თეგი: საქარველო
კელი დეგნანი: დროა, ყველამ ყურადღება გაამახვილოს ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებაზე და დაანახოს ევროკავშირს, რომ საქართველოს განსხვავებების მიუხედავად შეუძლია გაერთიანება
ჩვენ ერთად ბევრი რამ გავაკეთეთ და ვაგრძელებთ ბევრი მიმართულებით მჭიდრო და ნაყოფიერ თანამშრომლობას საქართველოს მთავრობასთან და პარტნიორებთან სხვადასხვა სფეროში. ამის შესახებ კელი დეგნანმა „მთავარი არხის“ გადაცემა „პოსტ-ფაქტუმში“ განაცხადა. „იქნება ეს თავდაცვა, უსაფრთხოება, ეკონომიკა, ენერგეტიკა, განათლება, საზოგადოებრივი ჯანდაცვა თუ სხვა. როდესაც საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს ვხვდები, იქნება ეს პრემიერ-მინისტრი თუ სხვა, ჩვენ ვსაუბრობთ იმ საკითხებზე, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანია ამ ქვეყნის მომავლისთვის. კვლავ ვიმეორებ - ეს საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი წუთებია. მას აქვს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღების შესაძლებლობა. ეს ისეთი რამეა, რასაც გასულ წელს ვერავინ წარმოიდგენდა, ვერც მთავრობა და ვერც ხალხი. ახლა კი დროა, ყველამ ყურადღება გაამახვილოს ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებაზე და დაანახოს ევროკავშირს, რომ საქართველოს განსხვავებების მიუხედავად შეუძლია გაერთიანება და ამის ქვეყნის მომავლის პრიორიტეტად ქცევა“, - განაცხადა კელი დეგნანმა. შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით. 24 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. ევროკავშირის საბჭომ გადაწყვიტა უკრაინისთვის და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება.
საქართველო გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრად აირჩიეს
გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2023-2025 წლებში გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს ახალ წევრად 14 ქვეყანა აირჩია. მათ შორის არის საქართველოც. ფარული კენჭისყრის ფორმატში ჩატარებული არჩევნების შედეგები გენერალური ასამბლეის 77-ე სესიის თავმჯდომარემ ჩაბა კიოროშიმ გამოაცხადა. „2023 წლის პირველი იანვრიდან სამი წლის ვადით ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრად აირჩიეს შემდეგი 14 სახელმწიფო: ალჟირი, ბანგლადეში, ბელგია, ვიეტნამი, გერმანია, საქართველო, ყირგიზეთი, კოსტა-რიკა, მალდივები, მაროკო, რუმინეთი, სუდანი, ჩილე, სამხრეთ აფრიკა“, - აღნიშნა ჩაბა კიოროშიმ. გაეროში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენლობამ განაცხადა, რომ, როგორც ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრი ქვეყანა, შეძლებს აქტიური მონაწილეობა მიიღოს საბჭოს მანდატის განხორციელებაში და იმ პროცესებში, რომლებიც მსოფლიოში, ადამიანის უფლებების დაცვის გაუმჯობესებისკენაა მიმართული. გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭო 47 ქვეყანას მოიცავს. ამ ქვეყნების დაახლოებით მესამედი, ყოველწლიურად არჩევნების შედეგად იცვლება. უფლებამოსილების ვადა სამი წელია. აპრილში, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ადამიანის უფლებათა საბჭოში რუსეთს, წევრობა შეუჩერა. ამის მიზეზი, რუსეთის სამხედრო ძალების მიერ უკრაინაში შეჭრისას ადამიანის უფლებების „უხეში და სისტემატური დარღვევის“ მტკიცებულებები გახდა. გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭო, რუსეთში ადამიანის უფლებათა დარღვევის საკითხებზე სპეციალური მომხსენებლის პოზიციას შექმნის.
უკრაინა, მოლდოვა და საქართველო, გაფართოების საკითხზე ევროკავშირის საბჭოს დასკვნაში პირველად მოხვდებიან
პირველად მოხდება ისე, რომ ევროკავშირის საბჭოს დასკვნაში გაფართოების საკითხზე მოხვდებიან უკრაინა, მოლდოვა და საქართველო, – ამის შესახებ სლოვაკეთის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სტანჩიკმა ბრიუსელში ევროკავშირის საბჭოს სხდომის დაწყებამდე განაცხადა, რომლის ფარგლებშიც ერთ-ერთ საკითხად განიხილება ევროკავშირის გაფართოების, სტაბილიზაციისა და ასოციაციის პროცესი. სლოვაკეთის ეროვნული საბჭოს საგარეო საქმეთა კომიტეტმა, საქართველოს ევროპული მომავლის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო მინისტრის თქმით, სლოვაკეთს მიაჩნია, რომ ევროკავშირის გაფართოება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. „სლოვაკეთს სჯერა, რომ უკრაინა უნდა იყოს ჩვენი დემოკრატიული ოჯახის წევრი. პირველად მოხდება, როდესაც უკრაინა, მოლდოვა და საქართველო იქნებიან ნახსენები ევროკავშირის საბჭოს დასკვნაში. ჩვენ გვჯერა, რომ ევროკავშირის გაფართოება არის ჩვენი კავშირის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნაწილი, გაფართოება მნიშვნელოვანია ჩვენი ეკონომიკისთვის, ეს მნიშვნელოვანია ეკონომიკური, პოლიტიკური და გეოპოლიტიკური მიზეზებით. ამიტომ, ჩვენ მხარს ვუჭერთ ბოსნია და ჰერცოგოვინისთვის ევრკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, რადგან ეს იქნება ძლიერი ბიძგი, რომ ამ ქვეყნის პოლიტიკოსებმა გააგრძელონ ქვეყნის რეფორმირება ევროპული გზით“, – განაცხადა სტანჩიკმა საზოგადოებრივი მაუყებლის ცნობით. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ.
