რუსეთის ცენტრალური ბანკის მონაცემებით, 2022 წლის 29 აპრილის მდგომარეობით, რუსეთის ფედერაციის საერთაშორისო რეზერვებმა $593,1 მილიარდი შეადგინა. რეზერვები აპრილის ბოლო კვირაში 2,3%-ით შემცირდა ($14 მილიარდით)
„საერთაშორისო რეზერვები 29 აპრილის მდგომარეობით 593,1 მილიარდ დოლარს შეადგენდა, რაც ძირითადად უარყოფითი გადაფასების შედეგად ამ ერთ კვირაში $14 მილიარდით, ანუ 2,3%-ით შემცირდა“, - ნათქვამია ანგარიშში.
2022 წლის 22 აპრილის მდგომარეობით, საერთაშორისო რეზერვები შეადგენდა $607,1 მილიარდს.
საერთაშორისო რეზერვები, რომლებიც უაღრესად ლიკვიდური უცხოური აქტივებია, რომელსაც ფლობს რუსეთის ცენტრალური ბანკი და რუსეთის ფედერაციის მთავრობა, შედგება უცხოური ვალუტის ფონდებისგან, სპეციალური სესხების უფლებებით, სარეზერვო პოზიციისგან IMF-ში და მონეტარული ოქროსგან. მანამდე რუსეთის ფედერაციის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ დასავლეთის სანქციების შედეგად, რუსეთის ოქროსა და სავალუტო რეზერვების დაახლოებით $300 მილიარდი გაიყინა.
13 მარტს რუსეთის ფინანსთა მინისტრმა განაცახდა, რომ რუსეთის $640 მილიარდის რეზერვებიდან $300 მილიარდი სანქციების გამო გაყინულია.
31 მარტს კი რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა ოქროს რეზერვების შემცირების შესახებ პირველად განაცხადა.
ასევე წაიკითხეთ