თეგი: უცხოეთი
ვოლოდიმირ ზელენსკი: აღარასდროს გვითხრათ, რომ ჩვენი ჯარი NATO-ს სტანდარტებს არ აკმაყოფილებს
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამიტში ვიდეოფორმატის რეჟიმში მონაწილეობს. დღეს მან მსოფლიო ლიდერებს მიმართა და განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა უმაღლესი სტანდარტი აჩვენეს: „გთხოვთ, არასოდეს გვითხრათ, რომ ჩვენი ჯარი არ აკმაყოფილებს ნატოს სტანდარტებს. ჩვენ ვაჩვენეთ, თუ რა შეგვიძლია და რამდენი შეგვიძლია მივცეთ საერთო უსაფრთხოებისთვის ევროპასა და მსოფლიოში" - მიმართა ზელენსკიმ NATO-ს სამიტის მონაწილეებს. ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ NATO-მ უნდა აჩვენოს თუ რის გაკეთება შეუძლია ალიანსს. „გვაჩვენეთ, რომ ეს მსოფლიოში ყველაზე ძლიერი თავდაცვითი გაერთიანებაა. მსოფლიო და უკრაინა ელოდება რეალურ ქმედებებსა და უსაფრთხოების გარანტიებს,“- განაცხადა ზელენსკიმ. ბრიუსელში NATO-ს სამიტი მიმდინარეობს. ასევე წაიკითხეთ ვოლოდიმირ ზელენსკი: საჭიროა ომის დასრულება, უკრაინის წინადადებები მაგიდაზეა იენს სტოლტენბერგი: ჩვენი თაობის განმავლობაში, უსაფრთხოების ყველაზე სერიოზული კრიზისის წინაშე ვდგავართ NATO-ს გენერალური მდივანი: ნებისმიერი სახის ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის გამოყენება შეცვლის ამ კონფლიქტის მთელ სტრუქტურას ალექსეი არესტოვიჩი: უკრაინაში ომის აქტიური ფაზა 2-3 კვირაში დასრულდება როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს
„დიდი დიპლომატიური მარათონის“ დასკვნითი ეტაპი დაიწყო, ამ მარათონში ჩვენ ევროკავშირთან ერთად ვართ, ჩვენმა გუნდმა უნდა მოიგოს - ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ მის ქვეყანას ევროკავშირი კანდიდატის სტატუსი მიანიჭებს. ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ „დიდი დიპლომატიური მარათონის“ დასკვნითი ეტაპი დღეს დაიწყო. „ამ მარათონში ჩვენ რეალურად ვართ ევროკავშირთან ერთად - ერთ გუნდში და ამ გუნდმა უნდა მოიგოს. დარწმუნებული ვარ, რომ ამ გადაწყვეტილებას შეუძლია გააძლიეროს არამხოლოდ ჩვენი სახელმწიფო, არამედ მთელი ევროკავშირი", - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. ზელენსკი დარწმუნებულია, რომ ქვეყანა პასუხს მალე მიიღებს. გუშინ, ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა, რომელიც მოლაპარაკებებს აწარმოებდა კიევში, განაცხადა, რომ უკრაინას მომავალ კვირას ეცნობება, შეძლებს თუ არა ბლოკში გაწევრიანების შემდგომ ეტაპზე გადასვლას. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ლიეტუვა ამერიკულ Switchblade 600 ტიპის კამიკაძე-დრონს შეისყიდის
ლიეტუვის თავდაცვის მინისტრმა არვიდას ანუსაუსკასმა განაცხადა, რომ ლიეტუვა მსოფლიოში პირველი იქნება აშშ-ის გარდა, ვინც ამერიკულ Switchblade 600 ტიპის კამიკაძე დრონს შეისყიდის. მანამდე ცნობილი გახდა, რომ ლიეტუვამ ხელი მოაწერა შეთანხმებას შეერთებულ შტატებთან $495 მილიონად HIMARS-ის მრავალჯერადი სარაკეტო სისტემების შესაძენის შესახებ. კონტრაქტს ლიეტუვის მთავრობასთან, ამერიკული კომპანია Lockheed Martin-ი გააფორმებს.
არარატ მირზოიანი: თურქეთთან საზღვრის გახსნის პროცესი დაჩქარდება
„სომხეთ-თურქეთის საზღვარზე მესამე ქვეყნების მოქალაქეების შეუფერხებელი გავლის საკითხის მოგვარება „იგეგმება“, - ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ტურისტული სეზონის დაწყებამდე ამ საკითხის გადაწყვეტა, დიალოგის დაჩქარება და საზღვრების გახსნა განიხილეს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩავუშოღლუსთან გამართულ შეხვედრაზე. შეგახსენებთ, მირზოიანი დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ, თურქეთში ვიზიტით იმყოფებოდა და დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის შესახებ მზადყოფნა კიდევ ერთხელ დააფიქსირა.