სტამბოლში, უკრაინის, გაეროს, რუსეთისა და თურქეთის ოფიციალური წარმომადგენლების შეხვედრაზე, მხარეები ხორბლის ექსპორტისთვის 3 პორტის განბლოკვაზე შეთანხმდნენ, თუმცა ოფიცილური ხელშეკრულება არ გაფორმებულა. გემების ინსპექტირებას, თურქული მხარე განახორციელებს. ამის შესახებ Wall Street Journal-ი მოლაპარაკებებში ჩართულ პირზე დაყრდნობით წერს.
- უკრაინიდან საზღვაო გზით მარცვლეულის ექსპორტისთვის სტამბოლში, საკოორდინაციო ცენტრის შექმნაზე შეთანხმდნენ - თურქეთის თავდაცვის მინისტრი
- გაერო სტამბოლში მარცვლეულის საკითხზე მოლაპარაკებების შემდეგ, პოზიტიურ შედეგებს აანონსებს
წინმსწრებად, მხარეები შემდეგ მექანიზმზე შეთანხმდნენ: ხორბლის გამოტანა 3 უკრაინული პორტიდან კონტეინერებით, უკრაინული გემებით მოხდება. ამავდროულად, იმოქმედებს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი. ნაწილობრივ განხორციელდება პორტების მიმდებარე ტერიტორიების განაღმვა. წინმსწრებად ცნობილია, რომ ერთ-ერთია - ოდესის პორტი. ამასთან უკრაინული Forbes ცნობით, განბლოკვა შეეხება შეეხება ჩერნომორსკისა და სამხრეთის პორტებს.
მოლაპარაკების შემდეგი პუნქტია, ის რომ თურქეთის საზღვაო-სამხედრო ძალები შეამოწმებენ ცარიელ გემებს, რომლებიც უკრაინის პორტებში შევლენ. მანამდე გემების შემოწმების სურვილი რუსულმა მხარემ გამოთქვა, რადგან განაცხადა, რომ გემები შესაძლოა, უკრაინულმა მხარემ დასავლეთის იარაღის კონტრაბანდისთვის გამოიყენოს.
ამასთან, გაერო შექმნის საკონტროლო ცენტრს სტამბოლში გემების უსაფრთხოების დონის მონიტორინგისთვის. შესათანხმებელი რჩება ტექნიკური დეტალები, კერძოდ უკრაინული პორტების განაღმვის საკითხი. უკრაინამ გაეროს განუცხადა, რომ დანაღმული ზღვაში უსაფრთხო გადასასვლელის შექმნის შესახებ, მაგრამ ზღვა მცურავი ნაღმებისგან მაინც უნდა გაიწმინდოს. თუმცა, WSJ-ის წყარო აღნიშნავს, რომ ხელშეკრულებების ხელმოწერის გარდაუვალობაზე საუბარი ჯერ ნაადრევია. გარდა ამისა, რუსეთის დელეგაციისთვის ვლადიმერ პუტინს თანხმობა ჯერ არ განუცხადებია.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 11 ივლისს სატელეფონო საუბარი გამართა თურქეთის პრეზიდენტ, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან, რომლის დროსაც განიხილეს უკრაინის პორტების განბლოკვისა და მარცვლეულის ექსპორტის აღდგენის მნიშვნელობა, ასევე, რუსეთის მიერ უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის აკრძალვის საკითხი.
5 ივლისს, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი შავი ზღვის გავლით უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტისთვის „დერეფნების“ გახსნასთან დაკავშირებით, მოლაპარაკების პროცესის გააქტიურებას აპირებს, რათა 7-10 დღეში მიაღწიოს შედეგს.
უკრაინული მარცვლეულით დატვირთული გემი ესპანეთის პორტში 13 ივნისს შევიდა. ეს არის ახალი საზღვაო მარშრუტი, რომელიც რუსეთის მიერ შავ ზღვაზე უკრაინის პორტების ბლოკადისთვის თავის არიდებას ისახავს მიზნად.
ეს იყო უკრაინული მარცვლეულის პირველი ტვირთი, რომელმაც ბალტიის ზღვაში ახალი საზღვაო მარშრუტის გამოყენებით, ჩრდილო-დასავლეთ ესპანეთამდე, საზღვაო გზით მიაღწია. რუსეთის ომმა უკრაინაში შეიძლება, 49 მილიონამდე ადამიანი შიმშილამდე მიიყვანოს. ქვეყნები ცდილობენ, რუსეთის მიერ უკრაინის ბლოკადის გამო, ალტერნატიული გზები იპოვონ.
უკრაინის პორტებში ხორბლის განბლოკვის რამდენიმე სცენარი იკვეთება, ამ თემაზე Europetime-ის სტატიას გაეცანით.