თეგი: საჰაერო სივრცე
ქვეყნები, რომლებმაც რუსეთისთვის საჰაერო სივრცე დახურეს
რუსეთის ავიაკომპანიებს ქვეყნის დასავლეთით თითქმის სრული ბლოკადა ემუქრებათ. BBC-ის ცნობით, ევროკავშირის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ევროპის ქვეყნების უმეტესობა ფრენების აკრძალვას აპირებს. ბრიტანული მედიის ინფორმაციით, ოფიციალური გადაწყვეტილება მალე იქნება ხელმისაწვდომი. ფინეთმა, რომელიც ესაზღვრება რუსეთს, დანიასა და ავსტრიას, კვირას განაცხადა, რომ აკრძალვებს დააწესებს. რუსეთისთვის დაწესებულ შეზღუდვას ირლანდიაც უერთდება. ამ დროისთვის რუსული თვითმფრინავებისთვის საჰაერო სივრცე დახურეს: ბულგარეთმა, ჩეხეთმა, გერმანია, პოლონეთმა და დიდმა ბრიტანეთმა. ესტონეთმა, ლატვიამ, სლოვენიამ და ლიეტუვამ 26 თებერვალს განაცხადეს, რომ აკრძალავენ ზოგიერთ ფრენას რუსეთიდან. რიგ ქვეყნებს შეზღუდვებს უწესებს რუსეთიც. რუსეთის საკუთრებაში არსებული თვითმფრინავები, მათ შორის კერძო თვითმფრინავები, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის საჰაერო სივრცეში ვეღარ შედიან. რუსეთის სამხედრო ინტერვენცია უკრაინაში - მოვლენათა ქრონოლოგია 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობა აღიარა“. 24 თებერვალს, დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ გამოაცხადა. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია, „დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან „გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან“. საპასუხოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა. 22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა. რუსეთის არმიის, ბიზნესის და მედიის წარმომადგენლები ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სიაში არიან აშშ-ის მიერ სანქცირებულთა სიაში რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემები, პუტინის ახლო წრე და რუსეთის ელიტის წარმომადგენლები მოხვდნენ 24 თებერვალს, გვიან ღამით: დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა კანადის ხელისუფლებამ რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა. კანადის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ე.წ. „შავ სიაში“ 62 ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას შეიყვანენ, მათ შორის, რუსული პოლიტიკური ელიტის წევრებს, ასევე, კერძო სამხედრო ორგანიზაცია „ვაგნერს“. კანადა ასევე შეწყვეტს რუსული პროდუქციის საექსპორტო ნებართვების გაცემას და უკვე არსებულ ნებართვებს გააუქმებს. 25 თებერვალს, აშშ ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შეუერთდა და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს და საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს პერსონალური სანქციები დაუწესა. ბელორუსს დამატებით სანქციებს კანადაც უწესებს. 26 თებერვალი SWIFT-დან რუსეთის გარიცხვის ტექნიკური მოსამზადებელი პროცესი დაიწყო. 27 თებერვალი სანქცირებული რუსული ბანკები SWIFT-ის სისტემიდან გააძევეს აშშ რუსული კომპანიების და ოლიგარქების აქტივებს ყინავს
პოლონეთი მზადაა, დაიცვას სლოვაკეთის საჰაერო სივრცე, თუ ის თვითმფრინავებს უკრაინას გადასცემს
პოლონეთი მზადყოფნას გამოთქვამს, დაიცვას სლოვაკეთის საჰაერო სივრცე, თუ ის საკუთარ MiG-29 თვითმფრინავებს უკრაინას გადასცემს. „მე მივიღე დადასტურება, რომ პოლონეთი მზადაა, დაიცვას სლოვაკეთის საჰაერო სივრცე იმ მომენტიდან, როდესაც სლოვაკეთი უკრაინისთვის მიგ-29 თვითმფრინავის მიწოდებას გადაწყვეტს“, - განაცხადა სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრმა პოლონელ კოლეგასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე. სლოვაკეთმა ამ თვის დასაწყისში დააფიქსირა პოზიცია, რომ განიხილავს თვითმფრინავების მიწოდებას, რათა დაეხმაროს უკრაინას რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში, თუ ის შეძლებდა საკუთარი საჰაერო სივრცის ალტერნატიული თავდაცვის ორგანიზებას. ცნობისთვის, უკრაინისთვის დამატებითი დახმარების აღმოჩენის საკითხზე საუბრისას, აშშ-ის თავდაცვის მდივანმა 29 აპრილს განაცხადა, რომ შორ მანძილზე მოქმედი საჰაერო თავდაცვის სისტემები გადამწყვეტ როლს თამაშობენ. ლოიდ ოსტინის განცხადებით, საჰაერო თავდაცვა მთლიანად ამ ომის კრიტიკული ასპექტია. 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
დანია და შვედეთი რუსეთს საჰაერო სივრცის დარღვევაში ადანაშაულებენ
NATO-ს წევრმა დანიამ რუსეთის ელჩი დაიბარა მას შემდეგ, რაც რუსულმა სადაზვერვო თვითმფრინავმა მისი საჰაერო სივრცე დაარღვია, ამის შესახებ დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იეპე კოფოდმა განაცხადა. მანამდე, მსგავსი ბრალდებით რუსეთის მიმართ შვედეთი გამოვიდა. „ეს სრულიად მიუღებელი და უკიდურესად შემაშფოთებელია არსებულ ვითარებაში“, - განაცხადა კოფოდმა უკრაინაში რუსეთის შეჭრაზე საუბრისას. დანიური მხარე აცხადებს, რომ სადაზვერვო თვითმფრინავი მათ საჰაერო სივრცეში მოკლე ხნით იმყოფებოდა, დანიის F-16 თვითმფინავებმა კი, რეაგირება მოახდინეს. აღსანიშნავია, რომ შვედეთი NATO-ში გაწევრიანებაზე გადაწყვეტილებას სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში გამოაცხადებს.
