ლევან დავითაშვილი: მობილიზებულია ყველა შესაძლო საშუალება, რათა ხანძარი კონტროლქვეშ ოპერატიულად მოექცეს

მობილიზებულია ყველა შესაძლო საშუალება, რათა ხანძარი ოპერატიულად მოექცეს კონტროლქვეშ, მოხდეს მისი ლოკალიზება და ჩაქრობა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძართან განუცხადა.

„მაქსიმალურადაა მობილიზებული ყველა შესაძლო საშუალება, რათა ხანძარი ოპერატიულად მოექცეს კონტროლქვეშ, მოხდეს მისი ლოკალიზება და ჩაქრობა.​ თქვენ იცით, რომ მყისიერად მოხდა, მათ შორის თავდაცვის ძალების გამოყენება. რამდენიმე უწყების ძალებია მობილიზებული, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, თუმცა სატყეო რეინჯერები, თავდაცვის ძალები, ყველა გაერთიანებული ძალებით ებრძვის ხანძარს. მათ შორის, გამოყენებულია ტექნიკა. ასევე, მეზობელი ქვეყნის მხრიდან არის დახმარება. მეზობელმა ქვეყნებმა მყისიერად გამოაცხადეს დახმარების მზადყოფნა და მადლობა მინდა, გადავუხადო“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.