თეგი: შეთანხმება

სტამბოლში გამართულ ოთხმხრივ შეხვედრაზე, უკრაინის სამი პორტის განბლოკვაზე შეთანხმდნენ - WSJ

სტამბოლში, უკრაინის, გაეროს, რუსეთისა და თურქეთის ოფიციალური წარმომადგენლების შეხვედრაზე, მხარეები ხორბლის ექსპორტისთვის 3 პორტის განბლოკვაზე შეთანხმდნენ, თუმცა ოფიცილური ხელშეკრულება არ გაფორმებულა. გემების ინსპექტირებას, თურქული მხარე განახორციელებს. ამის შესახებ Wall Street Journal-ი მოლაპარაკებებში ჩართულ პირზე დაყრდნობით წერს. უკრაინიდან საზღვაო გზით მარცვლეულის ექსპორტისთვის სტამბოლში, საკოორდინაციო ცენტრის შექმნაზე შეთანხმდნენ - თურქეთის თავდაცვის მინისტრი გაერო სტამბოლში მარცვლეულის საკითხზე მოლაპარაკებების შემდეგ, პოზიტიურ შედეგებს აანონსებს წინმსწრებად, მხარეები შემდეგ მექანიზმზე შეთანხმდნენ: ხორბლის გამოტანა 3 უკრაინული პორტიდან კონტეინერებით, უკრაინული გემებით მოხდება. ამავდროულად, იმოქმედებს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი. ნაწილობრივ განხორციელდება პორტების მიმდებარე ტერიტორიების განაღმვა. წინმსწრებად ცნობილია, რომ ერთ-ერთია - ოდესის პორტი. ამასთან უკრაინული Forbes ცნობით, განბლოკვა შეეხება შეეხება ჩერნომორსკისა და სამხრეთის პორტებს. მოლაპარაკების შემდეგი პუნქტია, ის რომ თურქეთის საზღვაო-სამხედრო ძალები შეამოწმებენ ცარიელ გემებს, რომლებიც უკრაინის პორტებში შევლენ. მანამდე გემების შემოწმების სურვილი რუსულმა მხარემ გამოთქვა, რადგან განაცხადა, რომ გემები შესაძლოა, უკრაინულმა მხარემ დასავლეთის იარაღის კონტრაბანდისთვის გამოიყენოს. ამასთან, გაერო შექმნის საკონტროლო ცენტრს სტამბოლში გემების უსაფრთხოების დონის მონიტორინგისთვის. შესათანხმებელი რჩება ტექნიკური დეტალები, კერძოდ უკრაინული პორტების განაღმვის საკითხი. უკრაინამ გაეროს განუცხადა, რომ დანაღმული ზღვაში უსაფრთხო გადასასვლელის შექმნის შესახებ, მაგრამ ზღვა მცურავი ნაღმებისგან მაინც უნდა გაიწმინდოს. თუმცა, WSJ-ის წყარო აღნიშნავს, რომ ხელშეკრულებების ხელმოწერის გარდაუვალობაზე საუბარი ჯერ ნაადრევია. გარდა ამისა, რუსეთის დელეგაციისთვის ვლადიმერ პუტინს თანხმობა ჯერ არ განუცხადებია. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 11 ივლისს სატელეფონო საუბარი გამართა თურქეთის პრეზიდენტ, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან, რომლის დროსაც განიხილეს უკრაინის პორტების განბლოკვისა და მარცვლეულის ექსპორტის აღდგენის მნიშვნელობა, ასევე, რუსეთის მიერ უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის აკრძალვის საკითხი.  5 ივლისს, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი შავი ზღვის გავლით უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტისთვის „დერეფნების“ გახსნასთან დაკავშირებით, მოლაპარაკების პროცესის გააქტიურებას აპირებს, რათა 7-10 დღეში მიაღწიოს შედეგს. უკრაინული მარცვლეულით დატვირთული გემი ესპანეთის პორტში 13 ივნისს შევიდა. ეს არის ახალი საზღვაო მარშრუტი, რომელიც რუსეთის მიერ შავ ზღვაზე უკრაინის პორტების ბლოკადისთვის თავის არიდებას ისახავს მიზნად. ეს იყო უკრაინული მარცვლეულის პირველი ტვირთი, რომელმაც ბალტიის ზღვაში ახალი საზღვაო მარშრუტის გამოყენებით, ჩრდილო-დასავლეთ ესპანეთამდე, საზღვაო გზით მიაღწია. რუსეთის ომმა უკრაინაში შეიძლება, 49 მილიონამდე ადამიანი შიმშილამდე მიიყვანოს. ქვეყნები ცდილობენ, რუსეთის მიერ უკრაინის ბლოკადის გამო, ალტერნატიული გზები იპოვონ. უკრაინის პორტებში ხორბლის განბლოკვის რამდენიმე სცენარი იკვეთება, ამ თემაზე Europetime-ის სტატიას გაეცანით.

