თეგი: ქუთაისის აეროპორტი

ქუთაისის აეროპორტიდან მილანის მიმართულებით რეისი გაუქმდა - 235 მოქალაქე კომიანია Wizz Air-ს უყურადღებობაში ადანაშაულებს

ქუთაისის დავით აღმაშენებელის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში მილანის მიმართულებით რეისი გაუქმდა, რასაც მგზავრების უკმაყოფილება მოჰყვა. 235 მოქალაქე კომიანია Wizz Air-ს უყურადღებობაში ადანაშაულებს. მგზავრების ინფორმაციით, მთელი ღამის განმავლობაში აეროპორტში იყვნენ და არც კომპანიამ და არც აეროპორტმა ყურადღება არ მიაქცია. მგზავრების ნაწილი ამ დრომდე აეროპორტში რჩება, ისინი ბილეთების გადაცვლას ცდილობენ, რადგან თუ დროულად არ ჩაფრინდებიან მილანში სამსახურს დაკარგავენ. საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში ადასტურებენ, რომ რეისის გაუქმება თვითმფრინავის ტექნიკური გაუმართავობის გამო მოხდა და აღნიშნულ საკითხზე კომენტარს კომპანია Wizz Air გააკეთებს.  

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ბარსელონის მიმართულებით ფრენა გაუქმდა

ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში ბარსელონის მიმართულებით რეისი გაუქმდა, რასაც მგზავრების უკმაყოფილება მოჰყვა. მგზავრები აეროპორტის ადმინისტრაციასა და კომპანია Wizz Air-ს მგზავრები უპასუხისმგებლობაში ადანაშაულებენ. როგორც Europetime-ს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის წარმომადგენელმა განუცხადა, ამ ეტაპზე Wizz Air-ს მხრიდან განცხადებას ელოდებიან. შეგახსენებთ, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან რამდენიმე დღის წინ რეისი მილანის მიმართულებითაც გაუქმდა.  ასევე წაიკითხეთ: ქუთაისის აეროპორტიდან მილანის მიმართულებით რეისი გაუქმდა - 235 მოქალაქე კომიანია Wizz Air-ს უყურადღებობაში ადანაშაულებს  

Wizz Air პარიზისა და ტალინის მიმართულებით პირდაპირი რეგულარული რეისების შესრულებას განაახლებს

Wizz Air პარიზისა და ტალინის მიმართულებით პირდაპირი რეგულარული რეისების შესრულებას განაახლებს. ამის შესახებ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ავრცელებს ინფორმაციას. „პირველი აგვისტოდან Wizz Air-ი ჩვენს აეროპორტში მეორე ბაზირებულ საჰაერო ხომალდს აბრუნებს და განაახლებს პირდაპირი რეგულარული რეისების შესრულებას პარიზისა და ტალინის მიმართულებით. ტალინის მიმართულებით პირდაპირი რეგულარული რეისები პირველი აგვისტოდან კვირაში ორი სიხშირით, ხოლო პარიზის მიმართულებით – 4 აგვისტოდან კვირაში ერთი სიხშირით შესრულდება. ფრენის სიხშირეები გაიზრდება ათენის, ბერლინის, ბარსელონას, რიგის, დორტმუნდის, მემინგენის, მილანის, პრაღის, სალონიკის და ვროცლავის მიმართულებით“, – ნათქვამია ინფორმაციაში.  

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე: ქუთაისის აეროპორტში მგზავრთნაკადი სრულად აღდგა

ქუთაისის აეროპორტში მგზავრთნაკადი სრულად აღდგა, რეისების რაოდენობა კი 21 პროცენტით გაიზარდა, - ამის შესახებ  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა. მისივე თქმით, 2022 წლის ივნისში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 76 052 მგზავრს და 298 რეისს მოემსახურა. ამ მაჩვენებლის მიხედვით, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, აეროპორტში სრულად აღდგა მგზავრთნაკადი, რეისების რაოდენობა კი 21%-ით გაიზარდა. "რეისების რაოდენობის ზრდა განაპირობა მიზნობრივ ბაზრებზე განხორციელებულმა სწორმა პოლიტიკამ, რომელიც მიმართულია ფრენების გეოგრაფიის გაფართოებისკენ, ახალი ტურისტული ბაზრების მოძიებისკენ, საქართველოს ავიაბაზარზე ახალი ავიაკომპანიების შემოყვანისა და არსებული მიმართულებების გაზრდისკენ. ამ ეტაპისთვის, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ხუთი ავიაკომპანია 14 ქვეყნის 25 მიმართულებით ოპერირებს. პირველი აგვისტოდან ქუთაისის აეროპორტიდან ფრენები ტალინისა და პარიზის მიმართულებით დაემატება და არსებულ ათ მიმართულებაზე სიხშირეები გაიზრდება", - განაცხადა  მარიამ ქვრივიშვილმა.  

