თეგი: საშობაო ზავი
რუსეთის პატრიარქმა კირილმა, რუსეთ-უკრაინას საშობაო ზავის გამოცხადების ინიციატივით მიმართა
მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილი, რუსეთსა და უკრაინას, საშობაო ზავის გამოცხადების ინიციატივით მიმართავს. შესაბამისი ინფორმაცია, რუსეთის საპატრიარქოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა. „მე, კირილი, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი, მივმართავ შიდა კონფლიქტში ჩართულ ყველა მხარეს ცეცხლის შეწყვეტისა და საშობაო ზავის გამოცხადების თხოვნით 6 იანვრის 12:00 საათიდან 7 იანვრის 24:00 საათამდე, რათა მართლმადიდებლებმა შეძლონ წირვაზე დასწრება შობის ღამეს და ქრისტეშობის დღეს“, - ნათქვამია რუსეთის პატრიარქის განცხადებაში.
პუტინს სურს, შობა გამოიყენოს საფარველად, უკრაინის შეიარაღებული ძალების შესაჩერებლად - ზელენსკი
უკრაინის ხელისუფლება სკეპტიკურად უყურებს ვლადიმერ პუტინის მიერ მართლმადიდებლური შობის დღესასწაულთან დაკავშირებით უკრაინაში ცალმხრივი 36-საათიანი ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადებას. დანილოვი: ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი? ტყუილი და თვალთმაქცობაა ერთი დღით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა მოუწოდა უკრაინულ მხარეს მსგავსი ნაბიჯის გადადგმისკენ, რათა მორწმუნეებმა საშობაო წირვაზე დასწრება შეძლონ. „ახლა მათ სურთ, შობა გამოიყენონ, როგორც საფარველი, რომ შეაჩერონ ჩვენი ბიჭების წინსვლა დონბასში გარკვეული ხნით და ჩვენს პოზიციებთან მიახლოონ აღჭურვილობა, საბრძოლო მასალა და მობილიზებული ხალხი. რას მოგვცემს ეს? დანაკარგების რაოდენობის ზრდას“, - განაცხადა ზელენსკიმ. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 6-7 იანვარს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის ბრძანება გასცა.
ბერბოკი „საშობაო ზავზე“: პუტინს მშვიდობა რომ სურდეს, თავის სამხედროებს სახლში წაიყვანდა და ომი დასრულდებოდა
პუტინს მშვიდობა რომ სურდეს, საკუთარ სამხედროებს გაიყვანდა და ომი დასრულდებოდა, - გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი, „საშობაო ზავზე“ რუსეთის პრეზიდენტის განცხადებებს Twitter-ზე გამოეხმაურა. შარლ მიშელი: ცეცხლის შეწყვეტაზე რუსეთის ინიციატივა სიყალბე და ფარისევლობაა „პუტინს მშვიდობა რომ სურდეს, ის თავის სამხედროებს სახლში წაიყვანდა და ომი დასრულდებოდა. მაგრამ, როგორც ჩანს, მას, უბრალოდ, მცირე შესვენების შემდეგ ომის გაგრძელება სურს. ე.წ. ცეცხლის შეწყვეტა ვერ მოიტანს თავისუფლებას და ვერც უსაფრთხოებას ადამიანებისთვის, რომელიც რუსული ოკუპაციის ყოველდღიური საფრთხის ქვეშ ცხოვრობენ. სწორედ ამიტომ ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინელების მხარდაჭერას",- წერს ის Twitter-ზე. პუტინს სურს შობა გამოიყენენოს საფარველად, უკრაინის შეიარაღებული ძალების შესაჩერებლად - ზელენსკი რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 6-7 იანვარს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის ბრძანება გასცა.