მსოფლიო ბაზარზე ხორბლის ფასი ეცემა

უკრაინული ხორბლის განბლოკვაზე ხელშეკრულების გაფორმების პერსპექტივამ მსოფლიოში ხორბლის ფასების შემცირებაზე გავლენა უკვე მოახდინა. ამის შესახებ BBC წერს. სტამბოლში უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის უსაფრთხო მიწოდების შესახებ, ხელშეკრულება გაფორმდა ჩიკაგოს ბირჟაზე ხორბლის ფიუჩერსები 3%-ით გაიაფდა. ანალოგიური ვითარება შეიქმნა ბრიტანეთის ფიუჩერსებთან მიმართებით. ხორბლის გაყიდვების ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ მართალია ფიუჩერსები ერთ ღამეში ტონაზე $10 გაიაფდა, მაინც არსებობს სკეპტიციზმი, იმუშავებს თუ არა სტამბოლში გაფორმებული ოთხმხრივი შეთანხმება. 22 ივლისს სტამბოლში, დოლმაბაჰჩეს სასახლეში მარცვლეულისა და სურსათის მიწოდების შესახებ შეთანხმების ხელმოწერის ცერემონიალი გაიმართა.  შეთანხმება შედგა და უკრიანელები ბლოკირებულ მარცვლეულს სამი პორტიდან - ოდესის, ჩერნომორსკის და იუჟნეს პორტებიდან გაიტანენ. მარცვლეულის მიწოდების შესახებ დოკუმენტს ხელი მოეწერა თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანისა და გაეროს გენერალური მდივნის ანტონიო გუტერეშის თანდასწრებით. გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის სიტყვებით, შეთანხმება, რომელსაც ხელი რუსეთმა, უკრაინამ, გაერომ და თურქეთმა მოაწერეს, ომში „იმედის შუქურაა“.    

