თეგი: რაჭა
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული: რაჭაში, ტყის ხანძარი ფაქტობრივად ლიკვიდირებულია
რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის, პაპუნა მარგველიძის განაცხადებით, რაჭაში, სოფელ ძირაგეულში, ტყის ხანძარი ფაქტობრივად ლიკვიდირებულია. რაჭაში ხანძარია როგორც ცნობილია, შემთხვევის ადგილზე ამ დრომდე რჩება რამდენიმე სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. ასევე წაიკითხეთ: გომელაურის თქმით, ბორჯომში ხანძრის მასშტაბმა იკლო
ლევან დავითაშვილი: მობილიზებულია ყველა შესაძლო საშუალება, რათა ხანძარი კონტროლქვეშ ოპერატიულად მოექცეს
მობილიზებულია ყველა შესაძლო საშუალება, რათა ხანძარი ოპერატიულად მოექცეს კონტროლქვეშ, მოხდეს მისი ლოკალიზება და ჩაქრობა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძართან განუცხადა. თავდაცვის სამინისტრო: რეზერვისტები სოფელ აწყურის მიმართულებით არიან გადასროლილი - ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში მხარდამჭერ ფუნქციას შეასრულებენ „მაქსიმალურადაა მობილიზებული ყველა შესაძლო საშუალება, რათა ხანძარი ოპერატიულად მოექცეს კონტროლქვეშ, მოხდეს მისი ლოკალიზება და ჩაქრობა. თქვენ იცით, რომ მყისიერად მოხდა, მათ შორის თავდაცვის ძალების გამოყენება. რამდენიმე უწყების ძალებია მობილიზებული, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, თუმცა სატყეო რეინჯერები, თავდაცვის ძალები, ყველა გაერთიანებული ძალებით ებრძვის ხანძარს. მათ შორის, გამოყენებულია ტექნიკა. ასევე, მეზობელი ქვეყნის მხრიდან არის დახმარება. მეზობელმა ქვეყნებმა მყისიერად გამოაცხადეს დახმარების მზადყოფნა და მადლობა მინდა, გადავუხადო“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა. გომელაურის თქმით, ბორჯომში ხანძრის მასშტაბმა იკლო
რაჭაში, ავტოავარიის შედეგად ძმები დაიღუპნენ
რაჭაში, ავტოავარიის შედეგად ანსამბლ „ძირიანის“ წევრები ძმები ნიკა და თორნიკე გაგნიძეები დაიღუპნენ. გარდაცვლილი ნიკა გაგნიძე მომღერალი იყო. ტრაგედიას ანსამბლი "დიდგორი“ გამოეხმაურა და სამძიმრის წერილი გამოაქვეყნა. "დიდ მწუხარებას გამოთქვამთ ანსამბლ "ძირიანის“ წევრის ნიკა გაგნიძისა და მისი ძმის, თორნიკე გაგნიძის გარდაცვალების გამო. თავზარდამცემი ამბავია, რამაც ყველა შეგვძრა. ღმერთმა აცხონოს ბიჭებო თქვენი სული. ვუსამძიმრებთ ოჯახს, ძირიანს, რაჭას და სრულიად საქართველოს“,- წერია სამძიმრის წერილში.
