თეგი: ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია: თებერვალში, უცხოელ ვიზიტორთა რაოდენობა 274.8 პროცენტით გაიზარდა
2022 წლის თებერვალში საქართველოში 151 870 საერთაშორისო ვიზიტი განხორციელდა, რაც წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 274.8 პროცენტით მეტია, – ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ანგარიშშია ნათქვამი. ანგარიშის მიხედვით, სახმელეთო გზით საერთაშორისო ვიზიტორების მიერ საქართველოში 78 571 ვიზიტი განხორციელდა, საჰაერო გზით – 72 326, საზღვაო გზით – 414 და სარკინიგზო გზით – 559. კონკრეტული ქვეყნების მონაცემები კი ასეთია: თურქეთი – 29 606 ვიზიტორი, რუსეთი – 20 876 ვიზიტორი, სომხეთი – 17 366 ვიზიტორი, საქართველო (არარეზიდენტი) – 15 856 ვიზიტორი, ისრაელი – 8 779 ვიზიტორი, უკრაინა – 8 601 ვიზიტორი, აზერბაიჯანი – 7 562 ვიზიტორი, ყაზახეთი – 4 121 ვიზიტორი, ბელარუსი – 3 446 ვიზიტორი, ირანი – 3 272 ვიზიტორი, საუდის არაბეთი – 2 728 ვიზიტორი, უზბეკეთი – 2 723 ვიზიტორი, პოლონეთი – 2 080 ვიზიტორი, ინდოეთი – 2 017 ვიზიტორი, ფილიპინები – 1 716 ვიზიტორი.
წინა წელთან შედარებით, მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები გაზრდილია
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მარტის თვის შემოსავლების სტატისტიკად ავრცელებს. მათივე ცნობით, 2022 წლის მარტში მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა 174,466,980 აშშ. დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის მაჩვენებლის 71.3% აღდგენაა. "2021 წლის მარტის თვესთან შედარებით, მოგზაურობიდან შემოსავლები გაზრდილია 144,924,836 (+490.6%) აშშ დოლარით. იანვარ-მარტში, მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა 393,708,363 აშშ. დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის მაჩვენებლის 68.1% აღდგენაა. 2021 წლის იანვარ-მარტთან შედარებით, მოგზაურობიდან შემოსავლები გაზრდილია 340,157,176 (+635.2%) აშშ დოლარით", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ივნისის თვის სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ივნისის თვის სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს. მიმდინარე წლის ივნისში საქართველოში 445,894 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი განხორციელდა, ზრდა 2021 წლის ივნისის თვესთან შედარებით + 185.5% -ს შეადგენს, საერთაშორისო მოგზაურების აღდგენის კოეფიციენტი 2019 წლის მონაცემებთან შედარებით 51% პროცენტს შეადგენს. "ივნისში საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 302,602 შეადგინა, რაც + 126.7%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ხოლო 2019 წლის ივნისის თვის მონაცემებთან შედარებით ტურისტული ვიზიტები 64.1 %-ით არის აღდგენილი. 2022 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში 1,625,928 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, ზრდა 2021 წლის 6 თვის მონაცემებთან შედარებით +234.5% - ია, ხოლო 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით აღდგენამ 42.1% შეადგინა.2022 წლის 6 თვეში საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 1,209,272 შეადგინა, რაც + 186.3%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ხოლო 2019 წლის მონაცემებთან შედარებით ტურისტული ვიზიტები 56.8%-ით არის აღდგენილი", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ივლისის თვეში საქართველოში 718,401 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი განხორციელდა
"მიმდინარე წლის ივლისში საქართველოში 718,401 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი განხორციელდა, რაც 2021 წლის ივლისის თვესთან შედარებით + 177% -იან ზრდას წარმოადგენს, საერთაშორისო მოგზაურების აღდგენის კოეფიციენტი კი 2019 წლის მონაცემებთან შედარებით 65,3 პროცენტს შეადგენს", - ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს. "ივლისში საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 459,711 შეადგინა, რაც + +115%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ხოლო 2019 წლის ივლისის თვის მონაცემებთან შედარებით ტურისტული ვიზიტები 80.6% %-ით არის აღდგენილი. 2022 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში 2,344,329 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი განხორციელდა, ზრდა 2021 წლის 7 თვის მონაცემებთან შედარებით +214% - ია, ხოლო 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით აღდგენამ 47.2% შეადგინა. 2022 წლის 7 თვეში საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 1,668,983 შეადგინა, რაც +162%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ხოლო 2019 წლის მონაცემებთან შედარებით ტურისტული ვიზიტები 61.9% -ით არის აღდგენილი", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
2022 წლის სექტემბერში, საქართველოში 636,235 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა
2022 წლის სექტემბერში, საქართველოში 636,235 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, - ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, საქართველოში ტურისტების ზრდა 2021 წლის სექტემბერთან შედარებით +157.5%-ია. „2022 წლის იანვარი-სექტემბრის პერიოდში 3,892,605 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ზრდა +199.1%-ს შეადგენს. 2019 წლის 9 თვის მონაცემებთან შედარებით კი საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტების აღდგენის მაჩვენებელი 53.8%-ია. 2022 წლის იანვარ-სექტემბრის პერიოდში 3 892 605 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა. 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ზრდა +199.1 პროცენტს შეადგენს. 2019 წლის ცხრა თვის მონაცემებთან შედარებით კი საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტების აღდგენის მაჩვენებელი 53.8 პროცენტია. 2022 წლის 9 თვეში საქართველოში 2,704,133 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა, 2021 წლის იანვარი-სექტემბრის პერიოდთან შედარებით ზრდა +147.5%-ია. 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების აღდგენის მაჩვენებელი 67.8%-ს შეადგენს", - ნათქვამია ინფორმაციაში.
