხარე ქერჩის ხიდის დაზიანებასთან დაკავშირებულ სიტუაციას ყურადღებით აკვირდება. ბლინკენის შეფასებით, უკრაინას თავისი ტერიტორიის და ადამიანების დაცვის ყველანაირი უფლება აქვს. „რაც შეეხება ყირიმის ხიდს, ჩვენ ვაკვირდებით სიტუაციას, კონკრეტულად ვერაფერს ვიტყვი. უბრალოდ, შემიძლია ვთქვა, ამასთან უკრაინას სრული უფლება აქვს, გადაწყვიტოს, როგორ აწარმოოს ომი, დაიცვას თავის ტერიტორია, თავისი ხალხი და თავისუფლება“, - განაცხადა ენტონი ბლინკენმა. ბლინკენმა „მარცვლეულის შეთანხმებიდან“ რუსეთის გასვლას უგუნური გადაწყვეტილება უწოდა უკრაინის უსაფრთხოების სამსახური ოკუპირებული ყირიმის ხიდზე: ყველა დეტალი გამარჯვების შემდეგ გასაჯაროვდება