სამი ქვეყნის მიერ საჰაერო სივრცის დახურვის გამო ლავროვი სერბეთში ვერ ჩაფრინდა
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა სერბეთში ვიზიტი ვერ განახორციელა მას შემდეგ, რაც მეზობელმა ქვეყნებმა მისი სამთავრობო თვითმფრინავისთვის საჰაერო სივრცე დახურეს. ინფორმაცია მედიამ თავდპირველად წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა. მოგვიანებით, ეს ცნობა თავად რუსულმა მხარემაც დაადასტურა. სერბეთი, რომელიც რუსეთთან მჭიდრო კავშირებს ინარჩუნებს,დასავლეთის სანქციებს არ შეუერთდა. ბალკანეთის სამმა ქვეყანამ ლავროვის თვითმფრინავისთვის საჰაერო სივრცე დახურა - მედია გასულ თვეს, პუტინი და მისი სერბი კოლეგა ალექსანდრ ვუჩიჩი შეთანხმდნენ, რომ რუსეთი სერბეთისთვის გაზის მიწოდებას გააგრძელებს, ხოლო ევროკავშირის სხვა ქვეყნებში მიწოდება შეწყდა მას შემდეგ, რაც მათ გაზის რუბლებში გადახდაზე უარი თქვეს, როგორც ამას რუსეთი ითხოვდა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
საჰაერო სივრცის დაცულობა ქვეყნის უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია, დაწყებულია მუშაობა საჰაერო თვალთვალის გაერთიანებული ცენტრის შექმნისა და აღჭურვის კუთხით - თავდაცვის მინისტრი
თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების ფარგლებში, ერთ-ერთ პრიორიტეტს საჰაერო თავდაცვისა და საავიაციო შესაძლებლობების განვითარება წარმოადგენს. ჯუანშერ ბურჭულაძემ საკანონმდებლო ორგანოში „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას, საჰაერო თავდაცვის საშუალებების გაძლიერების კუთხით, თავდაცვის უწყების მიერ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯები გაიხსენა. თავდაცვის მინისტრმა საჰაერო თავდაცვის კომპონენტის გაძლიერება სამომავლოდაც ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად დაასახელა და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს მომავალ გეგმებზე ინფორმაცია მიაწოდა: „საომარი ვითარების დროს საჰაერო სივრცეში მოწინააღმდეგის დომინირების შეზღუდვა უმნიშვნელოვანესია თავდაცვითი ამოცანების წარმატებით შესასრულებლად. ამიტომ, აუცილებელია შესაბამის პროფესიონალებთან ერთად ადეკვატური ტექნიკის არსებობაც. 2020 წლიდან ისრაელის უმსხვილესი სამხედრო ინდუსტრიის, „რაფაელის“ წარმომადგენლებთან ხელმოწერილი შეთანხმების საფუძველზე, დავიწყეთ „რაფაელის“ წარმოებული ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების განახლება და მოდერნიზაცია, რომელიც მიმდინარე წელს დასრულდება. ასევე, უკვე დასრულდა ფრანგული კონტრაქტის მეორე ეტაპისათვის გათვალისწინებული საშუალებების მიღებაც და ამჟამად მიმდინარეობს პირადი შემადგენლობის მომზადება სისტემის შემდგომი ექსპლუატაციისათვის. დაწყებულია მუშაობა საჰაერო თვალთვალის გაერთიანებული ცენტრის შექმნისა და აღჭურვის კუთხით. აღნიშნული ცენტრი მოახდენს საქართველოს თავდაცვის ძალების არსებული საჰაერო თვალთვალისა და გაცილების სისტემების, ისევე როგორც კინეტიკური საცეცხლე საშუალებების ინტეგრირებასა და მართვას“, - აღნიშნა მინისტრმა. თავდაცვის მინისტრის ინფორმაციით, ავიაციის აღდგენა-მოდერნიზება რომელიც აქტიურად მიმდინარეობს, მომავალშიც გაგრძელდება. თავდაცვის ძალების გრძელვადიანი განვითარების გეგმის მიხედვით, დაგეგმილია არსებული რადიოლოკაციური სისტემების აღდგენა და საშუალო და შორი რადიუსის მქონე საზენიტო-სარაკეტო საშუალებების შეძენა: „მიმდინარეობს მუშაობა გადასატანი ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების (სტინგერის და მსგავსი ტიპის) შეძენის კუთხით, როგორც საკუთარი სახსრებით, ისე პარტნიორების დახმარებით“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ საჰაერო თავდაცვის საშუალებების გაძლიერების მიმართულებაზე საუბრისას.