2022 წელს ტურიზმიდან საქართველომ 3.5 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო - ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია
2022 წელს მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა 2019 წლის მაჩვენებელს გადააჭარბა და რეკორდული მაჩვენებელი, 3 516 634 479 აშშ დოლარი დაფიქსირდა, რაც 2019 წლის მაჩვენებლის 107.6%-იანი აღდგენაა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს. „2022 წლის დეკემბრის თვეში მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა 2019 წლის მაჩვენებელს გადააჭარბა და 363,306,614 აშშ. დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის ანალოგიური მაჩვენებლის 167.2% აღდგენაა, 2021 წლის დეკემბრის თვესთან შედარებით კი მოგზაურობიდან შემოსავლები +237,255,596 (+188.2%) აშშ დოლარითაა გაზრდილი. რაც შეეხება ტურიზმის აღდგენის დინამიკას - საქართველოში 2022 წელს 5.4 მილიონი საერთაშორისო მოგზაური ჩამოვიდა. 2022 წელს 2019 წელთან შედარებით საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების 71.9%, ხოლო საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტების 58 % აღდგა. გასულ წელს საქართველოს ჯამში 5,426,903 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 2021 წელთან შედარებით +188.5%-ით მეტია. 2022 წელს ქვეყანაში 3,652,949 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა, რაც 2021 წლის ანალოგიურ პერიოდს +131.6%-ით აღემატება. ტურიზმის აღდგენის დინამიკით გამოირჩეოდა 2022 წლის დეკემბერი. ამ პერიოდში საქართველოში 564,656 საერთაშორისოს მოგზაური ეწვია, რაც 2019 წლის მონაცემის 84.6% აღდგენაა, 2021 წელთან შედარებით კი ზრდა +216.9%-ია. 2022 წლის დეკემბერში ქვეყანაში 304,616 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი განხორციელდა, რაც 2019 წლის მონაცემის 97.6% აღდგენაა, 2021 წელთან შედარებით კი ზრდა +110.7%-ია”, - ნათქვამია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციაში.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია: საქართველოს საფეხმავლო ბილიკების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომი ქართულ მობილურ აპლიკაციებში იქნება
საერთაშორისო სათავგადასავლო პლატფორმა Wikiloc-ის შემდეგ, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონიშნული საფეხმავლო ბილიკები, უკვე ხელმისაწვდომია ქართულ მობილურ აპლიკაციაზე „Biliki ბილიკი“. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცის ცნობით, ამ ეტაპზე აპლიკაციაში ბილიკების ნაწილია ჩატვირთული და ეტაპობრივად განახლდება. „აპლიკაცია მოგზაურებს საქართველოს საფეხმავლო ბილიკების შესახებ ინფორმაციას აწვდის: ბილიკის GPS ტრეკს,რუკას, აღწერას და ფოტო სურათებს, რომელიც დაეხმარება მოლაშქრეებს დაგეგმონ, აირჩიონ და მიიღონ მაქსიმალური ინფორმაცია მოცემული საფეხმავლო ბილიკების შესახებ. ბილიკების გამოყენება ოფლაინ რეჟიმშიცაა შესაძლებელია, iOS-ის მომხმარებლებისთვის ბმულიდან, ხოლო ანდროიდის მომხმარებლებისთვის ბმულზე“, – აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.