შსს: რაჭაში, 35 წლამდე კაცმა მეზობელი მოკლა
შსს-ს ინფორმაციით, რაჭაში, 35 წლამდე კაცმა მეზობელი მოკლა. გავრცელბული ინფორმაციით, კაცს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა. ასევე, თანასოფლელები ყვებიან რომ მკვლელმა მეზობელს შეშის მოსაჭრელად ტყეში გაყოლა სთხოვა და სწორედ ამ დროს მოკლა.შსს-მ გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით დაიწყო, რააც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
საგამოცდო ცენტრი რაჭაშიც გაიხსნება
2023 წლის გამოცდების ჩასაბარებლად რაჭაში მაცხოვრებელ გამოსაცდელებს სხვა რეგიონში წასვლა აღარ მოუწევთ. განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის გადაწყვეტილებით, წელს პირველად საგამოცდო ცენტრი ამბროლაურშიც გაიხსნება. ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრის პრესსამსახური ავრცელებს. ერთიან ეროვნულ გამოცდებზე სამ საგანში ცვლილებები შედის ბოლო რამდენიმე წელია საგამოცდო ცენტრები ფუნქციონირებს და ტრადიციულად წელსაც გაიხსნება თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ახალციხეში, გორში, ოზურგეთში, რუსთავში, თელავსა და ხულოში. საგამოცდო ქალაქების ჩამონათვალისა და ასევე გამოცდებთან დაკავშირებული ინფორმაციის ნახვა აბიტურიენტებს მათთვის განკუთვნილ სპეციალურ ელექტრონულ ცნობარში შეეძლებათ. „ცნობარი აბიტურიენტებისათვის“ უკვე გამოქვეყნებულია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე, სადაც განთავსებულია სიახლეები, რეგისტრაციის ინსტრუქცია, ინფორმაცია საგანმანათლებლო პროგრამების არჩევის, საგამოცდო პროცესის, შედეგების გამოქვეყნების, აპელაციის პროცედურის, ჩარიცხვისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვების წესის შესახებ. ცნობარში ასევე მოცემულია ცხრილი, რომელშიც ასახულია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მონაცემები, თითოეული გამოცდისათვის მინიჭებული კოეფიციენტები, კომპეტენციის ზღვარი, სწავლის საფასური და სხვა მნიშვნელოვანი დეტალები. 2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის, საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის, ასევე სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის რეგისტრაცია 2 მარტს, 10:00 საათზე დაიწყება და 3 აპრილის 18:00 საათზე დასრულდება.
რაჭაში, შოვში მეწყერი ჩამოწვა
რაჭაში, შოვში მეწყერი ჩამოწვა. გავრცელებული ინფორმაციით, სტიქიის ზონაში ჩარჩენილი არიან ადამიანები. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, რომ ჯერჯერობით დაშავებულების შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ აქვთ. სტიქიის ადგილისკენ უკვე მიდიან შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები. "საქართველოს ამბები" ადგილობრივებზე დაყრდნობით წერს, რომ მთის დიდი ნაწილი მოწყდა და შოვში კოტეჯები და მიმდებარე ტერიტორია მთლიანად მოწყვიტა, გაანადგურა ან დააზიანა. შოვამდე მისასვლელი საავტომობილო გზაც ღვარცოფმა წაიღო. მასალა განახლდება
გუბერნატორის მოადგილე: მეწყერი შოვის შესასვლელიდან იწყება და საკმაოდ ძლიერია - ხიდი და ცენტრალური გზის გარკვეული ნაწილია წაღებული, რის გამოც წინ ვეღარ გადავადგილდებით
რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილის, ქრისტინე კობახიძე განცხადებით, მეწყრული და პრობლემური მონაკვეთები შოვის შესასვლელიდან იწყება. მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რომ ამ ეტაპზე, მეწყრულ ზონასთან მიახლოება უჭირთ, რადგან სტიქიამ ხიდი წაიღო. „გაჩერებული ვართ რაღაც ეტაპზე, იმიტომ, რომ ხიდი არის წაღებული, შესაბამისად, წინ ვეღარ გადავადგილდებით. სამწუხაროდ, ვერავის ვუკავშირდებით. მეწყერი არის საკმაოდ დიდი, შემიძლია, დაგიდასტუროთ. რაღაც ეტაპზე ცენტრალური გზის ადგილები აქვს წაღებული. სოფელი გლოლა რომ სრულდება, შოვის შესასვლელიდან უკვე პრობლემური მონაკვეთები იწყება. დანარჩენი არანაირი ინფორმაცია არ მაქვს,“- განაცხადა ქრისტინე კობახიძემ. ცნობისთვის, რაჭაში, შოვში მეწყერი ჩამოწვა. არსებული ინფორმაციით, სტიქიის ზონაში ჩარჩენილი არიან ადამიანები. რაჭაში, შოვში მეწყრის ჩამოწოლის შედეგად ჩარჩენილი ერთ-ერთი მოქალაქე აცხადებს, რომ სტიქიის ადგილზე უამრავი ბავშვი და მოხუცია. როგორც მოქალაქე აღნიშნავს, თუ სამაშველო ვერტმფრენი დროზე არ მივა, შესაძლოა, მათ სიცოცხლეს საფრთხე შეექმნას. „მეწყერი ჩამოწვა, ველოდებით სამაშველოს, თუ წუთი წუთზე თუ არ მოვლენ, ყველას ჩაგვიტანს. უამრავი ბავშვი და მოხუცია, შემოსაზღვრულები ვართ, არანაირი გასავალი არ არის. არის 2 მეტრიანი ტალახი, რომელშიც ყველანი ჩავიხრჩობით, თუ დროზე არ მოვა ვერტმფრენი. სასტუმრო „სანსეტ შოვთან“ ვართ,“ - აცხადებს ერთ-ერთი მოქალაქე „მთავართან.“ შოვში მაშველები სასაზღვრო პოლიციის 2 ვერტმფრენით გაგზავნეს
შოვში მეწყერის გამო, ელექტროგადამცემი ხაზები დაზიანდა
რაჭაში, შოვში ჩამოწოლილი მეწყრის გამო ელექტროგადამცემი ხაზები ავარიულად გამოირთო. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამია, რომ ამჟამად ელექტროენერგია არ მიეწოდება მხოლოდ კურორტ შოვს და სოფელ გლოლას. ონის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლები ელექტროენერგიით სტაბილურად მარაგდება. „ამ დროისთვის გადაადგილება შეფერხებულია, რაც ელექტროგადამცემი ხაზების აღდგენითი სამუშაოეს დაწყებას ართულებს. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ტექნიკური ბრიგადები მზად ყოფნაში არიან. როგორც კი შესაძლებელი იქნება, დაიწყება სარეაბილიტაციო სამუშაო,“ - ნათქვამია ინფორმაციაში. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 136-ე კმ-ზე არსებული დროებითი სარმის ხიდი და 139-კმ-ზე არსებული ხიდი (სოფ. შოვი), მთაში მოსული ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდ. ჭანჭახმა წაიღო, რის გამოც გზის აღნიშნულ მონაკვეთებზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. გუბერნატორის მოადგილე: მეწყერი შოვის შესასვლელიდან იწყება და საკმაოდ ძლიერია - ხიდი და ცენტრალური გზის გარკვეული ნაწილია წაღებული, რის გამოც წინ ვეღარ გადავადგილდებით უწყების ცნობით, ამ ეტაპზე, ადგილზე მიმდინარეობს ტექნიკის მობილიზება და „უმოკლეს ვადებში დაიწყება გაწმენდითი სამუშაო“.
რას წერს გარემოს სააგენტო შოვისა და ნერგეეთის შესახებ ანგარიშებში
მდინარე ბუბისწყლის ხეობაში სტიქიის გავრცელების არეალში (26 ჰა) დაუშვებელია რაიმე სახის ახალი ინფრასტრუქტურის მოწყობა და არსებული შენობა-ნაგებობების ფუნქციონირება. ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ 2023 წლის 3 აგვისტოს მდინარე ბუბისწყლის ხეობაში განვითარებული სტიქიური მოვლენების შეფასების ანგარიშშია ნათქვამი. „მდინარე ბუბისწყლის ხეობაში ღვარცოფების ფორმირებისა და ტრანზიტის ზონის არეალში რაიმე სახის კაპიტალური დამცავი ღონისძიებების გატარება, მდინარის ხეობის ჰიდრომორფოლოგიური პარამეტრების გათვალისწინებით, რეკომენდებული არ არის. უკანასკნელ წლებში კლიმატის ცვლილებით გამოწვეული გლაციალური და გეოდინამიკური კასკადური მოვლენების სიხშირისა და ინტენსივობის ზრდის გამო, კავკასიონის სამხრეთი ფერდის ზონაში არსებულ ტერიტორიებზე ნარჩუნდება სხვადასხვა მასშტაბის ბუნებრივი საფრთხეები. შესაბამისად, არსებული საშიშროების ხარისხის შეფასების მიზნით საჭიროა