თეგი: უმუშევრობა
საქსტატის ცნობით, საქართველოსი უმუშევრობის დონე 1.4 პროცენტით, 19 პროცენტამდე შემცირდა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2021 წლის IV კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.4 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 19.0 პროცენტი შეადგინა. საქსტატის ცნობით, საანგარიშო პერიოდში სამუშაო ძალამ შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის 51.2 პროცენტი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.2 პროცენტული პუნქტით მეტია, ხოლო დასაქმების დონე გაზრდილია 1.7 პროცენტული პუნქტით და 41.5 პროცენტს შეადგენს. სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში შემცირდა 0.3 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში გაიზარდა 3.1 პროცენტული პუნქტით. დასაქმების დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში გაიზარდა 0.9 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში – 2.7 პროცენტული პუნქტით. ამასთან, უწყების მონაცემებით, გასული წლის IV კვარტალში დაქირავებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობის 67.6 პროცენტს შეადგენდა, რაც 0.4 პროცენტული პუნქტით მეტია წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.
საქსტატი: 2021 წელს უმუშევრობის დონე 2020 წელთან შედარებით, 2.1%-ით გაიზარდა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2021 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე 2020 წელთან შედარებით, 2.1 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 20.6 პროცენტი შეადგინა. საქსტატის ცნობით, 2021 წელს სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე წინა წელთან შედარებით 0.5 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 50.9 პროცენტით განისაზღვრა, ხოლო დასაქმების დონე 0.7 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 40.4 პროცენტი შეადგინა. "სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე, ქალაქის ტიპის დასახლებებში 0.2 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში 0.8 პროცენტული პუნქტითაა გაზრდილი. დასაქმების დონე შემცირებულია როგორც ქალაქის ტიპის, ისე სოფლის ტიპის დასახლებებში, შესაბამისად, 0.9 და 0.4 პროცენტული პუნქტით. გასულ წელს დაქირავებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობის 68.2 პროცენტს შეადგენდა, რაც 0.1 პროცენტული პუნქტით მეტია წინა წელთან შედარებით. უმუშევრობის დონე საქალაქო დასახლებებში 2020 წელთან შედარებით გაზრდილია 1.9 პროცენტული პუნქტით, ხოლო სასოფლო დასახლებებში – 2.4 პროცენტული პუნქტით. 2020 წელთან შედარებით 2021 წელს უმუშევრობის დონე ყველაზე მეტად გაზრდილია თბილისის, სამცხე-ჯავახეთისა და იმერეთის რეგიონებში, შესაბამისად 3.7, 3.5 და 3.4 პროცენტული პუნქტით. უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით. 2021 წელს 2020 წელთან შედარებით, აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში გაზრდილია 1.6 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში – 2.5 პროცენტული პუნქტით", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2022 წლის პირველ კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.5 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 19.4 პროცენტი შეადგინა. მათივე ცნობით, საანგარიშო პერიოდში სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.6 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 49.9 პროცენტით განისაზღვრა, ხოლო დასაქმების დონე 