ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ასაფრენი ბილიკის რეაბილიტაციის პერიოდში, ორი კვირის განმავლობაში, ავიაკომპანია Wizz Air-ი ფრენებს თბილისიდან შეასრულებს, ამის შესახებ TAV Georgia-ს გენერალური მენეჯერი, თეა ზაქარაძე აცხადებს.
„ჩვენ ვიცით და გვაქვს ინფორმაცია, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ასაფრენი ზოლის სარემონტო სამუშაოების გამო იკეტება. იყო სახელმწიფოს თხოვნა, რომ თუ იქნებოდა შესაძლებლობა, ჩვენ მიგვეღო ყველა ის რეისი, რომელიც ქუთაისში დღეს სრულდება“, - განაცხადა თეა ზაქარიძემ გადაცემა „საქმიანი დილის“ ეთერში.
ქუთაისის აეროპორტში დაგეგმილია 2.5 კმ-იანი ასაფრენი ზოლის გეგმიური რეაბილიტაცია. აეროპორტი მუშაობას შეაჩერებს 10-დან 24 ოქტომბრამდე.