ეკონომიკის სამინისტრო, სხვა ქვეყნების მთავრობებთან ერთად, მექანიზმს ეძებს, რომ 415 მილიარდი დოლარის ღირებულების, რუსეთის ცენტრალური ბანკის დაკავებული ოქროსა და სავალუტო რეზერვები, რუსული აგრესიისგან ზარალის კომპენსაციის მიზნით უკრაინაში გადაიტანოს. ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის პირველმა მოადგილემ დენის კუდინმა სატელევიზიო გადაცემისას განაცხადა.
„დასავლეთის მთავრობებმა უკვე დააკავეს რუსეთის ფედერაციის ცენტრალური ბანკის ოქროს და სავალუტო რეზერვები - 415 მილიარდი დოლარი, ეს თანხა თითქმის საკმარისია ამ პირდაპირი ერთჯერადი ზარალის დასაფარად.
„ველით, რომ უახლოეს მომავალში, სხვა ქვეყნების მთავრობებთან ერთად, ვიპოვით იურიდიულ მექანიზმს, თუ როგორ შეუძლია ,უკრაინას მიიღოს ეს თანხა აღდგენისა და კომპენსაციისთვის“, - განაცხადა კუდინმა.