2.5 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 40.2 პროცენტი შეადგინა. სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე, ქალაქის ტიპის დასახლებებში 0.8 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში 2.7 პროცენტული პუნქტით არის გაზრდილი. დასაქმების დონე გაზრდილია როგორც ქალაქის ტიპის, ისე სოფლის ტიპის დასახლებებში, შესაბამისად 2.2 და 2.9 პროცენტული პუნქტით. "უწყების ანგარიშის მიხედვით, 2022 წლის პირველ კვარტალში დაქირავებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობის 68.1 პროცენტს შეადგენდა, რაც 1.2 პროცენტული პუნქტით ნაკლებია წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით. უმუშევრობის დონე საქალაქო დასახლებებში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით შემცირდა 3.1 პროცენტული პუნქტით, ხოლო სასოფლო დასახლებებში – 1.5 პროცენტული პუნქტით. საქსტატის ინფორმაციით, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით. საანგარიშო პერიოდში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში შემცირებულია 2.2 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში – 2.7 პროცენტული პუნქტით. სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალებთან შედარებით მაღალია კაცებში. 2022 წლის პირველ კვარტალში აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში 39.1 პროცენტს, ხოლო კაცებში 62.5 პროცენტს შეადგენდა. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალებში გაზრდილია 0.9 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში – 2.5 პროცენტული პუნქტით. დასაქმების დონე როგორც ქალებში, ასევე კაცებში გაზრდილია წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, შესაბამისად 1.6 და 3.6 პროცენტული პუნქტით", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ინვესტორებმა 2021 წელს $1 მილიარდზე მეტი შემოიტანეს - რატომ არ მცირდება საქართველოში უმუშევრობა და სიღარიბე
საქართველოში უმუშევრობა და სიღარიბე გაზრდილი ინვესტიციების კვალდაკვალ, შემცირების ნაცვლად იზრდება. ეკონომისტები მიიჩნევენ, რომ სტრატეგიულად განხორციელებული პირდაპირო უცხოური ინვესტიციები, ავტომატურად ნიშნავს ახალ სამუშაო ადგილებსა და შემცირებულ სიღარიბეს. საქსტატიდან მიღებული მონაცემებით, საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მნიშვნელოვნადაა გაზრდილი. 2021 წელს ამ მაჩვენებელმა $1,152,817.6 შეადგინა, 2020 წელს ქვეყანაში ინვესტორებმა $571,963.3 შემოიტანეს. სტატისტიკა აჩვენებს, რომ შემოსული კაპიტალი არ მოქმედებს უმუშევრობის დონესა და სიღარიბეზე. საქსტატის მონაცემებით, 2021 წელს მოსახლეობის 17.5% აბსოლუტური სიღარიბის ზღვარს ქვემოთ იყო, ხოლო უმუშევრობის დონე 18.5%-დან 20.6%-მდე გაიზარდა. პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ქვეყნების მიხედვით 2021 წელს გაერთიანებული სამეფო — $596,6 მლნ; ნიდერლანდები — $125,9 მლნ; ჩეხეთი — $81,8 მლნ; თურქეთი — $64,7 მლნ; რუსეთი — $58,6 მლნ; ლუქსემბურგი — $41 მლნ; არაბთა გაერთიანებული საამიროები — $34,8 მლნ; გერმანია — $31,6 მლნ; მარშალის კ-ები — $21,3 მლნ; სეიშელები — $19,8 მლნ; დანარჩენი ქვეყნები — $76,7 მლნ. პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ეკონომიკის სექტორების მიხედვით 2021 წელს: საფინანსო სექტორი — $443,3 მლნ; გართობა, დასვენება და სხვა სახის მომსახურება — $230,5 მლნ; ენერგეტიკა — $157 მლნ; დამამუშავებელი მრეწველობა — $143 მლნ; უძრავი ქონება — $84,1 მლნ; ჯანდაცვა და სოციალური მომსახურება — $28,2 