ქუთაისის აეროპორტის რეაბილიტაციის პერიოდში Wizz Air-ი თბილისიდან იფრენს

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ასაფრენი ბილიკის რეაბილიტაციის პერიოდში, ორი კვირის განმავლობაში, ავიაკომპანია Wizz Air-ი ფრენებს თბილისიდან შეასრულებს, ამის შესახებ TAV Georgia-ს გენერალური მენეჯერი, თეა ზაქარაძე აცხადებს. „ჩვენ ვიცით და გვაქვს ინფორმაცია, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ასაფრენი ზოლის სარემონტო სამუშაოების გამო იკეტება. იყო სახელმწიფოს თხოვნა, რომ თუ იქნებოდა შესაძლებლობა, ჩვენ მიგვეღო ყველა ის რეისი, რომელიც ქუთაისში დღეს სრულდება“, - განაცხადა თეა ზაქარიძემ გადაცემა „საქმიანი დილის“ ეთერში. ქუთაისის აეროპორტში დაგეგმილია 2.5 კმ-იანი ასაფრენი ზოლის გეგმიური რეაბილიტაცია. აეროპორტი მუშაობას შეაჩერებს 10-დან 24 ოქტომბრამდე.  

ქუთაისის აეროპორტში არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღიკვეთა

შემოსავლების სამსახურის ცნობით, ქუთაისის აეროპორტში არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღიკვეთა. „ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში „ქუთაისის აეროპორტი“, მებაჟე ოფიცრების მიერ, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს, ყაზახეთისა და საბერძნეთის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგის დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები (საერთო წონა – 524,94 გრამი) გამოვლინდა. არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 42 154,61 ლარი შეადგინა. საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს, სანქციის სახით ჯარიმა, ჯამში 42 154,61 ლარის ოდენობით შეეფარდათ“, – აცხადებენ უწყებაში.  

ქუთაისის აეროპორტში ფრენები განახლდა

დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა ასაფრენ- დასაფრენი ზოლის გეგმური რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ რეისების მიღება განაახლა. ინფორმაციას, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.  „პირველი ფრენა გვიან ღამით მინსკიდან შესრულდა, რომელსაც 80 მგზავრი ჩამოჰყვა, ქუთაისიდან კი 92 - გაფრინდა. დღეს, 12:30 ზე ფრენა ათენიდან შესრულდება, 13:30 ზე კი ბორტი ქუთაისიდან ლარნაკაში გაფრინდება. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ზოლის რეაბილიტაცია გუშინ დასრულდა. რეაბილიტაციის პროცესში მოხდა ასფალტობეტონის საფარის დაზიანებული ადგილების ფრეზირება. საფუძველზე, სადაც ყველაზე მეტად იყო ბეტონის ფილები დაზიანებული, მოხდა ფილის დემონტაჟი. ამავე ფართზე გამაგრდა საფუძველი ცემენტნარევი ქვიშა ღორღით. ასაფრენ-დასაფრენი ზოლის შუა ნაწილში ორ ფენად დაიგო 80მმ სისქის მსხვილმარცვლოვანი ასფალტობეტონის საფარი. ასევე, ასაფრენ-დასაფრენი ზოლის ცენტრალურ უბანზე წვრილმარცვლოვანი მოდიფიცირებული ასფალტობეტონის 50მმ სისქის საფარი გაკეთდა. გუშინვე დასრულდა ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მარკირება, რის შემდეგაც ფრენების მიღება შესაძლებელი გახდა. რეაბილიტაციის პროექტის ბიუჯეტი 8 მლნ ლარი იყო, რომელიც ქუთაისის აეროპორტის ოპერატორმა კომპანია - საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ საკუთარი შემოსავლებიდან დაფარა. სარეაბილიტაციო სამუშაოები კომპანია „ბლექ სი გრუპმა განახორციელა“. ქუთაისის აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ზოლის რეაბილიტაციის პერიოდში, 3 კვირის განმავლობაში, ფრენები თბილისის აეროპორტიდან სრულდებოდა“, - ნათქვამია აეროპორტების გაერთიანების განცხადებაში.

პანკისელი ქალი და მისი მცირეწლოვანი შვილი, რომლებსაც საქართველოში არ უშვებდნენ, ქუთაისის აეროპორტიდან საფრანგეთში გააბრუნეს

პანკისელი ქალი და მისი მცირეწლოვანი შვილი, რომელსაც მესაზღვრეები 4 დღე საქართველოში არ უშვებდნენ, ქუთაისის აეროპორტიდან საფრანგეთში გააბრუნეს. ინფორმაციას "რადიო თავისუფლება" ავრცელებს. 23 წლის ლეილა ქავთაროვა ქუთაისის აეროპორტში 14 მარტს ჩამოფრინდა, მას ქმართან, ბექა ტოხოსაშვილთან შეხვედრა სურდა, რომელიც საქართველოში ცხოვრობს, თუმცა ქავთაროვა 4 დღის განმავლობაში ქვეყანაში არ შემოუშვეს. როგორც ოჯახი ამბობს, მიზეზი მათთვის უცნობია. "ფრანგული პასპორტი მაქვს, ჩემი ქმარი საქართველოში ცხოვრობს და მინდოდა რამდენიმე თვე აქ გამეტარებინა. ეს პირველი შემთხვევა არ არის. სექტემბერშიც იგივე შემემთხვა იყო. უფრო ადრე მსგავსი პრობლემები არ ყოფილა. არავინ მითხრა მიზეზი, რატომ არ შემომიშვეს ქვეყანაში", - უთხრა "რადიო თავისუფლებას" ლეილა ქავთაროვამ. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ქავთაროვას შეყოვნების გამო, პანკისის ხეობის სოფელ დუისში, გუშინ საპროტესტო აქცია გაიმართა.