თეგი: პეტრო პოროშენკო
უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი დიდ ბრიტანეთში უკრაინის ელჩის თანამდებობიდან გადაყენებას ითხოვს
NATO-ში გაწევრიანებაზე გაკეთებული განცხადების გამო, უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი, პეტრო პოროშენკო დიდ ბრიტანეთში უკრაინის ელჩის, ვადიმ პრისტაიკოს თანამდებობიდან გადაყენებას ითხოვს. „პირველად ღირსების რევოლუციის შემდეგ, საერთაშორისო არენაზე უკრაინის ოფიციალური წარმომადგენელი განცხადებას აკეთებს ნატოზე უარის თქმის შესახებ. ამით უკრაინის ელჩმა აჩვენა, რომ პუტინის მიერ უკრაინის შანტაჟი და დაშინება მუშაობს. საზოგადოების აღშფოთების შემდეგ უბრალოდ უარყოფა საკმარისი არ იქნება. ერთადერთი საშუალება, რომ დაამტკიცონ, რომ პრისტაიკოს პოზიცია უკრაინის ხელისუფლებისა და ზელენსკის პოზიცია არ არის, ელჩის ლონდონიდან გამოწვევა და მისი თანამდებობიდან გათავისუფლებაა“, - აღნიშნა პეტრო პოროშენკომ ცნობისთვის, დიდ ბრიტანეთში უკრაინის ელჩმა, ვადიმ პრისტაიკომ თქვა, რომ უკრაინამ NATO-ში გაწევრიანებაზე უარი შეიძლება თქვას, თუ მას ამის გაკეთებას გარემოებები აიძულებს.
პოროშენკომ მესამე მცდელობის შემდეგ უკრაინა დატოვა
უკრაინის ყოფილ პრეზიდენტს პეტრო პოროშენკოს უკრაინის დატოვების უფლება მისცეს. პოროშენკო პოლონეთის საზღვრის გავლით პოლიტიკურ შეხვედრაზე დასასწრებად გაემგზავრა. პოროშენკომ განაცხადა, რომ აპირებს, დაესწროს ევროპის სახალხო პარტიის სამიტს ჰოლანდიაში, როტერდამში. უკრაინის გამოძიების სახელმწიფო ბიურომ ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ გამოძიება სახელმწიფო ღალატის, ტერორიზმის დაფინანსებისა და ტერორისტული ორგანიზაციის ჩამოყალიბების მუხლებით დაიწყო. საქმე ეხება ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის ტერიტორიებიდან ქვანახშირის არალეგალურ გატანას. თავად, უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი ბრალდებებს არ აღიარებს. პოროშენკო ამჟამად პარლამენტის წევრი და ოპოზიციური პარტია „ევროპული სოლიდარობის“ ლიდერია. პოროშენკოს მანამდე ორჯერ ჰქონდა ქვეყნის დატოვების მცდელობა.
უკრაინელი დეპუტატები პრორუსული პარტიის ყოფილი წევრების პარლამენტიდან გაწვევას მოითხოვენ ექს-პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს „ევროპული სოლიდარობის“ პარტიის სამმა წევრმა და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის „ხალხის მსახურის“ პარტიის ერთმა წევრმა უმაღლეს რადაში კანონპროექტი დაარეგისტრირეს. წინადადება 42 წევრისთვის მანდატის შეწყვეტას ითვალისწინებს, რომლებიც პრორუსულ ოპოზიციურ პლატფორმას წარმოადგენდნენ. კანონპროექტი ითხოვს ახლად აკრძალული ოპოზიციური პლატფორმის - „მშვიდობისთვის“ 42 ყოფილი წევრის მანდატის შეწყვეტას იმის გამო, რომ მათ პარტიული ჯგუფი ან უკრაინა დატოვეს. პროექტი უკრაინის ზოგიერთი დეპუტატისთვის საპარლამენტო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას ითვალისწინებს, რომლებიც პარლამენტში პოლიტიკური პარტია „ოპოზიციური პლატფორმა - სიცოცხლისთვის“ სიით შევიდნენ. რეზოლუციის პროექტის ავტორების თქმით, OPZZ-ის დეპუტატების უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველია მათი აქტიური ანტიუკრაინული საქმიანობა.
პოროშენკო ომის დასრულების შემდეგ კვლავ აპირებს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას
უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ 2 აპრილს განაცხადა, რომ აპირებს, კვლავ იბრძოლოს საპრეზიდენტო პოსტისთვის მაგრამ მხოლოდ მას შემდეგ, რაც რუსეთთან ომი დასრულდება. პოროშენკომ ასევე განაცხადა, რომ აპირებს მონაწილეობა მიიღოს ევროპარლამენტის არჩევნებში, როდესაც უკრაინა ევროკავშირში შევა. შემდეგი საპრეზიდენტო კენჭისყრა 2024 წელს უნდა გამართულიყო, მაგრამ საომარი მდგომარეობა, რომელიც 2022 წელს გამოცხადდა რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის საპასუხოდ, არარჩევნების ჩატარების საშუალებას იძლევა. პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 2023 წლის დეკემბერში განაცხადა, რომ გეგმის მიხედვით, მზად იყო არჩევნების ჩასატარებლად მაგრამ თვლიდა, რომ უკრაინელების უმეტესობა ფიქრობს, რომ ასეთი კენჭისყრა ომის დროს იქნებოდა "საშიში და უაზრო." კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტის (KIIS) მიერ 20 თებერვალს გამოქვეყნებული გამოკითხვის თანახმად, უკრაინელების თითქმის 70% ფიქრობს, რომ ზელენსკი უნდა დარჩეს თანამდებობაზე საომარი მდგომარეობის განმავლობაში. პოროშენკო ერთი ვადით იყო უკრაინის პრეზიდენტი 2014 წლიდან 2019 წლამდე. უკანასკნელ არჩევნებში, რომელიც 2019 წელს გაიმართა, მისი მეტოქე იყო ვოლოდიმირ ზელენსკი. მაშინ ორივე კანდიდატმა მიაღწია მეორე ტურს და შემდეგ ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაიმარჯვა. მას ამომრჩეველთა 75%-ზე მეტმა მისცა ხმა, პოროშენკოს კი - 24%-ზე ოდნავ მეტმა.