თეგი: ტაშკენტი
თბილისსა და ტაშკენტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
უზბეკეთში ვიზიტით მყოფმა თბილისის მერმა, კახა კალაძემ და ტაშკენტის მერმა, ჯახონგირ არტიკხოჯაევმა დედაქალაქებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. მერების შეხვედრა ტაშკენტში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. მხარეებმა საქართველო-უზბეკეთის ურთიერთობები განიხილეს და დედაქალაქებს შორის თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს. „შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორი ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების გააქტიურებას, რის დასტურიცაა საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ოფიციალური დელეგაციის ვიზიტი უზბეკეთში. გამოითქვა იმედი, რომ მსგავსი მაღალი დონის ვიზიტები ხელს შეუწყობს ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას“, - აღნიშნულია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. კახა კალაძის თქმით, თბილისი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ტაშკენტთან თანამშრომლობის განვითარებას, განსაკუთრებით ტურიზმის სფეროში. მანვე ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ტაშკენტის ერთ-ერთი ცენტრალური ქუჩა შოთა რუსთაველის სახელს ატარებს, სადაც ასევე, შოთა რუსთაველის ძეგლი მდებარეობს. მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს შესაძლებლობებზე, რომელთაც თბილისსა და ტაშკენტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება იძლევა. შეხვედრის დასრულების შემდეგ მერებმა ხელი მოაწერეს თბილისსა და ტაშკენტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმს. „გვქონდა შესაძლებლობა, რომ ტაშკენტის მერთან ერთად, ხელი მოგვეწერა ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმისთვის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. აღნიშნული მემორანდუმის ფარგლებში, გვექნება შესაძლებლობა, სხვადასხვა მიმართულებით ვითანამშრომლოთ, რაც ძალიან დიდი შესაძლებლობაა, თბილისსა და ტაშკენტს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო გავაღრმაოთ, კიდევ უფრო საინტერესო და მეგობრული გავხადოთ. მისასალმებელია ისიც, რომ უკვე პირდაპირი ფრენებია დანიშნული - კვირაში ორჯერ არის შესაძლებელი, როგორც თბილისში, ასევე, ტაშკენტში ჩამოსვლა, რაც ხელს შეუწყობს ტურისტული მიმართულების განვითარებას. ვიზიტის ფარგლებში, ასევე, გვქონდა შესაძლებლობა, გაგვეხსნა შოთა რუსთაველის რეაბილიტირებული ძეგლი და მიმდებარე ტერიტორია, რომელიც ძალიან ლამაზია. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო უზბეკეთში საქართველოს ელჩს, ზურაბ აბდუშელიშვილს ამ ყველაფრისთვის. ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი იყო და დიდი მადლობა უზბეკეთის წარმომადგენლობას მასპინძლობისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ. გარდა ამისა, ტაშკენტისა და თბილისის მერებმა ტაშკენტის მერიის სიტუაციური ცენტრი დაათვალიერეს. „დღეს ტაშკენტში ვმასპინძლობთ საქართველოს დელეგაციას, რომელსაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს. მეგობრული ურთიერთობა უზბეკეთსა და საქართველოს შორის ძალიან ახლოსაა. ჩვენი ერთობლივი ღონისძიება, რომელიც ტაშკენტსა და თბილისს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებას გულისხმობს, იმის დამადასტურებელია, რომ ქალაქებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას განვაგრძობთ, რომელიც თავის მხრივ, ეკონომიკის, პოლიტიკისა და ჰუმანიტარული სფეროების განვითარებას მოიცავს. მოხარული ვარ, რომ ქართველი მეგობრები ჩვენთან ასე ახლოს არიან ტრადიციების, კულტურისა და ეკონომიკის განვითარების მიმართულებით. ჩვენ ეკონომიკურ ურთიერთობას ახლო მომავალში კიდევ უფრო გავაღრმავებთ“, - განაცხადა ტაშკენტის მერმა. თბილისსა და ტაშკენტს შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმი ითვალისწინებს აქტიურ თანამშრომლობას სხვადასხვა სფეროში - ეკონომიკის, ვაჭრობის, განათლების, მეცნიერების, ტრანსპორტის, გარემოს დაცვის, კულტურის, სპორტისა და ტურიზმის მიმართულებებით.