მლნ; მშენებლობა — $27,6 მლნ; სოფლის მეურნეობა, თევზჭერა — $9 მლნ; სასტუმროები და რესტორნები — $7,7 მლნ; ტრანსპორტი — $4,7 მლნ; დანარჩენი სექტორები — $17,5 მლნ. რა როლი აქვს უცხოურ ინვესტიციებს ეკონომის განვითარებაში? როგორ აისახება საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე უცხოეთიდან მოზიდული კაპიტალი? ამ და სხვა საკითხებზე Europetime-თან ანალიტიკოსმა და ეკონომისტმა მერაბ ჯანიაშვილმა ისაუბრა. ET: 2021 წელს საქართველოში შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელმა $1 მილიარდს გადააჭარბა. როგორ ფიქრობთ იგრძნობა ამ სოლიდური კაპიტალის გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე? ვფიქრობ, ჩვენთან ძალიან დილეტანტურია ამ საკითხისადმი მიდგომა. აქ მთავარია, რომ ინვესტიცია შემოვიდეს და არ აქვს მნიშვნელობა სად, რომელ სექტორში განთავსდება, რა პასუხისმგებლობა ექნება ინვესტორს და რა შედეგი უნდა მოიტანოს. ინვესტორი იმიტომ არ შემოდის საქართველოში, რომ ფილანტროპია. ის ფულს დებს იმისთვის, რომ მოგება მიიღოს და კაპიტალი უკან გაიტანოს. საქართველოში არ არსებობს საინვესტიციო სტრატეგია. მაგალითად არ არის სტრატეგია, რა სფეროებშია საჭირო ინვესტირება. უნდა დაისვას კითხვები: ინვესტორი რომ შემოდის, რა კაპიტალი შემოაქვს? აქვს თუ არა მას ვალდებულება, რომ ადგილობრივები დაასაქმოს? ადგილობრივ ბიუჯეტს უნდა მისცეს თუ არა რამე სარგებელი? მაგალითად, თუ რომელიმე ოფშორიდან შემოდის ინვესტიცია და განთავსდება, რომელიმე ეკონომიკურ ზონაში, სადაც გადასახადები დაბალია - ჩვენ რა სარგებელს ვიღებთ? შეიძლება, ინვესტორებმა ადგილობრივი მუშა-ხელიც კი არ დაასაქმონ. ET: სხვა ქვეყნებში როგორია მიდგომა ამ საკითხთან მიმართებით? თუ გადავხედავთ იგივე განვითარებულ ქვეყნებს, მაგალითად, აშშ-ს, ევროპას თუ ჩინეთს, ყველგან აქვთ კონკრეტული სტრატეგია უცხოურ ინვესტიციებთან მიმართებით. განსაზღვრულია დარგები, სადაც ინვესტორის შესვლა პრიორიტეტულია და აქვთ დამატებითი ბონუსები. ამასთან ერთად, ქვეყანაში კაპიტალის შემომტანს აქვს დამატებითი ვალდებულებები. მაგალითად, თუ შემოდის მაღალტექნოლოგიური კომპანია, სთხოვენ რომ მაღალი ტექნოლოგიები შემოიტანოს და დანერგოს ადგილობრივ ბაზარზე. კადრები გადაამზადოს და თუნდაც დასაქმებულთა 80% მაინც იყოს ადგილობრივი. ET: ჩვენთაც ხომ აქვს უფლებები, მოვალეობები და ვალდებულებები ინვესტორს. ეს ჩანაწერი გვხვდება საინვესტიციო შეთავაზებაში. ეს ჩანაწერი ხშირად ფორმალურია, ამის მაგალითებიც არსებობს. ჩვენ შემოსული კაპიტალის სტატისტიკას ვითვლით, მაგრამ სად მიდის ის ინვესტიციები, რა შედეგები მოაქვს და რამდენად სასარგებლოა ეკონომიკისთვის - ეს კითხვის ნიშნის ქვეშაა. ამ დონემდე არც კი მიდის შეფასება. ციფრს ვიგებთ, რომ ამდენი ინვესტიცია შემოვიდა, მაგრამ სად და რა სარგებელი მოიტანა ამას არ ვიკვლევთ. ერთადერთი მნიშვნელობა ენიჭება საგარეო ინვესტიციებს. შიდა ინვესტიციებს თითქმის არცაა საუბარი. შესაძლოა, შიდა ინვესტიციები ბევრად უფრო სარგებლის მომტანი იყოს. ET : 2021 წელს, ყველაზე დიდი წილი პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში საფინანსო სექტორს აქვს. შემდეგ მოდის გართობა-დასვენება, სხვა სახის მომსახურება, ენერგეტიკა და დამამუშავებელი მრეწველობა, ჯანდაცვა. რატომ არის წლებია საქართველოში საფინანსო სექტორი ინვესტორების სამიზნე? ყველაზე კარგი მაგალითია, რომ დავფიქრდეთ იმაზე თუ, რატომ დებენ ფინანსურ ინსტიტუტებში უცხოელები ფულს. იმიტომ, რომ საქართველოს ბანკების მომგებიანობის ეფექტურობა მსოფლიოში ტოპ ხუთეულშია. ანუ ფულს