რას გულისხმობს უკრაინული მარცვლეულის ექსპორტზე მიღწეული შეთანხმება

უკრაინულ პორტებში ხორბლის განბლოკვის საკითხზე სტამბოლში ოთმხრივი შეთანხმება გაფორმდა.  ამის შესახებ ინფორმაციას გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში Twitter-ზე ავრცელებს. ხელმოწერის ცერემონიას ესწრებოდნენ უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრი ალექსანდრე კუბრაკოვი, რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ, თურქეთის თავდაცვის მინისტრი ჰულუსი აკარი, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში და დელეგაციების სხვა წევრები. „გაეროს ეგიდით, უკრაინის, რუსეთის ფედერაციისა და თურქეთის მიერ  დღეს ხელმოწერილი შეთანხმება ხსნის გზას შავ ზღვაში სურსათის კომერციული ექსპორტისთვის. მიღწეული შეთანხმება მსოფლიოს მილიონობით ადამიანისთვის სურსათის დეფიციტით გამოწვეული კატასტროფის თავიდან აცილებას შეუწყობს ხელს. ეს არის იმედის, შესაძლებლობისა და შვების „შუქურა“, – წერს გაეროს გენერალური მდივანი. სტამბოლში უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის უსაფრთხო მიწოდების შესახებ, ხელშეკრულება გაფორმდა გაეროს ცნობით, დოლმაბაჰჩეს სასახლეში მარცვლეულისა და სურსათის მიწოდების შესახებ შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ დაუყოვნებლივ შეიქმნება საინსპექციო ჯგუფები, რომელშიც გაეროს წარმომადგენლები და სავარაუდოდ უკრაინელი, თურქი და რუსი სამხედროები შევლენ. გაეროს წარმომადგენლების ინფორმაციით, შეთანხმება ძალაში 120 დღის განმავლობაში იქნება. მსოფლიო ბაზარზე ხორბლის ფასი ეცემა უკრაინის პორტებს ხორბლის ექსპორტისთვის მოსამზადებლად 10 დღე დასჭირდებათ. თუმცა გაერო იმედოვნებს, რომ ხელშეკრულების საფუძველზე პროცესი საკმაოდ სწრაფად განვითარდება. ხელშეკრულება უზრუნველყოფს ხორბლის უსაფრთხო ექსპორტს „ოდესის“, „ჩერნომორსკის“ და „იუჟნის“ პორტებიდან. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინამ თავდაცვის მიზნით, საპორტო წყლები დანაღმა, გაეროს წარმომადგენელი აცხადებს, რომ ამ დროისთვის განაღმვის აუცილებლობა არ არის და გემები სამხედროების თანხლებით უსაფრთხო მარშრუტებით გადაადგილდებიან, რის შემდეგაც შავ ზღვაზე ბოსფორის სრუტით უკრაინული ხორბალი მსოფლიო ბაზარზე გავა. ამასთან, გაერომ მოაგვარა გემების დაზღვევის საკითხი, რომლებიც შავ ზღვაში და შემდგომ უკრაინის პორტებში ხორბლის გადმოსაზიდად შევლენ. პროცესში ჩართული იყო საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაცია. უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა მიხაილ პოდოლიაკმა განმარტა, რომ უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმების თანახმად, უკრაინა წინასწარ არ აწერს ხელს რუსეთთან რაიმე დოკუმენტს. „ჩვენ ხელს ვაწერთ შეთანხმებას თურქეთთან და გაეროსთან და მათ წინაშე ვალდებულებებს ვიღებთ. რუსეთი თურქეთთან და გაეროსთან სარკისებურ შეთანხმებას აფორმებს. არავითარი რუსული გემების სატრანსპორტო ესკორტი და რუსეთის წარმომადგენლების არსებობა ჩვენს პორტებში. პროვოკაციის შემთხვევაში იქნება დაუყოვნებლივი სამხედრო პასუხი. საჭიროების შემთხვევაში, სატრანსპორტო გემების შემოწმებას თურქეთის წყლებში ერთობლივი ჯგუფი განახორციელებს“, – წერდა მიხაილო პოდოლიაკი.  

ევროკავშირის ქვეყნები გაზის მოხმარების შემცირებაზე შეთანხმდნენ. წინააღმდეგი მხოლოდ უნგრეთია

ევროკავშირის წევრი ქვეყნების ენერგეტიკის მინისტრებმა გაზის მოხმარების შემცირებაზე პოლიტიკურ შეთანხმებას მიაღწიეს.  ლუქსემბურგის ენერგეტიკის მინისტრის კლოდ ტურმესის განცხადებით, ევროკომისიის გადაწყვეტილების წინააღმდეგ უნგრეთი წავიდა   „ევროკავშირი გაერთიანდა, დათანხმდა გაზზე მოთხოვნის შემცირების კოორდინირებულ რეგულაციას. რუსეთის მხრიდან შანტაჟზე პასუხის გასაცემად, გაზის მოხმარების 45 მილიარდი კუბური მეტრით შემცირება საუკეთესო ნაბიჯია. ამ ინიციატივას წინააღმდეგ ხმა მხოლოდ უნგრეთმა მისცა“, - განაცხადა მინისტრმა. გეგმის მიზანი საგანგებო ვითარებაში გაზის მოხმარების 15%-ით შემცირებაა. ამ შემთხვევაში გადაწყვეტილების მიზეზია რუსეთიდან მიწოდების მნიშვნელოვანი შეფერხება. ევროკომისიის გადაწყვეტილება განსაკუთრებით მოწყვლადი ქვეყნებისთვის ან მთლიანად ბლოკის ქსელისთვის გამონაკლისებს ითვალისწინებს.  11 ივლისიდან რუსეთმა ევროპისთვის ბუნებრივი აირის ყველაზე დიდი მიმწოდებელი გაზსადენით, „ჩრდილოეთის ნაკადი 1-ით“ გაზის მიწოდება შეაჩერა.  20 ივლისს ევროკომისიამ წარმოადგინა გეგმა, რომლის თანახმადაც ყველა წევრმა ქვეყანამ გაზის მოხმარება 15 პროცენტით უნდა შეამციროს, რადგან რუსეთისგან ბუნებრივი აირის მიწოდების შესაძლო შეწყვეტის საფრთხე არსებობს. 21 ივლისს რუსეთმა მილსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი1“-ით ბუნებრივი გაზის მიწოდება განაახლა, თუმცა გაზსადენი მხოლოდ 40%-იანი დატვირთვით მუშაობს. 25 ივლისს კი, „გაზპრომმა“ Nord Stream1-ის კიდევ ერთი ტურბინის გათიშვის შესახებ განაცხადა, შედეგად ევროპისთვის გაზის მიწოდება კიდევ შემცირდა.   

