თეგი: როლანდ პრაისი
როლანდ პრაისი სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის ახალი რეგიონული დირექტორია
დღეიდან სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორის თანამდებობას როლანდ პრაისი დაიკავებს. პრაისი თბილისის ოფისიდან უხელმძღვანელებს მსოფლიო ბანკის სტრატეგიების შემუშავებას სამხრეთ კავკასიის ქვეყნებისთვის, კერძოდ, საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანისთვის. ამასთან ერთად, სამივე ქვეყანაში განახორციელებს საკრედიტო პორტფელისა და საკონსულტაციო სერვისების მართვას, განვითარების მიმართულებით მომუშავე პარტნიორებთან კოორდინაციას და სხვა ძირითად დაინტერესებულ მხარეებთან ჩართულობას ეკონომიკური ზრდისა და სიღარიბის დაძლევის პროცესში. „ჩემთვის დიდი პატივია ამ თანამდებობის დაკავება და მოუთმენლად ველი თანამშრომლობას პარტნიორებთან და ყველა დაინტერესებულ მხარესთან რეგიონში ეკონომიკური ზრდის ხელშესაწყობად, როგორც თანასწორობის, ისე მდგრადობის თვალსაზრისით. მჯერა, რომ ერთობლივი ძალისხმევით ჩვენ შევძლებთ სამხრეთ კავკასიის ქვეყნებისა და ხალხის შემდგომ მხარდაჭერას სტაბილური და წარმატებული მომავლისკენ მიმავალ გზაზე,“ - განაცხადა მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში როლანდ პრაისმა. ამ თანამდებობაზე დანიშვნამდე, როლანდ პრაისს რუანდაში მსოფლიო ბანკის ოფიციალური წარმომადგენელის პოზიცია ეკავა. როლანდ პრაისმა, რომელიც იამაიკის მოქალაქეა, მსოფლიო ბანკში საქმიანობა 2006 წელს დაიწყო როგორც იურიდიულ საკითხებში ვიცე-პრეზიდენტის მრჩეველმა. ის მსოფლიო ბანკში სხვადასხვა ოპერაციულ თანამდებობაზე მუშაობდა რამდენიმე რეგიონში, მათ შორისაა ლათინური ამერიკა და კარიბის ზღვის ქვეყნები, აღმოსავლეთ აზია და წყნარი ოკეანის აუზის ქვეყნები, აფრიკა და სამხრეთი აზია. ის ასევე მუშაობდა მსოფლიო ბანკის ენერგეტიკისა და მომპოვებელი მრეწველობის გლობალურ პრაქტიკაში ენერგეტიკის რეფორმაზე და რეგულირების საკითხებზე პრაისს ხელმძღვანელი პოზიციები ეკავა როგორც ოპერაციულ მენეჯერს ინდონეზიაში და როგორც მსოფლიო ბანკის ოფიციალურ წარმომადგენელს რუანდაში. ინდონეზიაში ის მართავდა სატრასტო ფონდის პორტფელს დაახლოებით 600 მლნ. აშშ დოლარის მოცულობით და საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პორტფელს, რომლის მოცულობამაც პიკურ ნიშნულს - 7.5 მლრდ. აშშ დოლარს მიაღწია. რუანდაში საქმიანობისას, მისი ზედამხედველობით 60%-ით გაიზარდა მსოფლიო ბანკის საკრედიტო პროგრამა, რომლის საშუალებითაც შეიქმნა კერძო სექტორის მტკიცე განვითარების რეფორმის პროგრამა და არსებითად გაიზარდა მსოფლიო ბანკის ჩართულობა კლიმატის ცვლილებისადმი მდგრადობის საკითხებში, რომელიც მოიცავს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებულ კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ ღონისძიებას რუანდაში. მსოფლიო ბანკში მუშაობის დაწყებამდე პრაისი იყო იამაიკის მთავრობის მრჩეველი საერთაშორისო საჯარო სამართლისა და საერთაშორისო ვაჭრობის საკითხებში და ასევე გახლდათ ვესტ-ინდოეთის უნივერსიტეტის შტატგარეშე ლექტორი. როლანდ პრაისი ფლობს ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის მაგისტრის ხარისხს საერთაშორისო საჯარო სამართალში; მას მიღებული აქვს სამართლის დოქტორის წოდება მაიამის უნივერსიტეტში და ფლობს ნიუ-იორკის უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხს საერთაშორისო ბიზნესსა და მათემატიკაში. მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში, სებასტიან მოლინეუსი იყო. მან რეგიონში თავისი ოთხწლიანი მისია დაასრულა.
