მსოფლიოს 500-მა უმდიდრესმა ადამიანმა, 2022 წლის 6 თვეში $1,4 ტრილიონი დოლარი დაკარგა. ამის შესახებ Bloomberg წერს.
Tesla-ს მფლობელის, ილონ მასკის ქონება 6 თვეში $62 მილიარდით შემცირდა, ჯეფ ბეზოსის კი, დაახლოებით $63 მილიარდით. მარკ ცუკერბერგის - $64,4 მილარდით. წლის დასაწყისიდან, ყველაზე მეტი კაპიტალი Binance კრიპტოვალუტის ბირჟის დამფუძნებელმა, ჩანგპენგ ჟაომ დაკარგა. მისმა ზარალმა $85,6 მილიარდს გადააჭარბა
„ეს არის მკვეთრი გადახვევა წინა ორი წლისგან, როდესაც სუპერმდიდრების ქონება განუხრელად იზრდებოდა. მთავრობებმა და ცენტრალურმა ბანკებმა შემოიღეს უპრეცედენტო სტიმულირების ზომები Covid-19 პანდემიის ფონზე, რაც ტექნიკური კომპანიებიდან კრიპტოვალუტამდე ყველაფრის ღირებულებას ზრდის. ამ მოვლენების მთავარი მიზეზია ცენტრალურ ბანკებში დისკონტის განაკვეთების სწრაფი ზრდა მაღალი ინფლაციის წინააღმდეგ საბრძოლველად, რაც გავლენას ახდენს მაღალი რისკის აქტივებზე, მათ შორის კომპანიის აქციებზე“, - წერს Bloomberg.
ცნობისათვის, მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების 64 პროცენტი აშშ-ში, იაპონიაში, ჩინეთსა და გერმანიაში ცხოვრობს.