თეგი: შეიარაღებული ძალები
უცხოური მედია: რუსეთმა უკრაინის საზღვართან განთავსებულ შეიარაღებულ ძალებს 7 000 სამხედრო დაამატა
რუსეთმა უკრაინის საზღვართან განთავსებულ შეიარაღებულ ძალებს 7 000 სამხედრო დაამატა. აღნიშნულთან დაკავშირებით CNN-ის ინფორმაციას აშშ-ის ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს. ოფიციალური პირის განცხადებით, სამხედროების დამატება ცხადყოფს, რომ შეიარაღებული ძალების გაყვანის შესახებ რუსეთის განცხადება ყალბია, ხოლო ვლადიმერ პუტინის განცხადება დიპლომატიის მიმართ ღიაობის შესახებ მხოლოდ და მხოლოდ ნიღაბია. „ყველა მაჩვენებელი, რაც ახლა გვაქვს, მიუთითებს, რომ ისინი მხოლოდ საჯაროდ აკეთებენ განცხადებებს დიალოგის, ასევე დეესკალაციის შესახებ და ამავდროულად ომისთვის მობილიზებას ახორციელებენ. უახლოეს დღეებში უნდა ველოდოთ უფრო მეტ ცრუ ინფორმაციას რუსული სახელმწიფო მედიისგან. არ ვიცით, რა ფორმა ექნება ცრუ საბაბს, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ მსოფლიო მზად არის,“ – აღნიშნა მაღალჩინოსანმა.
ევროპაში NATO-ს შეიარაღებულ ძალებს ახალი მეთაური ჰყავს
ევროპაში NATO-ს შეიარაღებული ძალების მეთაურად ჩრდილოატლანტიკურმა საბჭომ ამერიკელი გენერალი კრისტოფერ კავოლის კანდიდატურა დაამტკიცა. კავოლი ევროპასა და აფრიკაში ამერიკის სახმელეთო ჯარებს მეთაურია. ევროპაში NATO-ს შეიარაღებული ძალების მეთაურის პოსტზეის ტოდ უოლტერსს შეცვლის. უფლებამოსილების გადაბარების ცერემონია სავარაუდოდ, მიმდინარე წლის ზაფხულში, ბელგიაში გაიმართება. კავოლის დანიშვნას, NATO-ს სანქციით, ხელი მოაწერა ამერიკის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა.
პუტინმა რუსეთის შეიარაღებული ძალების გაზრდაზე ბრძანებას მოაწერა ხელი
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, რუსული არმიის დაკომპლექტების შესახებ ბრძანებას მოაწერა ხელი. უკრაინის შეიარაღებული ძალები: რუსი ჯარისკაცები დემორალიზებულები არიან ბრძანების მიხედვით, სამხედრო პერსონალი 137 000 ადამიანით გაიზრდება. ეს მხოლოდ სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობის ხარჯზე მოხდება - ჯარში სამოქალაქო პერსონალის რაოდენობა უცვლელი დარჩება. დიდი ბრიტანეთის დაზვერვა: რუსეთის ზოგიერთი საბრძოლო ნაწილი შეტევითი ოპერაციებისთვის არასაიმედოა კონკრეტულად როგორ გაიზრდება სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობა - დამატებითი გაწვევით, თუ საკონტრაქტო ჯარისკაცების რაოდენობის გაზრდით - ბრძანებაში არ არის მითითებული. რუსეთმა უკრაინასთან ფართომასშტაბიან ომში, 6 თვის წინ დასახული მიზნების უმეტესობას ვერ მიაღწია - ბრიტანეთის დაზვერვა ბრძანება ძალაში 2023 წლის პირველი იანვრიდან შევა.
უკრაინის შეიარაღებულ ძალებში 40 000-ზე მეტი ქალი მსახურობს, მათგან 5 000 ფრონტის ხაზზეა
უკრაინის შეიარაღებულ ძალებში, სამხედრო პოზიციებზე 40 000-ზე მეტი ქალი მსახურობს. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული ძალების სარდალმა სერჰი ნაევმა განაცხადა. „40 000-ზე მეტი ქალია სამხედრო პოზიციებზე, რომელიც ამჟამად უკრაინის შეიარაღებულ ძალებში მსახურობს. მათგან 8 000 ოფიცრის თანამდებობაზეა“, - განაცხადა სერჰი ნაევმა. მისივე თქმით, 5000-ზე მეტი ქალი იმყოფება იმ ადგილებში, სადაც აქტიური საომარი მოქმედებები მიმდინარეობს. მათ შორის არიან ოცეულის, მანქანებისა და უპილოტო თვითმფრინავების მეთაურები, ასევე სნაიპერები. „აქედან გამომდინარე, დადებითად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქალები და კაცები ერთად ატარებენ სამხედრო სამსახურის მძიმე ტვირთს და ასრულებენ დავალებებს შეიარაღებული აგრესიის მოსაგერიებლად. მე დიდ პატივს ვცემ ყველა იმ ქალს, ვინც ჯარში სამსახურში მოვიდა“, - აღნიშნა უკრაინის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული ძალების სარდალმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ნორვეგიას შეიარაღებული ძალები, მაღალი მზადყოფნის რეჟიმში გადაჰყავს
ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა იონას შტორემ განაცხადა, რომ ქვეყნის შეიარაღებული ძალები სამხედრო საფრთხის მაღალ დონეზეა გადაყვანილი. „ეს არის ვითარების ყველაზე სერიოზული გართულება, ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში,” - განმარტა მან და დასძინა, რომ მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს რუსეთის მხრიდან საფრთხის კონკრეტული მტკიცებულება, მზარდი დაძაბულობა ქვეყანას უფრო დაუცველს ხდის სხვადასხვა სახის საფრთხეების, სადაზვერვო ოპერაციებთან მიმართებით. ფორმალურად, მზადყოფნის ახალი დონე ძალაში პირველ ნოემბერს შევა, მხოლოდ რამდენიმე კვირის შემდეგ Nord Stream გაზსადენზე მომხდარი ინციდენტიდან, რამაც ქვეყნის შეიარაღებული ძალების ნორვეგიის ნავთობის პლატფორმების დასაცავად გაგზავნა გამოიწვია. გარდა ამისა, Reuters-ის ცნობით, თავდაცვის სამინისტროს სპიკერზე დაყრდნობით, ნორვეგიის საჰაერო ძალებმა გააუქმეს F-35 მებრძოლების წვრთნები შეერთებულ შტატებში, რადგან ამ მომენტში ოსლო „სამხედროების ნორვეგიაში შენარჩუნებას ამჯობინებს“. რუსული ენერგომატარებლების მიწოდების შეწყვეტის შემდეგ, ნორვეგია ევროპაში, ბუნებრივი გაზის უმსხვილესი ექსპორტიორი გახდა.