თეგი: სავალუტო რეზერვები
დასავლეთი რუსეთის „გაყინულ“ ოქროსა და სავალუტო რეზერვებს უკრაინას გადასცემს
ეკონომიკის სამინისტრო, სხვა ქვეყნების მთავრობებთან ერთად, მექანიზმს ეძებს, რომ 415 მილიარდი დოლარის ღირებულების, რუსეთის ცენტრალური ბანკის დაკავებული ოქროსა და სავალუტო რეზერვები, რუსული აგრესიისგან ზარალის კომპენსაციის მიზნით უკრაინაში გადაიტანოს. ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის პირველმა მოადგილემ დენის კუდინმა სატელევიზიო გადაცემისას განაცხადა. „დასავლეთის მთავრობებმა უკვე დააკავეს რუსეთის ფედერაციის ცენტრალური ბანკის ოქროს და სავალუტო რეზერვები - 415 მილიარდი დოლარი, ეს თანხა თითქმის საკმარისია ამ პირდაპირი ერთჯერადი ზარალის დასაფარად. „ველით, რომ უახლოეს მომავალში, სხვა ქვეყნების მთავრობებთან ერთად, ვიპოვით იურიდიულ მექანიზმს, თუ როგორ შეუძლია ,უკრაინას მიიღოს ეს თანხა აღდგენისა და კომპენსაციისთვის“, - განაცხადა კუდინმა.
რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა ოქროს რეზერვების შემცირების შესახებ განაცხადა
რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა, რომელის თებერვლის მეორე ნახევრიდან ოქროს რეზერვების შესახებ ინფორმაციას არ ასაჯაროვებდა, განაცხადა, რომ რეზერვები თვენახევარში $40 მილიარდით შემცირდა. ამის შესახებ Forbes წერს. გამოცემის ცნობით, ოქროს რეზერვების შემცირება უკრაინაში რუსეთის შეჭრასა და ფინანსურ სანქციებს უკავშირდება. ცენტრალური ბანკის ცნობით რუსეთის ოქროს რეზერვები 18 თებერვლიდან 25 მარტამდე $38,8 მილიარდით $604,4 მილარდამდე შემცირდა. „ოქროს რეზერვების შემცირება ძირითადად სავალუტო ოპერაციებითა და აქტივების გადაფასებით იყო გამოწვეული“, - აცხადებენ ცენტრალურ ბანკში. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ და დასავლური სანქციების შედეგად უცხოურმა კომპანიებმა რუსეთის ბაზარზე საქმიანობის შეჩერებისა და გასვლის შესახებ განაცხადეს. იელის უნივერსიტეტის მონაცემებით ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთის ბაზარის დატოვბის ან საქმიანობის შეჩერების შესახებ 400-მა კომპანიამ განაცხადა. სია განახლებადია. 31 მარტს აშშ-მა სანქციები დაუწესა რუსეთის რამდენიმე ტექნოლოგიურ კომპანიას, - ამის შესახებ აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი. ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი გამოიტანა. საფრანგეთმა რუს ოლიგარქებს $800 მილიონი დოლარის ღირებულების აქტივები დაუყადაღა, ხოლო ნიდერლანდებმა €400 მილიონამდე რუსული აქტივი გაყინა. შვეიცარიამ ევროკავშირის კვალდაკვალ სანქციები რუსეთის 197 მოქალაქესა და 9 კომპანიას დაუწესა. ამ დროისთვის შვეიცარიის სანქციების სია სრულად ემთხვევა ევროკავშირის მიერ მომზადებულ დოკუმენტს. ინფორმაცია შვეიცარიის ხელისუფლების ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ევროკავშირმა რუსული ნავთობკომპანიების „როსნეფტის",„ტრანსნეფტის" და „გაზპრომნეფტის“ წინააღმდეგ სანქციები დააწესა. სანქციების მეოთხე პაკეტში ასევე მოხვდნენ რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი და „პირველი არხის“ დირექტორი კონსტანტინ ერნსტი. ასევე წაიკითხეთ აშშ რუსეთის დუმის დეპუტატებსა