კახა კალაძე: ტაშკენტში შოთა რუსთაველის ძეგლი ადგილობრივი მთავრობის, ჩვენი ელჩის უზბეკეთის რესპუბლიკაში ზურაბ აბდუშელიშვილის, მისი ოჯახის თანადგომითა და ხელშეწყობით გაიხსნა
თბილისის მერი კახა კალაძე ტაშკენტში შოთა რუსთაველის რეაბლიტირებული ძეგლის გახსნის მნიშვნელობაზე საუბრობს და უზბეკეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩს, ზურაბ აბდუშელიშვილს თანადგომისა და მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის. თბილისსა და ტაშკენტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა „გვქონდა შესაძლებლობა, რომ ტაშკენტის მერთან ერთად, ხელი მოგვეწერა ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმისთვის. აღნიშნული მემორანდუმის ფარგლებში, გვექნება შესაძლებლობა, სხვადასხვა მიმართულებით ვითანამშრომლოთ, რაც ძალიან დიდი შესაძლებლობაა, თბილისსა და ტაშკენტს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო გავაღრმაოთ, კიდევ უფრო საინტერესო და მეგობრული გავხადოთ და რა თქმა უნდა, ჩვენ ამისთვის მზად ვართ. ამ ვიზიტის ფარგლებში, ასევე, გვქონდა შესაძლებლობა, გაგვეხსნა შოთა რუსთაველის რეაბილიტირებული ძეგლი და მიმდებარე ტერიტორია, რომელიც ძალიან ლამაზია. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ადგილობრივ ხელისუფლებას მხარდაჭერისთვის და ამ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებისთვის. ასევე, ამ ყველაფერში ჩართული იყო ჩვენი ელჩი უზბეკეთის რესპუბლიკაში ზურაბ აბდუშელიშვილი და მისი ოჯახის მხარდაჭერითაც ძალიან ბევრი გაკეთდა, რომ ეს სივრცე მოწესრიგებული ყოფილიყო. უშუალოდ, ფინანსური დახმარებით, პროექტში მიიღეს მონაწილება, რაც რა თქმა უნდა, ძალიან კარგია და მინდა ამისთვის მადლობა გადავუხადო“, - განაცხადა კახა კალაძემ.
სერგეი ლავროვი ტაშკენტში ჩავიდა
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში ჩავიდა. ინფორმაციას უზბეკეთის მედია რუსეთის საელჩოზე დაყრდნობით ავრცელებს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მოკავშირეებს აფრიკაში ეძებს - BBC რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს აეროპორტში უზბეკეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ვლადიმირ ნოროვი დახვდა. ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში იგეგმება უზბეკეთის ხელისუფლებასთან მოლაპარაკებები და ორმხრივი შეხვედრები. სერგეი ლავროვის ვიზიტი ტაშკენტში 29 ივლისს დასრულდება. მანამდე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აფრიკის ქვეყნებში იმყოფებოდა, ხოლო აფრიკის ტურნემდე, თეირანში ირანის პრეზიდენტს შეხვდა.
გურამ თუშიშვილმა ტაშკენტში, მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
ტაშკენტში, მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველმა ძიუდოისტმა, გურამ თუშიშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ქართველმა სპორტსმენმა ტემურ რახიმოვი ვაზარით დაამარცხა. ჯამში საქართველოს ნაკრებმა 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე 4 მედალი მოიპოვა, 81 კგ წონით კატეგორიაში ოქროს მედლის მფლობელი ტატო გრიგალაშვილი გახდა, -90 კგ წონით კატეგორიაში კი ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლეს ლაშა ბექაურმა და ლუკა მაისურაძემ.
ტაშკენტში, აეროპორტთან ძლიერი აფეთქება მოხდა
უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში, ისლამ კარიმოვის სახელობის საერთაშორისო აეროპორტთან ძლიერი აფეთქება მოხდა. უზბეკური მედიის Daryo-ს მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტის მიხედვით, 16 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა გაიგზავნა ქალაქ სერგელის რაიონში, აეროპორტის მახლობლად მდებარე ერთ-ერთ საწყობში ხანძრის ჩასაქრობად. თვითმხილველები ამბობენ, რომ აფეთქების ტალღა იმდენად ძლიერი იყო, რომ მიმდებარე სახლების მინები ჩამსხვრეულია."ტელეგრამ" არხ Mash-ის ცნობით, კომპანია Inter Logistics-ის საწყობში ელექტრომობილების ბატარეები აფეთქდა და საწყობი დარტყმის ტალღამ გაანადგურა. უზბეკეთის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, აფეთქებისა და ხანძრის შედეგად დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაშავებულთა ზუსტი რაოდენობა უცნობია.