ევროკავშირმა და ყაზახეთმა ნედლეულის შესახებ სტრატეგიული შეთანხმება გააფორმეს

ევროკავშირმა და ყაზახეთმა, ნედლეულის, აკუმულატორებისა და განახლებადი წყალბადის სფეროში, სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმება გააფორმეს. ამის შესახებ  ევროკომისიის (EC) პრესსამსახურმა განაცხადა. „7 ნოემბერს, ეგვიპტეში COP-27-ში მონაწილეობისას, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა და ყაზახეთის პრემიერ-მინისტრმა ალიხან სმაილოვმა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს ევროკავშირსა და ყაზახეთს შორის პარტნიორობის დამყარების შესახებ“, - ნათქვამია განცხადებაში. ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, ნედლეულის, დახვეწილი მასალებისა და განახლებადი წყალბადის საიმედო და მდგრადი მარაგი ეკონომიკისთვის ახალი, უფრო სუფთა საძირკვლის გასაღებია „განსაკუთრებით მაშინ, როცა წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულებას ვამცირებთ“. ევროკომისია განმარტავს, რომ „შეთანხმება მიზნად ისახავს ნედლეულისა და დახვეწილი მასალების საიმედო და მდგრადი მიწოდებასა და განვითარებას“. ამასთან, შეთანხმება ითვალისწინებს „ნედლეულის, აკუმულატორებისა და განახლებადი წყალბადის მიწოდების ჯაჭვის მდგრადობის გაუმჯობესებას“ და „ორმხრივი თანამშრომლობას შესაძლებლობების განვითარების, უნარების, კვლევისა და ინოვაციების სფეროში“.    

Reuters: აშშ და ბრიტანეთი თხევადი გაზის ექსპორტზე შეთანხმდნენ

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი, აშშ-სთან გაზის მთავარი შეთანხმების გამოცხადებისთვის ემზადება.  დიდი ბრიტანეთი თხევადი გაზის შესყიდვაზე აშშ-თან მოლაპარაკებებს აწარმოებს - Bloomberg აშშ-სა და ბრიტანეთს შორის, მოლაპარაკებები „ენერგეტიკული უსაფრთხოების პარტნიორობაზე“ დასკვნით ეტაპებზეა.  Reuters-ის ცნობით, აშშ, დიდ ბრიტანეთში მომდევნო წლის განმავლობაში მილიარდობით კუბური მეტრი თხევადი ბუნებრივი აირის გაყიდვას გეგმავს. ბულგარეთმა აშშ-დან თხევადი გაზით დატვირთული პირველი ტანკერი მიიღო პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი შეთანხმების შესახებ გაეროს კლიმატის ცვლილების 27-ე სამიტის შემდეგ გამოაცხადებს. თავის მხრივ, ბრიტანეთი იმედოვნებს, რომ აშშ-სგან მომავალ წელს, დაახლოებით, 10 მილიარდი კუბური მეტრის მოცულობის თხევად ბუნებრივ გაზს მიიღებს.  