თურქეთმა თავის საჰაერო სივრცეში, ორმაგი რეგისტრაციის მქონე რუსული თვითმფრინავების ფრენა აკრძალა
პირველი ნოემბრიდან, თურქეთის ხელისუფლებამ ორ იურისდიქციაში რეგისტრირებულ თვითმფრინავებს, ქვეყნის საჰაერო სივრცეში ფრენა აუკრძალა. ამის შესახებ რუსული მედია წერს. ამ აკრძალვას ექვემდებარება ბერმუდის კუნძულებზე რეგისტრირებული ზოგიერთი რუსული თვითმფრინავი. რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრო ირწმუნება, რომ ბერმუდის საავიაციო რეესტრი რუსული თვითმფრინავების რეგისტრაციიდან მოხსნას აჭუანურებს. მარტში, უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან მალევე, ბერმუდის ხელისუფლებამ გააუქმა ამ თვითმფრინავების საზაფხულო სერტიფიკატების მოქმედებს ვადა. ავიაპარკის შესანარჩუნებლად რუსეთის ხელისუფლებამ 500 თვითმფრინავზე მეტი გადაიყვანა რუსეთის იურისდიქციაში. შესაბამისად, სექტემბრის შუა რიცხვებიდან 560 საჰაერო ლაინერი ერთდროულად ირიცხებოდა როგორც რუსეთის, ისე ბერმუდის რეესტრში. თურქეთის გარშემო ფრენის აუცილებლობის გამო, რუსეთიდან, მაგალითად, ეგვიპტეში ფრენების ხანგრძლივობა 20-30 წუთით გაიზარდა. რუსეთის დეპარტამენტი პრობლემის განხილვას თურქულ მხარესთან უახლოეს მომავალში გეგმავს.
საბერძნეთი ბელორუსის თვითმფრინავებისთვის საჰაერო სივრცეს ხურავს
საბერძნეთმა, ბელორუსის თვითმფრინავებისთვის საჰაერო სივრცის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. ამავე დროს, ათენმა აკრძალა ფრენები ბელორუსში. საბერძნეთის სამოქალაქო ავიაციის სამსახურმა შესაბამისი ბრძანება გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ საბარძნეთის თვითმფრინავებმა „არ უნდა იფრინონ მინსკის (ბელორუსი) მიმართულებით გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ამ საჰაერო სივრცის გამოყენება უსაფრთხო ოპერირების უზრუნველსაყოფად საჭიროდ ჩაითვლება. დეპარტამენტმა ასევე აღნიშნა, ბელორუსის ავიაკომპანიების თვითმფრინავებს „ეკრძალებათ საბერძნეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე დაშვება, მისგან აფრენა ან გადაფრენა“. გამონაკლისი დაიშვება გადაუდებელი, ჰუმანიტარული და სამედიცინო თვითმფრინავების ფრენებზე. ამ გადაწყვეტილების შესახებ სხვა დამატებითი ინფორმაცია არ ვრცელდება.
მოლდოვამ საჰაერო სივრცე გახსნა
მოლდოვამ საჰაერო სივრცე ისევ გახსნა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. მოლდოვის სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ საჰაერო სივრცის დახურვის მიზეზად სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების უზრუნველყოფა დაასახელა. მოლდოვამ საჰაერო სივრცე დახურა - Reuters მისივე თანახმად, დამატებით დეტალებზე განცხადება მოგვიანებით გაკეთდება.