„მსოფლიო ბანკი განსაკუთრებით ამაყობს, რომ ეს იყო პირველი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი, რომელიც 2, 3 მილიარდ დოლარით ამერიკის საფლაგმანო პროექტიდან დაეხმარა ამ პროექტს,“ - ამის შესახებ სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორმა როლანდ პრაისმა, რიკოთის მაგისტრალური გზის 27 კმ-იანი მონაკვეთის გახსნაზე განაცხადა.
„საქართველოს აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის განვითარება გახლავთ ეროვნული რეგიონული და საერთაშორისო მნიშვნელობის. ორი მნიშვნელოვანი ატრიბუტი ამ განვითარებისა გახლავთ - შემცირება დისტანციისა მგზავრობის დროის და ასევე გაუმჯობესება უსაფრთხოების სტანდარტებისა, რაც გახლავთ უმნიშვნელოვანესი განვითარება იმ თვალსაზრისით, რომ საქართველოს მოსახლეობამ იმოგზაუროს ქვეყნის მასშტაბით. ამას ექნება პოზიტიური გავლენა ბიზნესებზე, საქონლის ტრანსპორტირებაზე და წვლილს შეიტანს ტურიზმის განვითარების საქმეში, რაც გახლავთ ძალიან სერიოზული წვლილის შემტანი საქართველოს ეკონომიკურ ზრდაში.
რეგიონული და საერთაშორისო თვალსაზრისით, აღნიშნული მაგისტრალი გახლავთ ხიდი, რომელიც აკავშირებს დასავლეთსა და აღმოსავლეთს. ჩინეთს ევროპასთან, მას ექნება ძალიან სერიოზული ზეგავლენა საქართველოს ეკონომიკურ ზრდაზე.
მსოფლიო ბანკი განსაკუთრებით ამაყობს, რომ ეს იყო პირველი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი, რომელიც 2, 3 მილიარდ დოლარით ამერიკის საფლაგმანო პროექტიდან დაეხმარა ამ პროექტს, მაგრამ ჩვენ აქ არ ვიქნებოდით ძლიერი პარტნიორობის გარეშე სხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან და განსაკუთრებით საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელობის, განსაკუთრებული ხელმძღვანელობის გარეშე.
რიკოთის მონაკვეთის F 0 -ის და F 1 სექციის დასრულებას ველით მსოფლიო ბანკი და იმედი მაქვს, რომ ასევე აღვნიშნავთ ამას. ჩვენ ვაგრძელებთ პარტნიორობას მთავრობასთან, რათა მოვახდინოთ რეალიზაცია ტრანსფორმაციული პროექტების, რომელიც წვლილს შეიტანს საქართველოს ხალხის ამბიციურ ხედვაში ხალხის წინსვლისა, საქართველოს მოსახლეობის წინსვლისა და აყვავებისთვის,“ - განაცხადა პრაისმა.
თავის მხრივ, აზიის განვითარების ბანკის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, ლესლი ბეარმან ლაჰმმა განაცხადა, რომ ეს საუკუნის პროექტია.
„აღმოსავლეთ-დასავლეთის გზა განსაზღვრავს საქართველოს მოძრაობას, გააძლიერებს საქართველოს პოზიციას, როგორც სატრანზიტო ჰაბის პოზიციას, მაგრამ მინდა ხაზი გაუსვა აღმოსავლეთ-დასავლეთ კონტექსტს აი ამ გზის.
რამდენიმე ციფრს გაგიზიარებთ მნიშვნელობას ამ გზისას, 60 პროცენტი მოსახლოებისა ცხოვრობს 20 კილომეტრზე, აღმოსავლეთ-დასავლეთის გზაზე გადის 60 პროცენტი ტრანზიტისა 25 პროცენტი საერთაშორისო გზებისა საქართველოსი ADB-მ 800 მილიონის ინვესტიცია მოახდინა 2009 წლიდან და ეს გახლავთ ქობულეთის შემოვლითი გზა განსაკუთრებით, რომელმაც მოგვცა საშუალება. თავიდან აგვეცილებინა საცობები, ბათუმის შემოვლითი გზა, რომელმაც ბათუმიდან გადაისროლა მძიმე სატვირთო მანქანები შემოვლით გზაზე, ხევი უბისაში 35 ხიდია და 20 გვირაბი, შორაპანი არგვეთა, რომელიც ძალიან კარგად მიდის წინ და დასრულდება შემდეგ თვეებში. როგორც მოვისმინეთ, აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის როლი შუა დერეფანის შესაძლებლობას გაზრდის და ჩვენ ამას ვაღიარებთ. ჩვენ გვინდა, ვაჩვენოთ ეს სატრანსფორმაციო პროექტები, ADB-ს ყოველწლიურ შეხვედრაზე, რომელიც შემდეგ წელს გაიმართება”, - განაცხადა ლესლი ბეარმან ლაჰმმა.
რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის 27 კმ-იანი მონაკვეთი გაიხსნა