თეგი: სამარა
რუსული მედიის ცნობით, სამარის ოლქის ქარხანაში აფეთქება მოხდა
რუსეთის სამარის ოლქის ქალაქ ჩაპაევსკში მდებარე „პრომსინტენზის„ ქარხანაში აფეთქება მოხდა, იტყობინება რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო RIA Novosti 7 ივლისს, საგანგებო სამსახურებზე დაყრდნობით. გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქებას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა. საინფორმაციო სააგენტომ ინციდენტის მიზეზად სარემონტო სამუშაოს დროს ტექნიკის დემონტაჟი დაასახელა. რუსული Telegram არხი „ბაზა„ იტყობინება, რომ აფეთქება მოხდა მილზე, რომელიც შენობას აზოტით ამარაგებს. Promsintez-ის ქარხანა სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების ერთ-ერთი მთავარი მწარმოებელია რუსეთში. უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგ, რუსეთში ხანძრებისა და სხვა ინციდენტების შესახებ მრავალი ცნობა გავრცელდა. 4 ივლისს რუსულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია მოსკოვის ოლქის ქალაქ ხიმკის ყოფილი ავეჯის ქარხნის საწყობში ხანძრის შესახებ.
რუსეთში, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე მომხდარი აფეთქების დეტალები ვრცელდება
რუსეთის ქალაქ სამარაში, კუიბიშევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე აფეთქება მოხდა. ინფორმაცია რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატის, ალექსანდრე ხინშტეინის ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს. წინასწარი ცნობებით, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო დამონტაჟებული. Telegram არხი Baza წყაროების დასახელების გარეშე იუწყება, რომ სამარის ოლქის ქარხანაში აფეთქება დაწესებულების თანამშრომელმა მოაწყო. მან ერთ-ერთი სახელოსნოს მიტოვებულ შენობაში თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა მოათავსა. კაცი, რომელიც ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ელექტრიკოსად მუშაობდა, ქარხანაში პაკეტით შევიდა და მის გარეშე გამოვიდა. წინასწარი ინფორმაციით, მან ერთ-ერთ შენობაში თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა მოათავსა. წინასწარი ინფორმაციით, აფეთქების შემდეგ, კაცი ყაზახეთში გამგზავრებას ცდილობდა, თუმცა ის საზღვარზე დააკავეს.
სამარასთან სარკინიგზო ხიდი ააფეთქეს - რუსეთი
რუსული მედიის ცნობით, სამარის რაიონში, ზვეზდა-ჩაპაევსკის სარკინიგზო მონაკვეთზე, უცნობმა პირებმა მდინარეზე საყრდენი ხიდი აფეთქეს. კუიბიშევის რკინიგზამ დაადასტურა, რომ ამ მონაკვეთზე მატარებლის მოძრაობა შეჩერდა „რკინიგზის ტრანსპორტის მუშაობაში არაავტორიზებული პირების უკანონო ჩარევის გამო.“ ტელეგრამ არხ „ბაზას“ ცნობით, აფეთქების ხმა ადგილობრივი დროით 6:15 წუთზე (მოსკოვის დროით 5:15 წუთზე) გაისმა. ხიდზე შესაძლოა, თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა აფეთქდეს. Baza-ს მიერ გამოქვეყნებულ ფოტოზე ნაჩვენებია რკინიგზის დახრილი ლიანდაგი. აფეთქებას მსხვერპლი არ მოჰყოლია. აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობა შეჩერებულია. „ხიდის აფეთქებაზე უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარმა სადაზვერვო სამმართველომ (GUR) გააკეთა კომენტარი. „სარკინიგზო ხაზი აგრესორმა სახელმწიფომ გამოიყენა სამხედრო ტვირთების გადასაზიდად, კერძოდ, საინჟინრო საბრძოლო მასალისთვის, რომელიც წარმოებული იყო პოლიმერის სს ქარხნის მიერ სამარას რეგიონის ქალაქ ჩაპაევსკში. სარკინიგზო ხიდის დაზიანების ხასიათიდან გამომდინარე, მისი გამოყენება დიდი ხნის განმავლობაში შეუძლებელი იქნება,“ - ნათქვამია განცხადებაში.
რუსეთში სარკინიგზო ხიდის „მწყობრიდან გამოყვანას“ უკრაინის დაზვერვა ადასტურებს
რუსეთის სამარის ოლქის ქალაქ ჩაპაევსკთან მდებარე სარკინიგზო ხიდზე მომხდარი აფეთქების შემდეგ, ხიდის „მწყობრიდან გამოყვანა“ დაადასტურა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარმა სამმართველომ, რომელსაც აფეთქებაზე პირდაპირი პასუხისმგებლობა არ აუღია. მისი განცხადებით, აგრესორი სახელმწიფო რკინიგზის ამ ხაზს იყენებდა სამხედრო ტვირთების, კერძოდ, ქალაქ ჩაპაევსკის ქარხანა „პოლიმერში“ დამზადებული საინჟინრო საბრძოლო მასალების ტრანსპორტირებისთვის. უკრაინის სამხედრო დაზვერვის თანახმად, ხიდის დაზიანებების გათვალისწინებით, მას დიდხანს ვერ გამოიყენებენ.