გაგრძელდეს კომპლექსური კვლევები. მდინარე ბუბისწყლის ხეობაში სტიქიის გავრცელების არეალში (26 ჰა) დაუშვებელია რაიმე სახის ახალი ინფრასტრუქტურის მოწყობა და არსებული შენობა-ნაგებობების ფუნქციონირება; მდინარე ბუბისწყლის ხეობაში და კურორტ შოვის სტიქიის გავრცელების არეალისათვის უნდა შემუშავდეს გადაადგილების წესები და მოეწყოს შესაბამისი გამაფრთხილებელი ნიშნები. იმისათვის, რომ მაქსიმალურად იქნას თავიდან აცილებული მყინვარული ხეობებიდან მომდინარე საფრთხის შედეგად შესაძლო ადამიანთა მსხვერპლი და მინიმუმამდე იქნას დაყვანილი ეკონომიკური ზარალი, საჭიროა საქართველოს ტერიტორიაზე მყინვარული ხეობების ქვემო წელში არსებული დასახლებული პუნქტების და ინფრასტრუქტურის საფრთხეების/რისკების შეფასება (რისკების ზონირება), რისკის ზონაში არსებული დასახლებული პუნქტების იდენტიფიცირება და შესაბამისი პირველადი რეკომენდაციების მომზადება. მსგავსი მასშტაბის კომპლექსური გენეზისის სტიქიის შესახებ განგაშის სისტემის მოწყობა სტიქიის სწრაფად განვითარებადობის და მისი ჩასახვის ზონიდან დასახლებულ პუნქტამდე მცირე მანძილის გათვალისწინებით, ვერ იქნებოდა ეფექტური დამდგარი შედეგების თავიდან ასაცილებლად; ზოგადად მსგავსი ტიპის ხეობებში, ტექნიკურად, კაპიტალური დამცავი ღონისძიებების გატარება ანალოგიური მასშტაბის პროცესებზე პრაქტიკულად შეუძლებელია. ამ დროისთვის საუკეთესო და ყველაზე ეფექტურ გზას, ადამიანთა და ინფრასტრუქტურის დასაცავად, ტერიტორიის სივრცითი დაგეგმარება წარმოადგენს,” - ნათქვამია ანგარიშში. დასკვნები და რეკომენდაციები: მეწყრული სხეული განვითარდა ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფ. ნერგეეთში, მდ. ხანისწყლის მარჯვენა ფერდობზე; 2. სოფ. ნერგეეთში, 2024 წლის 7 თებერვალს, კლდეზვავური ტიპის მეწყრული მოვლენის განვითარების ძირითადი ფაქტორებია - ტერიტორიის მორფოლოგიური პირობები (დიდი დახრილობის ფერდობი), გეოლოგიური აგებულება (მეწყრული 13 პროცესებისადმი ძლიერ მიდრეკილი ქანები), რთული ტექტონიკური პირობები და სეისმურობა, გასულ საუკუნეში ხშირი ტყის მასივების გაჩეხვა და ამ ადგილების სასოფლო-სამეურნეო სავარგულებად ათვისება. აღნიშნულთან ერთად, მთავარ მაპროვოცირებელ ფაქტორად მოგვევლინა ბოლო დღეებში (5-6-7 თებერვალი) მოსული უხვი ატმოსფერული ნალექები (81მმ) და მიმდებარე ფერდობებზე არსებული თოვლის საფარის ინტენსიური დნობა; 3. მეწყრული სხეულის გავრცელების არეალის საერთო ფართობმა 4.45ჰა შეადგინა, ხოლო გადაადგილებული მეწყრული მასის მოცულობა საშუალოდ 150 000-160 000 მ3- ია; 4. მეწყრულმა მასამ ძალიან მოკლე დროით შეაგუბა მდ. ხანისწყლის კალაპოტი; 5. მეწყერმა დააზიანა ბაღდათი-საირმის საავტომობილო გზა, მწყობრიდან გამოვიდა გაზის და წყლის მილსადენები, ელექტროგადამცემი ხაზები, სარგებლობიდან ამოვარდა სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, სრულად დაანგრია 4 საცხოვრებელი სახლი და ადგილი ჰქონდა ადამიანთა მსხვერპლს; 6. მეწყრული სხეულის მიმდებარე ფერდობიდან დღესაც ნარჩუნდება საფრთხე და შესაბამისად 7 თებერვალს ადგილზევე გაიცა რეკომენდაცია აქ მცხოვრები 7 ოჯახის (ზემოთ მითითებული) გეოლოგიურად მდგრად ტერიტორიაზე გადაყვანასთან დაკავშირებით; 7. სოფ. ნერგეეთის დანარჩენ დასახლებულ უბნებზე გაგრძელდება მონიტორინგული დაკვირვებები; 8. პროცესის ჩასახვის ზონიდან დასახლებულ უბნამდე მეწყრულმა მასამ სავარაუდოდ მიაღწია 30-40 წამში. შესაბამისად განგაშის სისტემის მოწყობა, აღნიშნულის და მისი ჩასახვის ზონიდან დასახლებულ უბნამდე მცირე მანძილის გათვალისწინებით, დამდგარი შედეგების თავიდან ასაცილებლად ვერ იქნებოდა ეფექტიანი.