თეგი: ოლენივკა

უკრაინის წარმომადგენელი ეუთოში: ოლენივკაში წინასწარ დაგეგმილი მასობრივი მკვლელობის შესახებ საკმარის მტკიცებულებას ვფლობთ

ახლა საკმარისი მტკიცებულება არსებობს იმის დასაჯერებლად, რომ რუსეთის მიერ წინასწარ დაიგეგმა უკრაინელი სამხედრო ტყვეების მასობრივი მკვლელობა ოლენივკის ციხეში. ამის შესახებ უკრაინის მუდმივმა წარმომადგენელმა ევგენი ციმბალიუკმა ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭოს საგანგებო სხდომაზე განაცხადა. „ოლენივკაში მომხდარის მტკიცებულებები საკმარისია იმისთვის, რომ ეს იყო წინასწარ დაგეგმილი მასობრივი მკვლელობა“, - განაცხადა ელჩმა. ზელენსკის თქმით, ოლენივკაში ტერორისტული თავდასხმა რუსეთის ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიარებისთვის გადამწყვეტი არგუმენტი უნდა გახდეს მისივე თქმით, სატელიტური ფოტოებიდან ჩანს, რომ ციხეში მხოლოდ ერთი შენობა დაზიანდა, სადაც თავდასხმის წინ უკრაინელი სამხედრო ტყვეები მოათავსეს და ფოტოების ანალიზი აჩვენებს, რომ შენობაში თერმობარული იარაღით აფეთქება მოხდა.  

უკრაინამ ოლენივკაში დაღუპული 54 ჯარისკაცის ცხედრები დაიბრუნა

უკრაინამ ოლენივკაში დაღუპული ჯარისკაცების ცხედრები დაიბრუნა. ამის შესახებ 12 იანვარს, დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის სამინისტროდან იტყობინება. „რთული მოლაპარაკებების შემდეგ და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის შუამავლობით, ოლენივკიდან 54 ცხედარის დაბრუნება გახდა შესაძლებელი“, - ნათქვამია განცხადებაში უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ოლენივკაში ტერორისტული თავდასხმა რუსეთის ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიარებისთვის გადამწყვეტი არგუმენტი უნდა გახდეს. ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელმა, ჯოზეფ ბორელმა 30 ივლისს განაცხადა, რომ რუსმა ჯარისკაცებმა ელენოვკაში უკრაინელი სამხედრო ტყვეების წინააღმდეგ საზარელი სისასტიკე ჩაიდინეს, ეს არაადამიანური, ბარბაროსული ქმედებაა. რუსეთმა უკრაინა დაადანაშაულა ციხეზე HIMARS-ით, მაღალი სიზუსტის სარაკეტო სისტემით თავდასხმაში. ოლენივკა ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიაზე მდებარეობს.  

გაეროს დასკვნა უკრაინელი სამხედრო ტყვეების დაღუპვაზე, რუსეთის ვერსიას უარყოფს

გაერომ განაცხადა, რომ რუსეთის ცნობები 2022 წლის ივლისში უკრაინელი სამხედრო ტყვეების ბანაკზე სარაკეტო თავდასხმის შესახებ, მტკიცებულებებით არ არის გამყარებული. გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის დასკვნით, უკრაინის დონეცკის ოლქის ოკუპირებულ ნაწილში მდებარე ოლენივკის კოლონიაში მყოფი უკრაინელი სამხედრო ტყვეების სიკვდილის მიზეზი სარაკეტო სისტემა HIMARS-ით განხორციელებული შეტევა ვერ იქნებოდა, როგორც ამას რუსეთი ამტკიცებს. მანამდე CNN-ის ვრცელმა გამოძიებამ აჩვენა, რომ რუსული დეზინფომრაცია იმის შესახებ, რომ ბანაკს უკრაინულმა HIMARS-ის რაკეტით დაარტყეს, სიცრუეა. რუსეთმა გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის წარმომადგენლებს აფთქების ადგილის გამოკვლევის საშუალება არ მისცა, თუმცა გადარჩენილი სამხედროების გამოკითხვის და არსებული მასალების ანალიზის საფუძველზე დაასკვნეს, რომ აფეთქება არ იყო გამოწვეული HIMARS-ის რაკეტით. არასაკმარისი მასალების გამო, რეალური მიზეზის დადგენა ჯერჯერობით ვერ ხერხდება. 2022 წლის მაისში, ქალაქ მარიუპოლზე კონტროლის დამყარების შემდეგ, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა უკრაინელი სამხედროები, მათ შორის პოლკ „აზოვის“ მებრძოლები ოლენივკაში, ყოფილი კოლონიის შენობაში გადაიყვანეს. 29 ივლისს აფეთქების შემდეგ, რუსეთი აცხადებდა, რომ შენობა უკრაინის არმიის სამხედროებმა აშშ-სგან მიღებული სარაკეტო სისტემა HIMARS-ით ააფეთქეს, რათა „აზოვის“ მებრძოლებს არ ეღიარებინათ მათ მიერ ჩადენილი დანაშაული. კიევმა კოლონიის განზრახ აფეთქებაში რუსეთი დაადანაშაულა. გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის, ფოლკერ ტურკის განცხადებით, ოლენივკაში დაღუპული და დაჭრილი სამხედრო ტყვეები და მათი ოჯახები იმსახურებენ იმას, რომ სიმართლე იცოდნენ და პასუხი აგოს ყველამ, ვინც საერთაშორისო სამართალი დაარღვია. 29 ივლისს ერთი წელი სრულდება ოლენივკაში სულ მცირე 54 უკრაინელი სამხედროს დაღუპვიდან.