მსოფლიო ბანკი მზადაა, რომ შუა დერეფნის გასწვრივ მდებარე ყველა ქვეყანას ამ მარშრუტის განვითარებაში დაეხმაროს - პრაისი

მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში როლანდ პრაისმა განაცხადა, რომ მსოფლიო ბანკი მზადაა, რომ შუა დერეფნის გასწვრივ მდებარე ყველა ქვეყანას ამ მარშრუტის განვითარებაში დაეხმაროს.

მისი თქმით, მგზავრობა დისკომფორტს არ უნდა ქმნიდეს.

მაგალითად მან მოიყვანა საქართველოს საზღვარზე გაჩერება, აზერბაიჯანის გავლით რკინიგზით ტრანსპორტირების შემდეგ.


„ეს უნდა იყოს მშვიდი მგზავრობა, მიუხედავად ტრანსპორტის საშუალებისა, თითქოს, სწრაფ გზატკეცილზე მოძრაობ,“ - განმარტა პრაისმა.


„ერთ-ერთი მთავარი დასკვნა არის ის, რომ 2030 წლისთვის, სწორად მიმართული ინვესტიციებითა და რეფორმების პოლიტიკით, შუა დერეფანს ვაჭრობის მოცულობის გასამმაგების და ტრანსპორტირების დროის განახევრების პოტენციალი აქვს.


წარსულში შუა დერეფანი არც ისე საინტერესო იყო ერთი დიდი ქვეყნის ჩრდილოეთით უწყვეტი მარშრუტის გამო. თუმცა არსებული გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, ის უფრო საინტერესო გახდა, მაგრამ სამუშაო უნდა ჩატარდეს ინვესტიციებისა და რეფორმების მიმართულებით, რათა ის მართლაც სიცოცხლისუნარიანი გახდეს,“ - განაცხადა პრაისმა.