თეგი: შოტლანდია
შოტლანდიამ დამოუკიდებლობის რეფერენდუმისთვის მზადება დაიწყო
შოტლანდიის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლა სტერჯენმა ედინბურგში გამართულ პრესკონფერენციაზე შოტლანდიის დამოუკიდებლობის თაობაზე მეორე რეფერენდუმის გამართვის შესახებ განაცხადა. შოტლანდიის მთავრობის ოფიციალურ საიტზე 14 ივნისს გამოქვეყნდა დოკუმენტი სახელწოდებით „დამოუკიდებლობა თანამედროვე მსოფლიოში. უფრო ჯანსაღი, უფრო ბედნიერი, უფრო სამართლიანი: რატომ არა შოტლანდია?“, რომელშიც სახელმწიფოს რეფორმირების გეგმაა წარმოდგენილი. დოკუმენტის წინასიტყვაობაში სტერჯენმა დაწერა, რომ ახლა საუკეთესო დროა „ახალი შოტლანდიის“ ასაშენებლად - „კორონავირუსის, ბრექსიტისა და ბორის ჯონსონის“ შემდეგ. ახალი კენჭისყრის ჩასატარებლად საჭიროა დიდი ბრიტანეთის მთავრობის თანხმობა. პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ ახლა არ არის რეფერენდუმზე ლაპარაკისთვის შესაფერისი დრო. ადრე მან პირობა დადო, რომ არ დაუშვებს შოტლანდიის გამოყოფას და განაცხადა, რომ საკითხი 2014 წელს, პირველი რეფერენდუმის დროს გადაწყდა.
ჯონსონის განცხადებით, შოტლანდია და უელსი უკრაინას, 100 მილიონი ფუნტის სამხედრო დახმარებას გამოუყოფენ
შოტლანდიამ და უელსმა, უკრაინისთვის 100 მილიონი ფუნტის სამხედრო დახმარების გამოყოფის გადაწყვეტილება მიიღეს. ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა Twitter-ზე დაწერა. ჯონსონი და მაკრონი უკრაინისთვის მეტი დახმარების გაწევაზე შეთანხმდნენ ბორის ჯონსონი: უკრაინის მიტოვება რომ მომიხდეს, ჩავთვლიდი, რომ დავმარცხდი და გადავდგებოდი „უელსის მთავრობამ გამოყო 35 მილიონი უკრაინას სამხედრო მხარდაჭერისთვის, უელსის ოჯახებმა კი 3000 ლტოლვილი მიიღეს", - ნათქვამია ჯონსონის განცხადებაში. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, შოტლანდიამ ასევე გამოყო 65 მილიონი ფუნტი და უკრაინიდან ლტოლვილების მისაღებად, მზადყოფნის შესახებ გამოაცხადა. „ახლახან ვესაუბრე შოტლანდიის პირველ მინისტრს ნიკოლა სტერჯენს, რათა გამომეცხადებინა დიდი ბრიტანეთის თანამშრომლობის წარმატება უკრაინის მხარდასაჭერად. მადლობა გადავუხადე შოტლანდიის მთავრობას 65 მილიონი ფუნტის წვლილის გამო, უკრაინაში გაერთიანებული სამეფოს სამხედრო დახმარების 2,3 მილიარდ ფუნტამდე გაზრდაში და უკრაინიდან 6000-ი ლტოლვილის განსახლების მცდელობისთვის“, - წერს ჯონსონი. ბორის ჯონსონი ოდესის საპატიო მოქალაქე გახდა
შოტლანდიის პირველი მინისტრი ნიკოლა სტარჯონი თანამდებობას დატოვებს - BBC
BBC-ის ცნობით, შოტლანდიის პირველი მინისტრი ნიკოლა სტარჯონი თანამდებობას დატოვებს. ამ პოსტზე ის 2014 წლის შემდეგ მუშაობდა. BBC წერს, რომ შოტლანდიის ეროვნული პარტიის ლიდერი, განცხადებას სავარაუდოდ, ედინბურგში საგანგებოდ მოწვეულ პრესკონფერენციაზე გააკეთებს. ნიკოლა ფერგიუსონ სტარჯონი არის შოტლანდიის მეხუთე პირველი მინისტრი, ასევე შოტლანდიის ნაციონალური პარტიის ლიდერი. ის პირველი ქალია, რომელიც ამ თანამდებობას იკავებს. ნიკოლა ფერგიუსონ სტარჯონს პირველი მინისტრის თანამდებობა ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი დროით ეკავა.
საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედროებმა შოტლანდიაში წარმატებით იასპარეზეს
საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეები შოტლანდიიდან 3 ოქროს, 1 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედლით დაბრუნდნენ. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 6-კაციანმა გუნდმა, რომელთა შორის იყვნენ დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეები, წარმატებით იასპარეზა ქალაქ პერზირში მოკავშირე ძალების ფონდის (Allied Forces Foundation) ეგიდით გამართულ მარშირებაში. „მარშირება რთულ რელიეფზე“ 1-7 ივნისის ფარგლებში გაიმართა და მასში სხვადასხვა პარტნიორი ქვეყნის დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეებიც მონაწილეობდნენ. მარშირებისას ოქროს მედლისათვის დასაფარი იყო 54 მილი, ვერცხლისთვის - 36.5, ხოლო ბრინჯაოსთვის - 22 მილი. „თავდაცვის სამინისტროს გუნდიდან ოქროს მედლები მერაბ დემურაშვილმა, ზვიად ქარსანაშვილმა და ლევან წერეთელმა მოიპოვეს; ვერცხლის მედალი - ივანე კიპაროიძემ, ხოლო ბრინჯაო - გიორგი ბოცვაძემ და თემურ მეიფარიანმა მიიღეს. ღონისძიება მიზნად ისახავს დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების რეაბილიტაციასა და რესოციალიზაციას, ასევე მსგავსი გამოცდილების მქონე სამხედრო მოსამსახურეებისთვის პრობლემის დაძლევის გამოცდილების გაზიარებას“, - წერია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. მისივე თანახმად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ჩამოსულ სამხედროებს თავდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ბუბუნაური, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალ-მაიორი ჯონი ტატუნაშვილი, ასევე სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის წარმომადგენლები დახვდნენ. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გუნდს 2016 წელს მოპოვებული აქვს ერთი ბრინჯაოს, 2018 წელს სამი ბრინჯაოსა და ერთი ვერცხლის, ხოლო 2019 წელს ორი ბრინჯაოს და ოთხი ოქროს მედალი.
საქართველოს თავდაცვის ძალები შოტლანდიაში, მრავალეროვნულ საზღვაო სწავლებაში - Sea Breeze 2023 მონაწილეობდა
გაერთიანებულ სამეფოში, შოტლანდიაში, გლაზგოსა და ლოხ-იუში აშშ-ის მე-6 საზღვაო ფლოტის ორგანიზებით მრავალეროვნული საზღვაო სწავლება - Sea Breeze 2023 ჩატარდა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სწავლება მიზნად ისახავდა საზღვაო უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ოპერაციების გაძლიერებას მრავალეროვან პარტნიორებთან ერთად, ასევე შავი ზღვისა და პარტნიორობა მშვიდობისათვის საზღვაო უსაფრთხოების ძალების შესაძლებლობების გაძლიერებას. მრავალეროვნულ სწავლებაში წელს საქართველოს თავდაცვის ძალები საშტაბო და მყვინთავთა კომპონენტებში იყო წარმოდგენილი. თავდაცვის ძალების ორი ოფიცერი ნაღმოსანთა ტაქტიკური დაჯგუფების შემადგენლობაში ნაღმსაწინააღმდეგო საზღვაო ოპერაციების დაგეგმვისა და აღსრულების პროცესებში იყო ჩართული. სპეციალური ოპერაციების ძალების დასავლეთის ბატალიონის საზღვაო ასეულის მყვინთავების ჯგუფი კი, მოტივტივე საზღვაო ნაღმების, ფსკერის ნაღმების და მისაკრავი ნაღმების ძებნის, აღმოჩენის, განაღმის და დანაღმვის როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ სწავლებებში მონაწილეობდა. საქართველოსთან ერთად სწავლებაში მონაწილე ქვეყნებია: აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, საფრანგეთი, თურქეთი, უკრაინა, შვედეთი, დანია, ნორვეგია, ფინეთი, ბულგარეთი, რუმინეთი, ესტონეთი, ნიდერლანდები, ასევე NATO-ს მუდმივმოქმედი საზღვაო ნაღმოსანთა ხომალდების დაჯგუფება.