ჩადებენ, მოგებას მარტივად იღებენ და უკან გააქვთ კაპიტალი. ინვესტორებისთვის მიმზიდველია ის სექტორი, სადაც ფულს სწრაფად და მაღალი პროცენტით მოიგებენ. მაგალითად, რატომ არ შემოდის ინვესტიციები სოფლის მეურნეობის სექტორში? ინვესტორების პორტფელში ამ სექტორში შემოსული კაპიტალის 1%-იც კი არ არის. ეს ის სფეროა, სადაც საქართველოს მოსახლეობის თითქმის ნახევარია დასაქმებული. ჩვენთვის უფრო საინტერესო უნდა იყოს, რომ სოფლის მეურნეობის სექტორში ჩაიდოს კაპიტალი, ვიდრე საფინანსო სექტორში, რადგან აქ უფრო მეტი ადამიანია დასაქმებული და ამ დარგს სჭირდება ტექნოლოგიური განვითარება. ET: 2021 წელს შემოსული $1 მილიარდზე მეტი კაპიტალიდან ინვესტორებმა $9 მილიონი თევზჭერის განვითარებაში ჩადეს. $9 მილიონის ინვესტირება ამ დარგში შემოსული $1 მილიარდიდან ძალიან მინიმალურია. სამწუხაროდ, არ გვაქვს საინვესტიციო სტრატეგია. მაგალითად, იგივე შიდა კაპიტალს საპარტნიორო ფონდი სასტუმროების განვითარებისკენ მიმართავს. ტურისტულ სექტორს არ სჭირდება ამ მოცულობის დახმარება. მაგალითად, თუ გვექნება სტრატეგია, რომ ვინც სოფლის მეურნეობაში ფულს ჩადებს, იქ რაღაც შეღავათს მიიღებს და საფინანსო სექტორში თუ ჩადებს პირიქით გადასახადი უნდა გადაიხადოს, მეტ ბიძგს მისცემს ინვესტორებს, რომ სოფლის მეურნეობისკენ წავიდეს ფინანსური ნაკადი. ET: საქართველოს მოსახლეობის განწყობა უცხოელ ინვესტორებთან მიმართებით უარყოფითია. ბოლო მაგალითია ნამახვან ჰესის ამბავი. როგორ ფიქრობთ ეს რამ გამოიწვია? რადგან არ გვაქვს არანაირი საინვესტიციო სტრატეგია, შესაბამისად ხდება კაპიტალის პოლარიზება კონკრეტული მიმართულებებით. საფინანსო სექტორი და ენერგეტიკა და აქ შემოსული ინვესტიციები სარგებელს არ აძლევს მოსახლეობას და შესაბამისად, ვიღებთ იმას, რომ ვერც ეკონომიკა და ვერც საზოგადოების ფართო ფენები ვერ გრძნობენ აქედან მიღებულ სარგებელს. გარკვეულწილად ამითაა გამოწვეული ხალხის პროტესტი ინვესტორებთან მიმართებით. მოსახლეობამ წლებია ვერავითარი სარგებელი ვერ მიიღო. ვერ ხვდება, რატომ უნდა გადასცეს იჯარით ინვესტორს მიწა? ხდება ამ ინვესტიციების მიმართვა იმ სექტორებში, სადაც მოგების მაღალი მაჩვენებელია და ის სექტორები, რაც რეალურად უნდა გვაინტერესებდეს კვლავ განვითარების დაბალ დონეზე რჩება. ადამიანმა თუ არ მიიღო სარგებელი, მაშინ რისთვის გვინდა ინვესტიცია? კაპიტალდაბანდების მიზანი და მნიშვნელობა ისაა, რომ ეკონომიკა გაიზარდოს, შემცირდეს უმუშევრობა და მოქალაქეების 17.5% სიღარიბის ზღვარს ქვემოთ არ იყოს. ამ პოლიტიკით, ინვესტიციების სარგებელი არ მიდის ინდივიდებამდე. ET: და მაინც, სად უშვებს სახელმწიფო შეცდომას? აი, მაგალითად ეკონომიკის სამინისტრომ რამდენიმე წლის წინ, როდესაც დიმიტრი ქუმსიშვილი იყო მინისტრი, თავისი შენობა გაყიდა არაბ ინვესტორზე, რომელსაც იქ სასტუმრო უნდა აეშენებინა. უწყება გადავიდა ნაქირავებ შენობაში. 2015 წელს ეს შენობა $9 450 000 გაიყიდა. 7 წელი გავიდა და დღემდე არ აქვს ეკონომიკის სამინისტროს შენობა და იმ ფულიდან სოლიდური წილი ქირაში დახარჯეს. უწყების ძველ შენობაში დღესაც არაფერია. ინვესტორს პრობლემები შეექმნა და მისთვის ვადის გაჭიანურების გამო, ჯარიმებიც არ დაუწესებიათ. რა იყოს ამაში პოზიტიური? მხოლოდ ის, რომ ეს მაჩვენებელი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საერთო მონაცემებში აისახა. საბოლოოდ, სარგებელი კი არ მოიტანა ამ ინვესტიციამ, პირიქით - დაგვაზარალა.
საქართველოში სამუშაო ადგილები, ფასების ზრდა და სიღარიბე კვლავ მწვავე საკითხებია - NDI-ის კვლევა
