თურქეთის ცენტრალური ბანკის მთლიანი რეზერვები 2023 წლის პირველ კვირაში, წინა კვირასთან შედარებით 2,345 მილიარდი დოლარით შემცირდა და 126,41 მილიარდ დოლარს მიაღწია.
6 იანვრის მდგომარეობით, ცენტრალური ბანკის მთლიანი სავალუტო რეზერვები 3,244 მილიარდი დოლარით შემცირდა და 79,66 მილიარდი დოლარი შეადგინა.
მთლიანი სავალუტო რეზერვები 30 დეკემბრის მდგომარეობით 82,904 მილიარდი დოლარი იყო.
ამ პერიოდში ქვეყნის ოქროს მარაგი 899 მილიონი დოლარით გაიზარდა - 45,851 მილიარდი დოლარიდან 46,75 მილიარდ დოლარამდე.
ამრიგად, ცენტრალური ბანკის მთლიანი რეზერვები 6 იანვრის კვირაში 128,755 მილიარდი აშშ დოლარიდან 126,41 მილიარდ აშშ დოლარამდე შემცირდა.