თეგი: უსაფრთხოების საბჭო
ირაკლი ღარიბაშვილი: უსაფრთხოების საბჭოს სხდომის გამართვა არავითარ საჭიროებას არ წარმოადგენს
უსაფრთხოების საბჭოს სხდომის გამართვა დღეს, ამ ვითარებაში არავითარ საჭიროებას არ წარმოადგენს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი განმარტებით, უსაფრთხეობის საბჭოს სხდომის გამართვა, „პიარის და რაღაც შოუს დადგმა, ჩემი ხელწერა არ არის“. „ჩვენი ხელისუფლება და ჩვენი მთავრობა, ჩემი მეთაურობით, ეროვნულ პოლიტიკას ვატარებთ. უსაფრთხოების საბჭოს გამართვა, პიარის და რაღაც შოუს დადგმა, ჩემი ხელწერა არ არის. მე საქმეზე და ჩემი ქვეყნის ინტერესებზე ვფიქრობ. ბუნებრივია, გუშინდელი დღის განმავლობაში უსაფრთხოების კაბინეტთან მქონდა განხილვა live რეჟიმში იმ ინფორმაციების, რომელიც ჩვენს სამსახურებს მოეწოდებოდა. ეს არის ჩემი ყოველდღიური მუშაობის შემადგენელი ნაწილი. შესაბამისად, ჩემი პასუხი არის შემდეგი, უსაფრთხოების საბჭოს სხდომის გამართვა დღეს, ამ ვითარებაში არავითარ საჭიროებას არ წარმოადგენს“, - განაცხადა პრემიერმა. პრემიერი პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, რომელიც უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო ჩაინიშნა, მისვლას არ აპირებს. ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა,რომ ოპოზიციის „ამოცანა არის პროვოკაციების მოწყობა და იმ უბედურების გამეორება, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომში ვერ აირიდეს“. „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, თუ პარლამენტში სხდომა არ ჩატარდება, საბოლოოდ ეს არის კაპიტულაცია რუსეთის წინაშე, ეს არის განაცხადი „ქართული ოცნების", რომ არ აპირებენ იბრძოლონ ქვეყნის დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად. ამავე თემაზე: პარლამენტში რიგგარეშე სხდომა 25 თებერვალს, 12:00 საათზე ჩაინიშნა „საჭიროდ მიმაჩნია, ეს იქნება პარლამენტის რიგგარეშე სხდომა თუ უსაფრთხოების საბჭო, რომ გამოვხატოთ ყველამ ერთად, რომ ვდგავართ უკრაინელი ხალხის გვერდით“, - ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 24 თებერვალს, საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა. პრეზიდენტმა რომ განაცხადა, მასთან შესულია პარლამენტის რიგგარეშე სხდომის ჩანიშვნის თხოვნა და აპირებს, ხელის მოწერით დაეთანხმოს მის დანიშვნას. ასევე წაიკითხეთ: სალომე ზურაბიშვილი პარლამენტის რიგგარეშე სხდომის დანიშვნას ხელს მოაწერს სალომე ზურაბიშვილი: მზად ვარ, წარმოვადგინო საქართველო ყველა ფორმატში, სადაც მიმდინარეობს უკრაინის საკითხის განხილვა პრემიერი: მინდა, ძალიან მკაფიოდ განვაცხადო და ჩვენს მოქალაქეებს მივმართო, ჩვენ დღეს არავითარი საშიშროება არ გვაქვს ირაკლი ღარიბაშვილის: უკრაინაში ჩასვლა, ჩასვლისთვის არაფრის მომცემია
ვოლოდიმირ ზელენსკიმ უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს სხდომა მოიწვია
პრეზიდენტი ვოლოდიმერ ზელენსკი პარასკევს, 30 სექტემბერს, უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს სასწრაფო სხდომას იწვევს. რუსეთმა უკრაინის ტერიტორიების ანექსიის შესახებ გამოაცხადა „პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ხვალ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს სასწრაფო სხდომას იწვევს. დღის წესრიგი და სხვა დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი,“ - ინფორმაცია ზელნსკის პრესმდივანმა, სერხი ნიკიფოროვმა გაავრცელა. მანამდე კრემლმა განაცხადა, რომ პარასკევს „რუსეთში ახალი ტერიტორიების შესვლის შესახებ ხელშეკრულებების ხელმოწერის ცერემონია“ გაიმართება. 23 სექტემბერს, რუსეთის მარიონეტულმა რეჟიმებმა უკრაინის სამხრეთ და აღმოსავლეთ ნაწილებში, დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში რუსეთთან შეერთების შესახებ ფსევდორეფერენდუმის დაწყების შესახებ განაცხადეს. უკრაინის და მისი დასავლელი პარტნიორების ცნობით, დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში, ოკუპირებული ტერიტორიების მცხოვრებლები, აიძულეს რუსეთთან შეერთების ყალბ რეფერენდუმებზე მიეცათ ხმა. რუსეთის მარიონეტულმა რეჟიმებმა ყალბი რეფერენდუმის შედეგები 28 სექტემბერს გამოაცხადეს.
ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს შემადგენლობის გაფართოების შესახებ საკანონმდებლო ინიციატივა პირველი მოსმენით განიხილეს
ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს შემადგენლობა გაფართოების შესახებ საკანონმდებლო ინიციატივა პირველი მოსმენით პარლამენტში დღეს, 2 ნოემბერს, განიხილეს. ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მუდმივ წევრთა შემადგენლობას სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი დაემატება. მთავრობის საპარლამენტო მდივანმა ვახტანგ ბაჩიაშვილმა ინიციატივის წარდგენისას განაცხადა, რომ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური ჩართულია შიდა უსაფრთხოებისა და ინფორმაციული უსაფრთხოების საკითხებში და ერთადერთი გარე უწყებაა, რომელიც ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მუდმივი წევრი არ გახლავთ. „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური თავისი საქმიანობიდან გამომდინარე ფარავს უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის სფეროს მიმართულებებს. ეს ცვლილება მოიტანხს ორმხრივ სარგებელს, თვითონ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი სტრატეგიულ დონეზე იქნება ჩართული იმ გადაწყვეტილებების მიღებასა და საკოორდინაციო მექანიზმში, რასაც უსაფრთხოების საბჭო ახორციელებს. ამავდროულად, საბჭოსთვისაც მნიშვნელოვანია იმ ინფორმაციის მიწოდება, რომელსაც კონკრეტული პოლიტიკის აღსრულების პროცესში სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური და მისი ხელმძღვანელი ფლობს“, - განაცხადა ვახტანგ ბაჩიაშვილმა. ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მუდმივ წევრთა შემადგენლობას სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ემატება. „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ კანონში ცვლილება მთავრობის ინიციატივით შედის. მთავრობის განმარტებით, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსისთვის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მუშაობაში და უსაფრთხოების საკითხების განხილვაში მუდმივი წევრის სტატუსით მონაწილეობა არსებითად მნიშვნელოვანია. „ამ პროცესში თანადროული ჩართულობა სამსახურის სისტემას მეტად აუმაღლებს დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად სტრატეგიულ დონეზე მზადყოფნის დონეს, მისცემს მეტ შესაძლებლობას შესაძლო საფრთხეების წინმსწრები ანალიზისა და რეაგირებისთვის, ასევე აამაღლებს შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობისა და ურთიერთკოორდინაციის ხარისხს“, - ვკითხულობთ პროექტის განმარტებით ბარათში. დღეს მოქმედი კანონით, საბჭოს მუდმივი წევრები პრემიერ-მინისტრი, თავდაცვის მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი, ფინანსთა მინისტრი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, დაზვერვის სამსახურის უფროსი და თავდაცვის ძალების მეთაური არიან.
პრეზიდენტი ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომის ჩატარებას მიესალმა
საქართველოს პრეზიდენტი ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომის ჩატარებას მიესალმა. სალომე ზურაბიშვილის ეს განცხადება მისივე Facebook გვერდზე განთავსდა. „უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებთან გასამკლავებლად, ქვეყნის ინტერესების დასაცავად და საზოგადოების სიმშვიდისთვის მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ გამოიყენოს ყველა, მის ხელთ არსებული ბერკეტი“, - წერია პრეზიდენტის განცხადებაში. ირაკლი ღარიბაშვილმა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა გამართა