NDI-ის კვლევით, სამუშაო ადგილები, ფასების ზრდა და სიღარიბე საქართველოს მოსახლეობისთვის კვლავ მწვავე საკითხებია. გამოკითხულთა 36% აცხადებს, რომ მათთვის სამუშაო ადგილები ყველაზე მწვავე საკითხია. 36% პრობლემად ფასების ზრდას, 32% სიღარიბეს, ხოლო 18% პენსიებს ასახელებს. ცნობისთვის, კვლევა 14 ივლისიდან - 15 აგვისტომდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობითპირისპირ გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გვისტოში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2,104 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 2 პროცენტია.
ირაკლი ღარიბაშვილი: სიღარიბე შემცირებულია, უმუშევრობა არის შემცირებული
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ინფლაცია მთელი მსოფლიოსთვის გამოწვევაა, რაც პირველ რიგში პანდემიამ გამოიწვია. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ამას უკვე დაემატა ომი. მისივე თქმით, ევროპის წამყვან სახელმწიფოებში ორნიშნაა ინფლაცია. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოს უკვე ორი წელია, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა აქვს. „ჩემი პრემიერობის დროს 30 მლიარდით გავზარდეთ ქვეყნის ეკონომიკა, ეს ფაქტია. თითქმის 80 000 სამუშაო ადგილი შეიქმნა, ეს არის მინიმუმი, რაც 8 თვის განმავლობაში შევძელით. ტენდენცია უმჯობესდება, სიღარიბე შემცირებულია, უმუშევრობა არის შემცირებული, კიდევ უფრო მეტი აქტიურობა გვჭირდება“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. საქსტატი: საქართველოში წლიური ინფლაციის დონემ 11.5% შეადგინა საქსტატის ინფორმაციით, ინფლაციის დონემ საქართველოში მიმდინარე წლის სექტემბერში, წინა თვესთან შედარებით, 0.8 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 11.5 პროცენტი შეადგინა. „ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 1.7 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.62 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (7.6 პროცენტი), რძე, ყვველი და კვერცხი (4.6 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (2.3 პროცენტი), ხილი და ყურძენი (2.0 პროცენტი), თევზეული (1.4 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა ქვეჯგუფებზე: შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (-1.4 პროცენტი) და ზეთი და ცხიმი (-1.1 პროცენტი); განათლება: ფასები მომატებულია 7.5 პროცენტით, რაც 0.32 პროცენტული პუნქტით აისახა თვის ინდექსზე. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: საშუალო განათლება (11.6 პროცენტი), დონით განუსაზღვრელი განათლება (8.6 პროცენტი), სკოლამდელი და დაწყებითი განათლება (6.1 პროცენტი); ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში ფასები შემცირდა 2.0 პროცენტით, რაც -0.18 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასების კლება დაფიქსირდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის ქვეჯგუფზე (-3.6 პროცენტი); ტრანსპორტის ჯგუფში ფასები შემცირდა 1.3 პროცენტით, რაც -0.15 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები შემცირებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (-1.6 პროცენტი). წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 17.6 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 5.74 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: პური და პურპროდუქტები (32.8 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (23.3 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (22.5 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (21.2 