საბერძნეთმა, ბელორუსის თვითმფრინავებისთვის საჰაერო სივრცის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. ამავე დროს, ათენმა აკრძალა ფრენები ბელორუსში.
საბერძნეთის სამოქალაქო ავიაციის სამსახურმა შესაბამისი ბრძანება გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ საბარძნეთის თვითმფრინავებმა „არ უნდა იფრინონ მინსკის (ბელორუსი) მიმართულებით გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ამ საჰაერო სივრცის გამოყენება უსაფრთხო ოპერირების უზრუნველსაყოფად საჭიროდ ჩაითვლება.
დეპარტამენტმა ასევე აღნიშნა, ბელორუსის ავიაკომპანიების თვითმფრინავებს „ეკრძალებათ საბერძნეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე დაშვება, მისგან აფრენა ან გადაფრენა“. გამონაკლისი დაიშვება გადაუდებელი, ჰუმანიტარული და სამედიცინო თვითმფრინავების ფრენებზე.
ამ გადაწყვეტილების შესახებ სხვა დამატებითი ინფორმაცია არ ვრცელდება.