მოლდოვა გაზპრომის წინააღმდეგ სასამართლო დავას იწყებს

მოლდოვის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, ტრანსნაციონალურ „გაზპრომს“ უჩივლოს, რადგან რუსულმა კომპანიამ ენერგეტიკული კრიზისი გამოიწვია.

განაცხადა მოლდოვის ინფრასტრუქტურის მინისტრმა ანდრეი სპინუმ Deutsche Welle-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

მისი თქმით, ადვოკატები უკვე ამზადებენ შესაბამის მიმართვას.

„გაზპრომი“ არის დამნაშავე იმაში, რომ იძულებულები ვართ ვიყიდოთ გაზი და ელექტროენერგია საერთაშორისო ბაზარზე. ჩვენ ასევე მოვითხოვთ ზარალის ანაზღაურებას, რადგან მათი გადაწყვეტილებების გამო, ჩვენ იძულებულნი ვართ გადავიტანოთ თანხები, ავიღოთ სესხები... ისინი უბრალოდ უგულებელყოფენ თავიანთ ვალდებულებებს და შესაბამისად უნდა გადაიხადონ“, - აღნიშნა სპინუმ.

მისივე თქმით, გაზპრომმა დაკარგა სანდო პარტნიორის რეპუტაცია.