პირველი ნოემბრიდან, თურქეთის ხელისუფლებამ ორ იურისდიქციაში რეგისტრირებულ თვითმფრინავებს, ქვეყნის საჰაერო სივრცეში ფრენა აუკრძალა. ამის შესახებ რუსული მედია წერს.
ამ აკრძალვას ექვემდებარება ბერმუდის კუნძულებზე რეგისტრირებული ზოგიერთი რუსული თვითმფრინავი.
რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრო ირწმუნება, რომ ბერმუდის საავიაციო რეესტრი რუსული თვითმფრინავების რეგისტრაციიდან მოხსნას აჭუანურებს.
მარტში, უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან მალევე, ბერმუდის ხელისუფლებამ გააუქმა ამ თვითმფრინავების საზაფხულო სერტიფიკატების მოქმედებს ვადა. ავიაპარკის შესანარჩუნებლად რუსეთის ხელისუფლებამ 500 თვითმფრინავზე მეტი გადაიყვანა რუსეთის იურისდიქციაში. შესაბამისად, სექტემბრის შუა რიცხვებიდან 560 საჰაერო ლაინერი ერთდროულად ირიცხებოდა როგორც რუსეთის, ისე ბერმუდის რეესტრში.
თურქეთის გარშემო ფრენის აუცილებლობის გამო, რუსეთიდან, მაგალითად, ეგვიპტეში ფრენების ხანგრძლივობა 20-30 წუთით გაიზარდა.
რუსეთის დეპარტამენტი პრობლემის განხილვას თურქულ მხარესთან უახლოეს მომავალში გეგმავს.