და თავდაცვის სექტორს ახალ სანქციებს უწესებს ბრიტანეთმა გააძლიერა რუსეთის მიმართ სანქციები - სიაშია „გაზპრომბანკი“, ოლიგარქები - შვიდლერი და ტინკოვი ნიდერლანდებმა €400 მილიონამდე რუსული აქტივი გაყინა საფრანგეთის მთავრობამ რუსეთის ცენტრალურ ბანკს 22 მლრდ ევროს მოცულობის, ასევე სანქციებში მოყოლილი ფიზიკური პირების ანგარიშები გაყინა აშშ-ის სანქციების ახალი პაკეტში რუსეთის დუმის 300-მდე დეპუტი მოხვდება Bloomberg: ევროკავშირი რუსი ბიზნესმენების გაყინული აქტივების უკრაინის აღსადგენად გამოყენების შესაძლებლობას განიხილავს Bloomberg: ლონდონში ჩარჩენილი რუსი ოლიგარქი ფრიდმანი დამლაგებელს ფულს ვერ უხდის ესპანეთში „როსნეფტის“ დირექტორის კიდევ ერთი იახტა დააკავე
რუსეთის საერთაშორისო რეზერვები, ერთ კვირაში $14 მილიარდით შემცირდა
რუსეთის ცენტრალური ბანკის მონაცემებით, 2022 წლის 29 აპრილის მდგომარეობით, რუსეთის ფედერაციის საერთაშორისო რეზერვებმა $593,1 მილიარდი შეადგინა. რეზერვები აპრილის ბოლო კვირაში 2,3%-ით შემცირდა ($14 მილიარდით) „საერთაშორისო რეზერვები 29 აპრილის მდგომარეობით 593,1 მილიარდ დოლარს შეადგენდა, რაც ძირითადად უარყოფითი გადაფასების შედეგად ამ ერთ კვირაში $14 მილიარდით, ანუ 2,3%-ით შემცირდა“, - ნათქვამია ანგარიშში. 2022 წლის 22 აპრილის მდგომარეობით, საერთაშორისო რეზერვები შეადგენდა $607,1 მილიარდს. საერთაშორისო რეზერვები, რომლებიც უაღრესად ლიკვიდური უცხოური აქტივებია, რომელსაც ფლობს რუსეთის ცენტრალური ბანკი და რუსეთის ფედერაციის მთავრობა, შედგება უცხოური ვალუტის ფონდებისგან, სპეციალური სესხების უფლებებით, სარეზერვო პოზიციისგან IMF-ში და მონეტარული ოქროსგან. მანამდე რუსეთის ფედერაციის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ დასავლეთის სანქციების შედეგად, რუსეთის ოქროსა და სავალუტო რეზერვების დაახლოებით $300 მილიარდი გაიყინა. 13 მარტს რუსეთის ფინანსთა მინისტრმა განაცახდა, რომ რუსეთის $640 მილიარდის რეზერვებიდან $300 მილიარდი სანქციების გამო გაყინულია. 31 მარტს კი რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა ოქროს რეზერვების შემცირების შესახებ პირველად განაცხადა. ასევე წაიკითხეთ რუსეთის ფინანსთა მინისტრი: რუსეთის 640 მილიარდი დოლარის რეზერვებიდან, $300 მილიარდი სანქციების გამო გაყინულია რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა ოქროს რეზერვების შემცირების შესახებ განაცხადა
თურქეთის სავალუტო რეზერვები ერთ კვირაში $2 მილიარდ დოლარზე მეტით შემცირდა
თურქეთის ცენტრალური ბანკის მთლიანი რეზერვები 2023 წლის პირველ კვირაში, წინა კვირასთან შედარებით 2,345 მილიარდი დოლარით შემცირდა და 126,41 მილიარდ დოლარს მიაღწია. 6 იანვრის მდგომარეობით, ცენტრალური ბანკის მთლიანი სავალუტო რეზერვები 3,244 მილიარდი დოლარით შემცირდა და 79,66 მილიარდი დოლარი შეადგინა. მთლიანი სავალუტო რეზერვები 30 დეკემბრის მდგომარეობით 82,904 მილიარდი დოლარი იყო. ამ პერიოდში ქვეყნის ოქროს მარაგი 899 მილიონი დოლარით გაიზარდა - 45,851 მილიარდი დოლარიდან 46,75 მილიარდ დოლარამდე. ამრიგად, ცენტრალური ბანკის მთლიანი რეზერვები 6 იანვრის კვირაში 128,755 მილიარდი აშშ დოლარიდან 126,41 მილიარდ აშშ დოლარამდე შემცირდა.