ლიეტუვის თავდაცვის მინისტრმა არვიდას ანუსაუსკასმა განაცხადა, რომ ლიეტუვა მსოფლიოში პირველი იქნება აშშ-ის გარდა, ვინც ამერიკულ Switchblade 600 ტიპის კამიკაძე დრონს შეისყიდის.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ ლიეტუვამ ხელი მოაწერა შეთანხმებას შეერთებულ შტატებთან $495 მილიონად HIMARS-ის მრავალჯერადი სარაკეტო სისტემების შესაძენის შესახებ.
კონტრაქტს ლიეტუვის მთავრობასთან, ამერიკული კომპანია Lockheed Martin-ი გააფორმებს.