ცენტრალური აზიის ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ოფიციალურ პირები 25-26 იანვარს, ტაშკენტში ტრანსკასპიური სავაჭრო გზის (TCTR) გაფართოების შესახებ მესამე დისკუსიაში მონაწილეობდნენ. ღონისძიება აშშ-ის კომერციის დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP) და ცენტრალურ აზიაში USAID-ის სავაჭრო პროგრამის მიერ იყო ორგანიზებული.
შეხვედრაზე მთავარი ყურადღება დაეთმო პროგრამის CLDP მიერ წარმოდგენილი „ერთობლივი სამოქმედო გეგმის“ (Joint Action Plan) პროექტის განხილვას. გეგმის თანახმად გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება გაციფრების პროცესს საავტომობილო სატვირთო გადაზიდვების ოპტიმიზაციისთვის, აგრეთვე სარკინიგზო გადაზიდვების, საპორტო ოპერაციების და საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას. სამუშაო ჯგუფებმა გარკვეული ცვლილებები შეიტანეს „ერთობლივი სამოქმედო გეგმის“ პროექტში, გაითვალისწინეს რა ფასეული წინადადებები და გამოხმიანებები.
კონფერენციაზე შეიკრიბნენ ძირითადი დაინტერესებული მხარეები ყაზახეთიდან, ყირგიზეთიდან, ტაჯიკეთიდან, უზბეკეთიდან, თურქმენეთიდან და საქართველოდან. გარდა ამისა, შეხვედრაში მონაწილეობდნენ საგზაო ტრანსპორტის საერთაშორისო კავშირის (IRU), TRACECA-ს, UNECE-ს, GIZ-ს, მსოფლიო ბანკის, EBRD-სა და ADB-ის წარმომადგენლები.
CLDP-ის ეს ინიციატივა ემთხვევა C5+1 დიპლომატიური პლატფორმის მიზნებს, გააძლიეროს რეგიონული ეკონომიკური ურთიერთდაკავშირება და დაძლიოს გამოწვევები, რომლებიც ხელს უშლის რეგიონულ თანამშრომლობასა და მდგრადობას. TCTR მოიცავს მულტიმოდალურ მარშრუტებს (საგზაო, სარკინიგზო და საზღვაო), რომელიც აკავშირებს ცენტრალური აზიის ქვეყნებს აზერბაიჯანთან და საქართველოსთან კასპიისა და შავი ზღვების გავლით და საბოლოოდ აღწევს ევროპის ბაზრებზე. ეს დერეფანი მიზნად ისახავს ამ ქვეყნებს შორის ვაჭრობისა და ტვირთების გადაზიდვის, მათ შორის, ტრანზიტის გაზრდის ხელშეწყობას, ხოლო ცენტრალური აზიის ქვეყნებს ევროპულ ბაზრებზე გაუმჯობესებულ წვდომას შესთავაზებს.
TCTR-ს ინიციატივაში ჩართულია 6 ქვეყანა ყაზახეთი, ყირგიზეთის რესპუბლიკა, ტაჯიკეთი, თურქმენეთი, უზბეკეთი, აზერბაიჯანი, საქართველო. 30 იანვარს, ევროკავშირი-ცენტრალური აზიის სატრანსპორტო კავშირის ინვესტორთა ორდღიანი ფორუმის განმავლობაში, ევროკავშირმა, ცენტრალური აზიის ქვეყნებმა (ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი და უზბეკეთი) და სხვა შეკრებილმა პარტნიორებმა მთელი მსოფლიოდან, მარშრუტის განვითარებისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგეს. ევროპისა და ცენტრალური აზიის დამაკავშირებელი ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის განვითარებისთვის ევროპული და საერთაშორისო ფონდებიდან ათი მილიარდი ევრო გამოიყოფა.