პრეზიდენტი ვოლოდიმერ ზელენსკი პარასკევს, 30 სექტემბერს, უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს სასწრაფო სხდომას იწვევს.
„პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ხვალ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს სასწრაფო სხდომას იწვევს. დღის წესრიგი და სხვა დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი,“ - ინფორმაცია ზელნსკის პრესმდივანმა, სერხი ნიკიფოროვმა გაავრცელა.
მანამდე კრემლმა განაცხადა, რომ პარასკევს „რუსეთში ახალი ტერიტორიების შესვლის შესახებ ხელშეკრულებების ხელმოწერის ცერემონია“ გაიმართება.
23 სექტემბერს, რუსეთის მარიონეტულმა რეჟიმებმა უკრაინის სამხრეთ და აღმოსავლეთ ნაწილებში, დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში რუსეთთან შეერთების შესახებ ფსევდორეფერენდუმის დაწყების შესახებ განაცხადეს.
უკრაინის და მისი დასავლელი პარტნიორების ცნობით, დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში, ოკუპირებული ტერიტორიების მცხოვრებლები, აიძულეს რუსეთთან შეერთების ყალბ რეფერენდუმებზე მიეცათ ხმა.
რუსეთის მარიონეტულმა რეჟიმებმა ყალბი რეფერენდუმის შედეგები 28 სექტემბერს გამოაცხადეს.