თეგი: სასამართლო დავა
ჯონი დეპისა და ამბერ ჰერდის სასამართლო დავა დეპის გამარჯვებით დასრულდა
ჯონი დეპისა და ამბერ ჰერდის სასამართლო დავა დეპის გამარჯვებით დასრულდა. ჰოლივუდის მსახიობის ყოფილ მეუღლეს, ასევე მსახიობს ემბერ ჰერდის ნაფიცმა მსაჯულებმა დეპის სასარგებლოდ, მიყენებული რეპუტაციული ზიანის გამო, 15 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა, ხოლო თავად ჯონი დეპს ჰერდის მისამართით 2 მილიონი დოლარის კომპენსაციის გადახდა დაევალა. ჯონი დეპი ვერდიქტის გამოტანას არ დასწრებია და პირველი კომენტარი სოციალურ ქსელ Instagram-ში გააკეთა. "ექვსი წლის შემდეგ ნაფიცმა მსაჯულებმა ცხოვრება დამიბრუნეს, რისთვისაც მადლობელი ვარ", - წერს დეპი. ამასთან, ვერდიქტის გამოცხადების შემდეგ, ემბერ ჰერდმა განცხადება გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნავს, რომ სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილებით გულგატეხილია. ცნობისთვის, სასამართლო პროცესი აპრილში დაწყო, რომელიც 6 კვირა გაგრძელდა, ჯამში 100 საათზე მეტხნიანი დაკითხვებით.
მოლდოვა გაზპრომის წინააღმდეგ სასამართლო დავას იწყებს
მოლდოვის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, ტრანსნაციონალურ „გაზპრომს“ უჩივლოს, რადგან რუსულმა კომპანიამ ენერგეტიკული კრიზისი გამოიწვია. განაცხადა მოლდოვის ინფრასტრუქტურის მინისტრმა ანდრეი სპინუმ Deutsche Welle-სთვის მიცემულ ინტერვიუში. მისი თქმით, ადვოკატები უკვე ამზადებენ შესაბამის მიმართვას. „გაზპრომი“ არის დამნაშავე იმაში, რომ იძულებულები ვართ ვიყიდოთ გაზი და ელექტროენერგია საერთაშორისო ბაზარზე. ჩვენ ასევე მოვითხოვთ ზარალის ანაზღაურებას, რადგან მათი გადაწყვეტილებების გამო, ჩვენ იძულებულნი ვართ გადავიტანოთ თანხები, ავიღოთ სესხები... ისინი უბრალოდ უგულებელყოფენ თავიანთ ვალდებულებებს და შესაბამისად უნდა გადაიხადონ“, - აღნიშნა სპინუმ. მისივე თქმით, გაზპრომმა დაკარგა სანდო პარტნიორის რეპუტაცია.
მცირეწლოვნის მშობლებმა საბავშვო ბაღის წინააღმდეგ სასამართლო დავა მოიგეს - საია
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, მცირეწლოვნის მშობლებმა საბავშვო ბაღის წინააღმდეგ სასამართლო დავა მოიგეს. მშობლების მტკიცებით, 3 წლის ბავშვი ჯანმრთელობის ნიშნით დისკრიმინაციული მოპყრობის მსხვერპლი გახდა. "გ.გ-ს აღენიშნება განვითარების ეტაპების დარღვევა, თუმცა სპეციალისტების შეფასებით, მისთვის შეზღუდვების დაწესება არ ყოფილა საჭირო. მიუხედავად ამისა, მოპასუხე მხარე მას არ აძლევდა შესაძლებლობას სრულად ჩართულიყო საბავშვო აქტივობებში. გ.გ-ს მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობა განხორციელდა მაშინ, როდესაც საბავშვო ბაღის სხვა აღსაზრდელები მზიან დღეს საბავშვო აუზში ერთობოდნენ, ის კი ოთახში იყო, თანატოლებისგან განცალკევებით", - წერია განცხადებაში. თბილისის საქალაქო სასამართლომ დაადგინა, რომ მოპასუხე კერძო ბაღის მხრიდან ადგილი ჰქონდა მცირეწლოვანი მოსარჩელის დისკრიმინაციას ჯანმრთელობის მდგომარეობის ნიშნით და მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, მორალური ზიანის სახით 2 000 ლარის ანაზღაურება დააკისრა.
კულტურის სამინისტროს სასამართლო დავა ეროვნული მუზეუმიდან გათავისუფლებულმა თანამშრომელმა მოუგო
კულტურის სამინისტროს სასამართლო დავა ეროვნული მუზეუმიდან გათავისუფლებულმა კიდევ ერთმა თანამშრომელმა მოუგო. ამის შესახებ ინფორმაციას "მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფკავშირი" ავრცელებს. "სასამართლომ უკანონოდ მიიჩნია ლიკა მამაცაშვილის გათავისუფლება. ეროვნულ მუზეუმს კომპენსაციის სახით 1800 ლარის გადახდა და განაცდურის ანაზღაურება დაეკისრა. გაცნობებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე გიორგი გოგიჩაშვილმა 2023 წლის 21 ივნისს გამოაცხადა გადაწყვეტილება საქმეზე ლიკა მამაცაშვილი სსიპ საქართველოს ეროვნული მუზეუმის წინააღმდეგ, რომლითაც ძირითადად დაკმაყოფილდა ლიკა მამაცაშვილის სარჩელი. სასამართლომ უკანონოდ მიიჩნია ლიკა მამაცაშვილის სამსახურიდან გათავისუფლება და ბათილად ცნო ბრძანება, რომლითაც ლიკა მამაცაშვილი სამსახურიდან გათავისუფლდა, ასევე ეროვნულ მუზეუმს დაეკისრა განაცდურის ანაზღაურება გათავისუფლების დღიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ამასთან ეროვნულ მუზეუმს ლილი მამაცაშვილის სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაციის სახით 1800 ლარის ანაზღაურება", - ნათქვამია განცხადებაში. პროფკავშირის ცნობით, ეს უკვე მე-11 სასამართლო პროცესია, რომელიც კულტურის სამინისტროს სისტემიდან უკანონოდ და რეპრესიულად გათავისუფლებულმა მომჩივანმა მოუგო.