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (18.9 პროცენტი), თევზეული (16.5 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (15.8 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (9.8 პროცენტი), ხილი და ყურძენი (9.6 პროცენტი); ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 14.1 პროცენტით, რაც 1.69 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაზე. ფასები მომატებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (16.8 პროცენტი) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (13.7 პროცენტი); საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 12.2 პროცენტიანი მატება, რაც 1.18 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინფლაციაზე. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: აქტიური გადასახადი საცხოვრებელზე (24.3 პროცენტი), საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (12.5 პროცენტი), ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (5.8 პროცენტი)“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
საქართველოში ყოველი მეხუთე მოქალაქე უმუშევარია - NDI
NDI-ის თანახმად, საქართველოში ყოველი მეხუთე მოქალაქე უმუშევარია. ურბანული დასახლებების მცხოვრებთა უმრავლესობა დასაქმებულია. ქალების უმეტესობა ამბობს, რომ დაუსაქმებელი ან დიასახლისია. უმუშევართა უმრავლესობა ამბობს, რომ სამსახურს ან საერთოდ ვერ პოულობს ან შესაფერისი ანაზღაურებით. ვეძებ სამსახურს მაგრამ ვერ ვიპოვე, ამბობს გამოკითხულთა 49%, შესაფერისი ანაზღაურებით სამსახურს გამოკითხულთა 20% ვერ პოულობს, 16% სამსახურს არ ეძებს, NDI-ის კვლევის საფუძველზე, აღნიშნული ანგარიში 3 დეკემბრიდან 20 დეკემბრამდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირ გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). აგვისტოში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2 519 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 1,6 პროცენტია. ასევე წაკითხეთ: საქართველოში უმუშევრობის დონე ისტორიულ მინიმუმზეა
უმუშევრობის დონე 3%-ით შემცირდა - საქსტატი
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2022 წლის IV კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.0%-ით შემცირდა და 16.1% შეადგინა. 2022 წლის IV კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით დაქირავებულთა რიცხოვნობა გაიზარდა 42.9 ათასი კაცით (5.1%) და 884.1 ათასს მიაღწია, ხოლო თვითდასაქმებულთა რიცხოვნობა 18.0 ათასით გაიზარდა (4.5%) და 420.4 ათასი შეადგინა. ამავე პერიოდში უმუშევართა რაოდენობა შემცირდა 42.3 ათასით (14.5%) და 249.5 ათასი შეადგინა. 2022 წლის IV კვარტალში სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე (სამუშაო ძალის წილი 15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობაში) წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.5 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 52.7 პროცენტით განისაზღვრა, ხოლო დასაქმების დონე 2.8 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 44.2 პროცენტი შეადგინა. სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში გაზრდილია 1.3 პროცენტული პუნქტით, სოფლის ტიპის დასახლებებში კი - 1.7 პროცენტული პუნქტით, ხოლო დასაქმების დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში 3.0 პროცენტული პუნქტითაა გაზრდილი, სოფლის ტიპის დასახლებებში კი - 2.3 პროცენტული პუნქტით და შესაბამისად 45.8 პროცენტს და 42.1 პროცენტს შეადგენს.