პოლონეთის სეიმმა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
პოლონეთის სეიმმა რეზოლუცია მიიღო, რომლითაც საერთაშორისო საზოგადოებას საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის გადარჩენისკენ მოუწოდებს. ინფორმაციას პოლონური მედია ავრცელებს. რეზოლუციის პროექტი სეიმის პრეზიდიუმმა წარადგინა და სხდომაზე სეიმის თავმჯდომარის მოადგილემ, მალგოჟატა გოშევსკამ წაიკითხა. რეზოლუციას ხმა მისცა 438-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი 8 დეპუტატი იყო, ერთმა კი თავი შეიკავა. „პოლონეთის რესპუბლიკის სეიმი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, იხელმძღვანელონ ჰუმანიზმის ზოგადსაკაცობრიო პრინციპებით, რომელთა თანახმადაც, ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლება უმაღლესი ღირებულებაა და მოუწოდებს, ექიმების რეკომენდაციის შესაბამისად, დაუყოვნებლივ აღმოუჩინონ მიხეილ სააკაშვილს აუცილებელი სპეციალიზებული მკურნალობა, რომელიც შეესაბამება მსოფლიო სტანდარტებს. ასევე, მოუწოდებს საქართველოს მეგობართა საერთაშორისო თანამეგობრობას სოლიდარობისკენ და მტკიცე ქმედებებისკენ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის გადასარჩენად“, – ნათქვამია რეზოლუციაში. ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლოს შუამდგომლობით სააკაშვილის ადვოკატებმა მიმართეს. აღნიშნულ შუამდგომლობას მოსამართლე გიორგი არევაძე განიხილავს. ზურაბიშვილი სააკაშვილის შეწყალებაზე: მთავარ შეკითხვას პასუხი გაეცემა, როცა გაეცემა ამერიკელი ტოქსიკოლოგის თქმით, სააკაშვილი მარტში ციხეში მოიწამლა 8 დეკემბერს, ომბუდსმენის რანგში ნინო ლომჯარიამ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სასამართლოს, მეგობრის მოსაზრებით მიმართა. სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ მოსაზრებაში მიმოხილულია სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა და არგუმენტირებულია, რატომ აკმაყოფილებს არსებული ვითარება მინიმუმ სასჯელის გადავადების მოთხოვნას: ნინო ლომჯარიამ ომბუდსმენად მუშაობა დაასრულა „მე, როგორც სახალხო დამცველმა ხელი მოვაწერე სასამართლო მეგობრის მოსაზრებას. მოსაზრებაში ჩვენ მიმოხილული გვაქვს ბოლო 5 წლის განმავლობაში სასამართლოს პრაქტიკა სასჯელისგან გათავისუფლების და გადავადების შესახებ და ასევე მოყვანილი გვაქვს ექსპერტების მოსაზრებები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე. მთავარი წინადადება და რეკომენდაცია, რასაც ჩვენ ვიძლევით სასამართლოსადმი, არის ის, რომ ექსპერტების შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე და სახალხო დამცველის პოზიციით, ის დასკვნები რასაც ჩვენ ვეყრდნობით, ადასტურებს, რომ მისი მდგომარეობა შეესაბამება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მუხლს, რომელიც ამბობს, რომ ამ მდგომარეობაში მყოფი პატიმარი შეიძლება, დაექვემდებაროს მინიმუმ სასჯელის მოხდისგან გადავადებას, ამიტომ, სასამართლო მეგობრის მოსაზრებაში ჩვენ ვავითარებთ პოზიციას, რომ მისი ამჟამინდელი მდგომარეობა სამართლებრივად და ფაქტობრივად აკმაყოფილებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სტანდარტს, მინიმუმ სასჯელის ვადისგან გადავადების თაობაზე“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა - ლომჯარია „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა და სასიცოცხლო პარამეტრები სტაბილურია რატი ბრეგაძის თქმით, სააკაშვილი მკურნალობის კურსს არ ემორჩილება გიული ალასანია: მძიმე მომენტი დამიდგა, ვთხოვ ყველას, გადამირჩინოთ შვილი უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.