ტრანსკასპიური სავაჭრო მარშრუტის გაფართოება - აშშ-ის მხარდაჭერით, მარშრუტის განვითარებით დაინტერესებული მხარეები ტაშკენტში შეიკრიბნენ
ცენტრალური აზიის ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ოფიციალურ პირები 25-26 იანვარს, ტაშკენტში ტრანსკასპიური სავაჭრო გზის (TCTR) გაფართოების შესახებ მესამე დისკუსიაში მონაწილეობდნენ. ღონისძიება აშშ-ის კომერციის დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP) და ცენტრალურ აზიაში USAID-ის სავაჭრო პროგრამის მიერ იყო ორგანიზებული. შეხვედრაზე მთავარი ყურადღება დაეთმო პროგრამის CLDP მიერ წარმოდგენილი „ერთობლივი სამოქმედო გეგმის“ (Joint Action Plan) პროექტის განხილვას. გეგმის თანახმად გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება გაციფრების პროცესს საავტომობილო სატვირთო გადაზიდვების ოპტიმიზაციისთვის, აგრეთვე სარკინიგზო გადაზიდვების, საპორტო ოპერაციების და საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას. სამუშაო ჯგუფებმა გარკვეული ცვლილებები შეიტანეს „ერთობლივი სამოქმედო გეგმის“ პროექტში, გაითვალისწინეს რა ფასეული წინადადებები და გამოხმიანებები. კონფერენციაზე შეიკრიბნენ ძირითადი დაინტერესებული მხარეები ყაზახეთიდან, ყირგიზეთიდან, ტაჯიკეთიდან, უზბეკეთიდან, თურქმენეთიდან და საქართველოდან. გარდა ამისა, შეხვედრაში მონაწილეობდნენ საგზაო ტრანსპორტის საერთაშორისო კავშირის (IRU), TRACECA-ს, UNECE-ს, GIZ-ს, მსოფლიო ბანკის, EBRD-სა და ADB-ის წარმომადგენლები. CLDP-ის ეს ინიციატივა ემთხვევა C5+1 დიპლომატიური პლატფორმის მიზნებს, გააძლიეროს რეგიონული ეკონომიკური ურთიერთდაკავშირება და დაძლიოს გამოწვევები, რომლებიც ხელს უშლის რეგიონულ თანამშრომლობასა და მდგრადობას. TCTR მოიცავს მულტიმოდალურ მარშრუტებს (საგზაო, სარკინიგზო და საზღვაო), რომელიც აკავშირებს ცენტრალური აზიის ქვეყნებს აზერბაიჯანთან და საქართველოსთან კასპიისა და შავი ზღვების გავლით და საბოლოოდ აღწევს ევროპის ბაზრებზე. ეს დერეფანი მიზნად ისახავს ამ ქვეყნებს შორის ვაჭრობისა და ტვირთების გადაზიდვის, მათ შორის, ტრანზიტის გაზრდის ხელშეწყობას, ხოლო ცენტრალური აზიის ქვეყნებს ევროპულ ბაზრებზე გაუმჯობესებულ წვდომას შესთავაზებს. TCTR-ს ინიციატივაში ჩართულია 6 ქვეყანა ყაზახეთი, ყირგიზეთის რესპუბლიკა, ტაჯიკეთი, თურქმენეთი, უზბეკეთი, აზერბაიჯანი, საქართველო. 30 იანვარს, ევროკავშირი-ცენტრალური აზიის სატრანსპორტო კავშირის ინვესტორთა ორდღიანი ფორუმის განმავლობაში, ევროკავშირმა, ცენტრალური აზიის ქვეყნებმა (ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი და უზბეკეთი) და სხვა შეკრებილმა პარტნიორებმა მთელი მსოფლიოდან, მარშრუტის განვითარებისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგეს. ევროპისა და ცენტრალური აზიის დამაკავშირებელი ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის განვითარებისთვის ევროპული და საერთაშორისო ფონდებიდან ათი მილიარდი ევრო გამოიყოფა.