BILD-მა საქართველო 2023 წლის ხუთ ტურისტულ მიმართულებას შორის დაასახელა
პოპულარული გერმანული გამოცემა BILD-ი მკითხველს საქართველოში მოგზაურობას ურჩევს. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს. გამოცემა გაზაფხულსა და ზაფხულში საინტერესო სამოგზაურო ტურისტულ მიმართულებებს აქვეყნებს. სტატიის ავტორის მტკიცებით, გერმანელი ტურისტებისთვის განსაკუთრებით მიმზიდველია ესპანეთის, კაბო-ვერდეს, ხორვატიის, ალბანეთისა და საქართველოს კურორტები. „საქართველოს ტერიტორია ბავარიის ხელაა, მოსახლეობა კი – ბერლინის. საქართველოს უნდა ეწვიოთ, არა მხოლოდ იმიტომ, რომ ის წელს ITB-ის ტურისტული გამოფენის მასპინძელი იყო. მიუნხენიდან და დიუსელდორფიდან თბილისამდე ოთხი საათია საფრენი. პირდაპირი ავიარეისები სრულდება ბერლინიდან, მემინგენიდან და დორტმუნდიდან ქუთაისის მიმართულებით“, – წერს BILD-ი საქართველოს შესახებ. სტატიის ავტორი მკითხველს ინფორმაციას აწვდის ქართული სასტუმროების შესახებ. BILD-ის გვერდებს სოციალურ ქსელებში: Twitter, Facebook, Instagram, ჯამში, 5.5 მილიონზე მეტი მიმდევარი ჰყავს.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია იანვარი-მარტის თვის საერთაშორისო მოგზაურთა სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს
2023 წლის პირველ კვარტალში საქართველოში 1 208 462 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, რაც პანდემიამდე პერიოდის მონაცემების 74.7%-ით აღდგენაა, ხოლო 2022 წლის იანვარი-მარტის პერიოდთან შედარებით ზრდა +109.6%-ს შეადგენს, - ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია იანვარი-მარტის თვის საერთაშორისო მოგზაურთა სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს. „განსაკუთრებული ზრდა ფიქსირდება საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების ნაწილში. 2023 წლის პირველ კვარტალში საქართველოში 845,332 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი განხორციელდა, რაც 2019 წლის მონაცემის 95.8%-ით აღდგენაა, 2022 წელთან შედარებით კი ზრდა +83.8%-ს შეადგენს. საერთაშორისო მოგზაურებისა და საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობა გამოითვლება მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის რეკომენდაციით შემუშავებული მეთოდოლოგიის მიხედვით და მოიცავს უკვე განხორციელებულ და დასრულებულ ვიზიტებს“,-აღნიშნულია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ტურიზმის ადმინისტრაცია: 9 თვეში ტურიზმიდან შემოსავალი $3,3 მილიარდი იყო
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, 2023 წლის I-III კვარტალში მოგზაურობიდან (ტურიზმიდან) მიღებულმა შემოსავალმა 2019 წლის მაჩვენებელს გადააჭარბა და რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა - 3,251,651,900 აშშ. დოლარი, რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდს +25.9%-ით აღემატება (+668,812,328 აშშ დოლარი). როგორც ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში აღნიშნავენ, 2022 წელთან შედარებით, მოგზაურობიდან შემოსავლები გაზრდილია +734,468,385 (+29.2%) აშშ დოლარით. „2023 წლის III კვარტალში მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა გადააჭარბა 2019 წლის მაჩვენებელს და 1,447,121,966 აშშ. დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით +28.4% ზრდაა, 2022 წლის მესამე კვარტალთან შედარებით კი, მოგზაურობიდან შემოსავლები გაზრდილია +72,468,664 (+5.3%) აშშ დოლარით,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია: საქართველომ ტურიზმიდან რეკორდული 4.1 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, 2023 წელს საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2019 წლის დონეს 26.2%-ით (856.7 მლნ აშშ დოლარით) გადააჭარბა, ხოლო 2022 წლის მონაცემებს კი +17.3%-ით (608.7 მლნ. აშშ. დოლარით). გავრცელებული ინფორმაციით, საქართველომ რეკორდული 4.1 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო. „მოგზაურობიდან შემოსავლებმა 2023 წლის მეოთხე კვარტალში 873,677,043 აშშ. დოლარი შეადგინა. 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით ზრდა - 27.4%. გასულ წელს შემოსავლების ზრდასთან ერთად მნიშვნელოვნად გაიზარდა მოგზაურთა ვიზიტები. 2023 წელს საქართველოში 7,072,220 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, რაც პანდემიამდე პერიოდის მონაცემების 75.6% აღდგენაა, 2022 წელთან შედარებით კი ზრდა +30.3%-ს შეადგენს. გასულ წელს, საქართველოში 4,669,467 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა, რაც 2019 წლის მონაცემის 91.9% აღდგენაა, 2022 წელთან შედარებით კი ზრდა +27.8%-ია. 2023 წლის ოქტომბერი-დეკემბრის პერიოდში საქართველოში 1,505,240 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, რაც პანდემიამდე პერიოდის მონაცემების 71% აღდგენაა. 2023 წლის IV კვარტალში 1,013,891 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა, რაც 2019 წლის მონაცემის 93% აღდგენაა,“ - წერს ადმინისტრაცია.