2022 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე 17.3 პროცენტამდე შემცირდა - საქსტატი
2022 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე 2021 წელთან შედარებით 3.4 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 17.3 პროცენტი შეადგინა. ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. საქსტატის ცნობით, 2022 წელს სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე (სამუშაო ძალის წილი 15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობაში) წინა წელთან შედარებით 1.0 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 51.9 პროცენტით განისაზღვრა, ხოლო დასაქმების დონე 2.5 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 42.9 პროცენტი შეადგინა. სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე, ქალაქის ტიპის დასახლებებში 0.1 პროცენტული პუნქტითაა შემცირებული, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში გაზრდილია 2.4 პროცენტული პუნქტით. დასაქმების დონე გაზრდილია როგორც ქალაქის ტიპის, ისე სოფლის ტიპის დასახლებებში, შესაბამისად 2.0 და 3.2 პროცენტული პუნქტით და 44.1 პროცენტს და 41.5 პროცენტს შეადგენს. ამასთან, გასულ წელს დაქირავებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობის 67.9 პროცენტს შეადგენდა, რაც 0.3 პროცენტული პუნქტით ნაკლებია წინა წელთან შედარებით. უმუშევრობის დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში წინა წელთან შედარებით შემცირებულია 3.9 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში – 2.5 პროცენტული პუნქტით. უწყების მონაცემებით, 2021 წელთან შედარებით 2022 წელს უმუშევრობის დონე ყველაზე მეტად შემცირებულია მცხეთა-მთიანეთის, შიდა-ქართლის და რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთის რეგიონებში, შესაბამისად 6.2, 5.3 და 5.2 პროცენტული პუნქტით. უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით. 2022 წელს 2021 წელთან შედარებით, აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში შემცირებულია 3.2 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში – 3.5 პროცენტული პუნქტით. საქსტატის ინფორმაციით, სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალებთან შედარებით მაღალია კაცებში. 2022 წელს აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში 41.5 პროცენტს, ხოლო კაცებში 64.0 პროცენტს შეადგენდა. წინა წელთან შედარებით სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალებში 1.0 პროცენტული პუნქტითაა გაზრდილი, ხოლო კაცებში – 1.1 პროცენტული პუნქტით. ამასთან, 2022 წელს, წინა წელთან შედარებით, დასაქმების დონე გაზრდილია როგორც ქალებში, ასევე კაცებში, შესაბამისად 2.1 და 3.1 პროცენტული პუნქტით. 2022 წელს უმუშევრობის დონე ყველაზე მაღალია 15-19 წლის ასაკობრივ ჯგუფში (47.4 პროცენტი), ხოლო ყველაზე დაბალი, ტრადიციულად 65+ ასაკობრივ ჯგუფშია (3.6 პროცენტი), რის უმთავრეს მიზეზს წარმოადგენს შესაბამის ასაკობრივ ჯგუფში აქტიურობის დაბალი მაჩვენებელი.
საქსტატი: უმუშევრობის დონე არ შეცვლილა და კვლავ 15.6 პროცენტის ფარგლებშია
2023 წლის მესამე კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით არ შეცვლილა და 15.6 პროცენტი შეადგინა. საქსტატის ცნობით, დაქირავებულთა რიცხოვნობა გაიზარდა 29.3 ათასი კაცით, ანუ 3.2%-ით და 943.2 ათასს მიაღწია, ხოლო თვითდასაქმებულთა რიცხოვნობა 21.5 ათასით, ანუ 4.8%-ით შემცირდა და 422.8 ათასი შეადგინა. ამავე პერიოდში უმუშევართა რაოდენობა გაიზარდა 1.4 ათასით, ანუ 0.6%-ით და 252.2 ათასი შეადგინა. ამასთან, საქსტატის ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე (სამუშაო ძალის წილი 15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობაში) წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.1 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 53.6 პროცენტით განისაზღვრა, ხოლო დასაქმების დონე გაიზარდა 0.1 პროცენტული პუნქტით და 45.3 პროცენტი შეადგინა. სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში გაზრდილია 0.4 პროცენტული პუნქტით, სოფლის ტიპის დასახლებებში შემცირებულია 0.5 პროცენტული პუნქტით, ხოლო დასაქმების დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში გაზრდილია 0.2 პროცენტული პუნქტით, სოფლის ტიპის დასახლებებში კი შემცირებულია 0.1 პროცენტული პუნქტით და შესაბამისად 45.5 პროცენტს და 44.8 პროცენტს შეადგენს. ანგარიშის მიხედვით, 2023 წლის მესამე კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით დაქირავებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობაში 1.8 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 69.0 პროცენტი შეადგინა. 