თეგი: უმდიდრესი ადამიანები
მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანებმა, ექვს თვეში 1,4 ტრილიონი დაკარგეს - Bloomberg
მსოფლიოს 500-მა უმდიდრესმა ადამიანმა, 2022 წლის 6 თვეში $1,4 ტრილიონი დოლარი დაკარგა. ამის შესახებ Bloomberg წერს. Tesla-ს მფლობელის, ილონ მასკის ქონება 6 თვეში $62 მილიარდით შემცირდა, ჯეფ ბეზოსის კი, დაახლოებით $63 მილიარდით. მარკ ცუკერბერგის - $64,4 მილარდით. წლის დასაწყისიდან, ყველაზე მეტი კაპიტალი Binance კრიპტოვალუტის ბირჟის დამფუძნებელმა, ჩანგპენგ ჟაომ დაკარგა. მისმა ზარალმა $85,6 მილიარდს გადააჭარბა „ეს არის მკვეთრი გადახვევა წინა ორი წლისგან, როდესაც სუპერმდიდრების ქონება განუხრელად იზრდებოდა. მთავრობებმა და ცენტრალურმა ბანკებმა შემოიღეს უპრეცედენტო სტიმულირების ზომები Covid-19 პანდემიის ფონზე, რაც ტექნიკური კომპანიებიდან კრიპტოვალუტამდე ყველაფრის ღირებულებას ზრდის. ამ მოვლენების მთავარი მიზეზია ცენტრალურ ბანკებში დისკონტის განაკვეთების სწრაფი ზრდა მაღალი ინფლაციის წინააღმდეგ საბრძოლველად, რაც გავლენას ახდენს მაღალი რისკის აქტივებზე, მათ შორის კომპანიის აქციებზე“, - წერს Bloomberg. ცნობისათვის, მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების 64 პროცენტი აშშ-ში, იაპონიაში, ჩინეთსა და გერმანიაში ცხოვრობს.
ბილ გეითსი პირობას დებს, რომ მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების სიიდან „ამოვარდება“
მილიარდერმა ბილ გეითსმა კვლავ დადო პირობა, რომ იქამდე დათმობს თავის ქონებას, ვიდრე „მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების“ სიიდან საბოლოოდ არ ამოვარდება. „მაიკროსოფტის“ თანადამფუძნებელმა გამოაცხადა, რომ ის $20 მილიარდს, თავის საქველმოქმედო ფონდს გადასცემს. მსოფლიოს მეოთხე უმდიდრესმა ადამიანმა განაცხადა, რომ მას აქვს „დავალება“ დაუბრუნოს თავისი რესურსები საზოგადოებას. გეითსმა პირველად მსგავსი პირობა 2010 წელს დადო, რომ თავის ქონებას გასცემდა, მაგრამ მას შემდეგ, მისი კაპიტალი გაორმაგდა. მისი ქონება ჟურნალ Forbes-ის თანახმად, ამჟამად $118 მილიარდია, მაგრამ მნიშვნელოვნად შემცირდება მას შემდეგ, რაც ივლისში ბილ და მელინდა გეითსის ფილანთროპიულ ფონდისთვის შემოწირულებას გაიღებს. „მაიკროსოფტის“ თანადამფუძნებელმა ყოფილ მეუღლესთან ერთად, ფონდი 2000 წელს შექმნა.
bloomberg: ომის დაწყებიდან რუსეთის უმდიდრესმა ადამიანებმა $93 მილიარდი დაკარგეს
Bloomberg-ის გათვლებით, უკრაინაში რუსეთის შემოჭრის დაწყების შემდეგ, უმდიდრესმა რუსებმა $93 მილიარდ დოლარზე მეტი დაკარგეს. სააგენტოს ცნობით, 24 თებერვალს რუსმა ბიზნესმენებმა $46,6 მილიარდი დაკარგეს. დასავლური სანქციების დაწესებიდან რამდენიმე თვეში მათმა დანაკარგმა კიდევ $47 მილიარდი შეადგინა. უკრაინული Forbes-ის მონაცემებით, უკრაინის უმდიდრესი ბიზნესმენების ერთობლივი ქონება თებერვლის შემდეგ $20 მილიარდზე მეტით შემცირდა, - $40 მილიარდიდან $22,5 მილიარდამდე. Bloomberg-ის შეფასებით, 2022 წელს მსოფლიოს 500 უმდიდრესი ადამიანის ქონება $1,4 ტრილიონითაა შემცირებული.