უკრაინის ხელისუფლება სკეპტიკურად უყურებს ვლადიმერ პუტინის მიერ მართლმადიდებლური შობის დღესასწაულთან დაკავშირებით უკრაინაში ცალმხრივი 36-საათიანი ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადებას.
ერთი დღით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა მოუწოდა უკრაინულ მხარეს მსგავსი ნაბიჯის გადადგმისკენ, რათა მორწმუნეებმა საშობაო წირვაზე დასწრება შეძლონ.
„ახლა მათ სურთ, შობა გამოიყენონ, როგორც საფარველი, რომ შეაჩერონ ჩვენი ბიჭების წინსვლა დონბასში გარკვეული ხნით და ჩვენს პოზიციებთან მიახლოონ აღჭურვილობა, საბრძოლო მასალა და მობილიზებული ხალხი. რას მოგვცემს ეს? დანაკარგების რაოდენობის ზრდას“, - განაცხადა ზელენსკიმ.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 6-7 იანვარს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის ბრძანება გასცა.