2023 წლის მესამე კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, უმუშევრობის დონე გაზრდილია საქალაქო ტიპის დასახლებებში 0.4 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში შემცირებულია 0.6 პროცენტული პუნქტით. უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით. 2023 წლის მესამე კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში შემცირებულია 0.2 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში გაზრდილია 0.1 პროცენტული პუნქტით და შესაბამისად 12.8 პროცენტს და 17.7 პროცენტს შეადგენს. საქსტატის ცნობით, სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალებთან შედარებით მაღალია კაცებში. 2023 წლის მესამე კვარტალში აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში 43.1 პროცენტს, ხოლო კაცებში 66.0 პროცენტს შეადგენდა. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალებში შემცირებულია 0.4 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში გაზრდილია 0.7 პროცენტული პუნქტით. 2023 წლის მესამე კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, დასაქმების დონე შემცირებულია ქალებში 0.2 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში გაზრდილია 0.5 პროცენტული პუნქტით.
უმუშევრობის დონე 0.7%-ით შემცირდა და 15.3% შეადგინა - საქსტატი
2023 წლის IV კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.7 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 15.3 პროცენტი შეადგინა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. „საქსტატის“ ინფორმაციით, უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით. „2023 წლის IV კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით დაქირავებულთა რიცხოვნობა გაიზარდა 74.3 ათასი კაცით (8.4%) და 958.4 ათასს მიაღწია, ხოლო თვითდასაქმებულთა რიცხოვნობა 6.6 ათასით შემცირდა (1.6%) და 413.8 ათასი შეადგინა. ამავე პერიოდში უმუშევართა რაოდენობა შემცირდა 0.9 ათასით (0.4%) და 248.6 ათასი შეადგინა. 2023 წლის IV კვარტალში სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე (სამუშაო ძალის წილი 15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობაში) წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.7 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 54.3 პროცენტით განისაზღვრა, ხოლო დასაქმების დონე გაიზარდა 1.8 პროცენტული პუნქტით და 46.0 პროცენტი შეადგინა. სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში გაზრდილია 1.9 პროცენტული პუნქტით, სოფლის ტიპის დასახლებებში - 1.2 პროცენტული პუნქტით, ხოლო დასაქმების დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში გაზრდილია 1.7 პროცენტული პუნქტით, სოფლის ტიპის დასახლებებში - 1.8 პროცენტული პუნქტით და შესაბამისად 47.5 პროცენტს და 43.9 პროცენტს შეადგენს. 2023 წლის IV კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით დაქირავებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობაში 2.1 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 69.8 პროცენტი შეადგინა. 2023 წლის IV კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, უმუშევრობის დონე საქალაქო ტიპის დასახლებებში შემცირებულია 0.2 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში - 1.6 პროცენტული პუნქტით. უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით. 2023 წლის IV კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში შემცირებულია 0.3 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში - 1.0 პროცენტული პუნქტით და შესაბამისად 13.5 პროცენტს და 16.8 პროცენტს შეადგენს. სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალებთან შედარებით მაღალია კაცებში. 2023 წლის IV კვარტალში აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში 44.3 პროცენტს, ხოლო კაცებში 65.9 პროცენტს შეადგენდა. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალებში გაზრდილია 1.6 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში - 1.9 პროცენტული პუნქტით. 2023 წლის IV კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, დასაქმების დონე გაზრდილია ქალებში 1.5 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში - 2.2 პროცენტული პუნქტით“, - აღნიშნულია „საქსტატის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.