უკრაინამ და ბრიტანეთმა ციფრული ვაჭრობის შეთანხმება გააფორმეს

უკრაინამ და დიდმა ბრიტანეთმა ციფრული ვაჭრობის შეთანხმება გააფორმეს. რომლის საფუძველზეც, ბრიტანეთი,  რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის ფონზე, უკრაინის ეკონომიკას, მხარს დაუჭერს.  ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახური იტყობინება. მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ციფრული ვაჭრობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღევანდელ გარემოში, როდესაც სამხედრო ოპერაციები და ინფრასტრუქტურის განადგურება ფიზიკურ ვაჭრობას ბევრად ართულებს. გარდა ამისა, არსებობს კრიტიკული საჭიროება, რომ ადამიანებმა შეძლონ ციფრული იდენტიფიკაციის გადაწყვეტილებების გამოყენება მნიშვნელოვანი დოკუმენტაციის დაკარგვის ან საზღვრის გადაკვეთის მიუხედავად. შესაბამისად, შეთანხმება ასევე განსაზღვრავს დიდ ბრიტანეთსა და უკრაინას შორის თანამშრომლობის ჩარჩოებს ორი ქვეყნის ციფრული საიდენტიფიკაციო სისტემების მიმოწერასთან დაკავშირებით. ციფრული ვაჭრობის ხელშეკრულება მოიცავს ეკონომიკისა და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა თანამედროვე სფეროს - ციფრულ სავაჭრო სისტემებს, მონაცემთა უფასო გაცვლას, მომხმარებელთა დაცვას, ღია ციფრულ ბაზრებს, ფინანსურ მომსახურებას, ტექნიკურ თანამშრომლობას.  

საქართველოს მწვანე და მდგრადი განვითარებისთვის მსოფლიო ბანკთან შეთანხმებები გაფორმდა

ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, სებასტიან მოლინეუსმა, ხელი მოაწერეს რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკსა და საქართველოს შორის სასესხო შეთანხმებებს, რომელთა მიზანია საქართველოს მწვანე და მდგრადი განვითარების, მდგრადი სოფლის მეურნეობის, ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს. „საქართველოს მწვანე და მდგრადი განვითარების პოლიტიკის პირველი ოპერაციის ფარგლებში, ქვეყნისთვის გამოყოფილი იქნება 46.2 მლნ ევროს ოდენობის ფინანსური რესურსი, რომელიც მიიმართება სახელმწიფო ბიუჯეტში. პროგრამა მოიცავს კლიმატის ცვლილების კუთხით ვალდებულებებს (ტყის მდგრადი მართვა, სამრეწველო ემისიების მართვა, განახლებადი ენერგიების წარმოება), პირობითი ვალდებულებებისა და ფისკალური რისკების შერბილებას (სახელმწიფო საწარმოთა ფინანსური ზედამხედველობის პროცედურები და მმართველობის ფორმები), მიწაზე, წყალსა და ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას (ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურა, გადახდის სისტემები და გადახდის სერვისები). საქართველოს მდგრადი სოფლის მეურნეობის, ირიგაციისა და მიწის პროექტი ითვალისწინებს 69,3 მლნ ევროს ოდენობის ფინანსური რესურსის გამოყოფას. პროექტის ძირითადი მიზანია: კახეთში, შიდა და ქვემო ქართლში, მცხეთა-მთიანეთსა და სამეგრელო-ზემო სვანეთში ირიგაციისა და დრენაჟის სერვისების და სასოფლო-სამეურნეო წარმოების გაუმჯობესება; ეროვნული ირიგაციისა და მიწის მართვის ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერება კლიმატისადმი მდგრადი დაგეგმვისთვის; პროექტი ითვალისწინებს ინვესტიციებს ირიგაციის სექტორში, მიწისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებებში, რაც თავისთავად ხელს შეუწყობს ქვეყანაში სოფლის მეურნეობის განვითარებას“,- აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს გავრცელებულ ინფორმაციაში.