როლანდ პრაისი: რეგიონული და საერთაშორისო თვალსაზრისით, რიკოთის მაგისტრალი გახლავთ ხიდი, რომელიც დასავლეთსა და აღმოსავლეთს აკავშირებს
„მსოფლიო ბანკი განსაკუთრებით ამაყობს, რომ ეს იყო პირველი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი, რომელიც 2, 3 მილიარდ დოლარით ამერიკის საფლაგმანო პროექტიდან დაეხმარა ამ პროექტს,“ - ამის შესახებ სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორმა როლანდ პრაისმა, რიკოთის მაგისტრალური გზის 27 კმ-იანი მონაკვეთის გახსნაზე განაცხადა. „საქართველოს აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის განვითარება გახლავთ ეროვნული რეგიონული და საერთაშორისო მნიშვნელობის. ორი მნიშვნელოვანი ატრიბუტი ამ განვითარებისა გახლავთ - შემცირება დისტანციისა მგზავრობის დროის და ასევე გაუმჯობესება უსაფრთხოების სტანდარტებისა, რაც გახლავთ უმნიშვნელოვანესი განვითარება იმ თვალსაზრისით, რომ საქართველოს მოსახლეობამ იმოგზაუროს ქვეყნის მასშტაბით. ამას ექნება პოზიტიური გავლენა ბიზნესებზე, საქონლის ტრანსპორტირებაზე და წვლილს შეიტანს ტურიზმის განვითარების საქმეში, რაც გახლავთ ძალიან სერიოზული წვლილის შემტანი საქართველოს ეკონომიკურ ზრდაში. რეგიონული და საერთაშორისო თვალსაზრისით, აღნიშნული მაგისტრალი გახლავთ ხიდი, რომელიც აკავშირებს დასავლეთსა და აღმოსავლეთს. ჩინეთს ევროპასთან, მას ექნება ძალიან სერიოზული ზეგავლენა საქართველოს ეკონომიკურ ზრდაზე. მსოფლიო ბანკი განსაკუთრებით ამაყობს, რომ ეს იყო პირველი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი, რომელიც 2, 3 მილიარდ დოლარით ამერიკის საფლაგმანო პროექტიდან დაეხმარა ამ პროექტს, მაგრამ ჩვენ აქ არ ვიქნებოდით ძლიერი პარტნიორობის გარეშე სხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან და განსაკუთრებით საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელობის, განსაკუთრებული ხელმძღვანელობის გარეშე. რიკოთის მონაკვეთის F 0 -ის და F 1 სექციის დასრულებას ველით მსოფლიო ბანკი და იმედი მაქვს, რომ ასევე აღვნიშნავთ ამას. ჩვენ ვაგრძელებთ პარტნიორობას მთავრობასთან, რათა მოვახდინოთ რეალიზაცია ტრანსფორმაციული პროექტების, რომელიც წვლილს შეიტანს საქართველოს ხალხის ამბიციურ ხედვაში ხალხის წინსვლისა, საქართველოს მოსახლეობის წინსვლისა და აყვავებისთვის,“ - განაცხადა პრაისმა. თავის მხრივ, აზიის განვითარების ბანკის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, ლესლი ბეარმან ლაჰმმა განაცხადა, რომ ეს საუკუნის პროექტია. „აღმოსავლეთ-დასავლეთის გზა განსაზღვრავს საქართველოს მოძრაობას, გააძლიერებს საქართველოს პოზიციას, როგორც სატრანზიტო ჰაბის პოზიციას, მაგრამ მინდა ხაზი გაუსვა აღმოსავლეთ-დასავლეთ კონტექსტს აი ამ გზის. რამდენიმე ციფრს გაგიზიარებთ მნიშვნელობას ამ გზისას, 60 პროცენტი მოსახლოებისა ცხოვრობს 20 კილომეტრზე, აღმოსავლეთ-დასავლეთის გზაზე გადის 60 პროცენტი ტრანზიტისა 25 პროცენტი საერთაშორისო გზებისა საქართველოსი ADB-მ 800 მილიონის ინვესტიცია მოახდინა 2009 წლიდან და ეს გახლავთ ქობულეთის შემოვლითი გზა განსაკუთრებით, რომელმაც მოგვცა საშუალება. თავიდან აგვეცილებინა საცობები, ბათუმის შემოვლითი გზა, რომელმაც ბათუმიდან გადაისროლა მძიმე სატვირთო მანქანები შემოვლით გზაზე, ხევი უბისაში 35 ხიდია და 20 გვირაბი, შორაპანი არგვეთა, რომელიც ძალიან კარგად მიდის წინ და დასრულდება შემდეგ თვეებში. როგორც მოვისმინეთ, აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის როლი შუა დერეფანის შესაძლებლობას გაზრდის და ჩვენ ამას ვაღიარებთ. ჩვენ გვინდა, ვაჩვენოთ ეს სატრანსფორმაციო პროექტები, ADB-ს ყოველწლიურ შეხვედრაზე, რომელიც შემდეგ წელს გაიმართება”, - განაცხადა ლესლი ბეარმან ლაჰმმა. რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის 27 კმ-იანი მონაკვეთი გაიხსნა
შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტზე კვლევის შედეგები, 2024 წლის აპრილ-მაისში იქნება მზად - როლანდ პრაისი
მსოფლიო ბანკი რეგიონულმა დირექტორმა შავი ზღვის ენერგეტიკული წყალქვეშა კაბელის პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ დოკუმენტი მზად იქნება 2024 წლის აპრილ-მაისისთვის. პრაისის თქმით, საწყისი ნაბიჯი მოიცავს საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებულ ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევას, რომელიც მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული არსებული ოპერაციის ფარგლებში მიმდინარეობს. „ეს კვლევა, რომელიც მოიცავს მთელ პროექტს, სავარაუდოდ, მომავალი წლის აპრილში ან მაისში დასრულდება. ის იქნება საფუძველი ან საფუძველი პროექტში შემდგომი ინვესტიციებისთვის. კერძოდ, საქართველო ამჟამად ამზადებს ოპერაციას. მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული ეს პროექტი არის სერიის ნაწილი. ჩვენ ვგეგმავთ ამ კონკრეტული პროექტის წარდგენას საბჭოსთვის მომავალი წლის მარტისთვის,“ - განაცხადა პრაისმა. მისივე თქმით, ბოლოდროინდელმა ღონისძიებებმა, მათ შორის, თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმმა გამოავლინა სხვა ქვეყნების მხრიდან მონაწილეობის მზარდი ინტერესი. შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი არამხოლოდ ენერგიის ექსპორტზეა ორიენტირებული, არამედ, ციფრულ ინიციატივებზეც, რაც ხელს უწყობს ქვეყნების მდგრადობას იმ გზებით, რომლებიც ამჟამად არსებობს. „ეს არის მნიშვნელოვანი დრო, მნიშვნელოვანი მიღწევებით, როგორც შუა დერეფნის სამუშაოს, ასევე შავი წყალქვეშა ზღვის კაბელის პროექტის თვალსაზრისით,“ - განაცხადა როლანდ პრაისმა. შეგახსენებთ, რომ „საქართველო-რუმინეთის დამაკავშირებელი შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი“ წყალქვეშა მაღალი ძაბვის გადამცემი ქსელის მოწყობას ითვალისწინებს. ინიციატივა მიზნად ისახავს სამხრეთ კავკასიის რეგიონის სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპასთან დაკავშირებას შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი კაბელის საშუალებით, რომლის მთლიანი სიგრძე დაახლოებით 1195 კმ. (95 კმ. სახმელეთო და 1100 კმ. წყალქვეშა ნაწილი) იქნება, ხოლო სიმძლავრე - 1000 მგვტ. წყალქვეშა ელექტროგადამცემი კაბელი ასევე აღჭურვილი იქნება ციფრული კავშირით, რომელიც უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის ტელეკომუნიკაციას რუმინეთსა და საქართველოს შორის.
მსოფლიო ბანკი მზადაა, რომ შუა დერეფნის გასწვრივ მდებარე ყველა ქვეყანას ამ მარშრუტის განვითარებაში დაეხმაროს - პრაისი
მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში როლანდ პრაისმა განაცხადა, რომ მსოფლიო ბანკი მზადაა, რომ შუა დერეფნის გასწვრივ მდებარე ყველა ქვეყანას ამ მარშრუტის განვითარებაში დაეხმაროს. მისი თქმით, მგზავრობა დისკომფორტს არ უნდა ქმნიდეს. მაგალითად მან მოიყვანა საქართველოს საზღვარზე გაჩერება, აზერბაიჯანის გავლით რკინიგზით ტრანსპორტირების შემდეგ. „ეს უნდა იყოს მშვიდი მგზავრობა, მიუხედავად ტრანსპორტის საშუალებისა, თითქოს, სწრაფ გზატკეცილზე მოძრაობ,“ - განმარტა პრაისმა. „ერთ-ერთი მთავარი დასკვნა არის ის, რომ 2030 წლისთვის, სწორად მიმართული ინვესტიციებითა და რეფორმების პოლიტიკით, შუა დერეფანს ვაჭრობის მოცულობის გასამმაგების და ტრანსპორტირების დროის განახევრების პოტენციალი აქვს. წარსულში შუა დერეფანი არც ისე საინტერესო იყო ერთი დიდი ქვეყნის ჩრდილოეთით უწყვეტი მარშრუტის გამო. თუმცა არსებული გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, ის უფრო საინტერესო გახდა, მაგრამ სამუშაო უნდა ჩატარდეს ინვესტიციებისა და რეფორმების მიმართულებით, რათა ის მართლაც სიცოცხლისუნარიანი გახდეს,“ - განაცხადა პრაისმა.