2022 წლის სექტემბერში, საქართველოში 636,235 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, - ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, საქართველოში ტურისტების ზრდა 2021 წლის სექტემბერთან შედარებით +157.5%-ია.
„2022 წლის იანვარი-სექტემბრის პერიოდში 3,892,605 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ზრდა +199.1%-ს შეადგენს. 2019 წლის 9 თვის მონაცემებთან შედარებით კი საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტების აღდგენის მაჩვენებელი 53.8%-ია.
2022 წლის იანვარ-სექტემბრის პერიოდში 3 892 605 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა. 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ზრდა +199.1 პროცენტს შეადგენს. 2019 წლის ცხრა თვის მონაცემებთან შედარებით კი საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტების აღდგენის მაჩვენებელი 53.8 პროცენტია.
2022 წლის 9 თვეში საქართველოში 2,704,133 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა, 2021 წლის იანვარი-სექტემბრის პერიოდთან შედარებით ზრდა +147.5%-ია. 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების აღდგენის მაჩვენებელი 67.8%-ს შეადგენს", - ნათქვამია ინფორმაციაში.