შოტლანდიის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლა სტერჯენმა ედინბურგში გამართულ პრესკონფერენციაზე შოტლანდიის დამოუკიდებლობის თაობაზე მეორე რეფერენდუმის გამართვის შესახებ განაცხადა.
შოტლანდიის მთავრობის ოფიციალურ საიტზე 14 ივნისს გამოქვეყნდა დოკუმენტი სახელწოდებით „დამოუკიდებლობა თანამედროვე მსოფლიოში. უფრო ჯანსაღი, უფრო ბედნიერი, უფრო სამართლიანი: რატომ არა შოტლანდია?“, რომელშიც სახელმწიფოს რეფორმირების გეგმაა წარმოდგენილი.
დოკუმენტის წინასიტყვაობაში სტერჯენმა დაწერა, რომ ახლა საუკეთესო დროა „ახალი შოტლანდიის“ ასაშენებლად - „კორონავირუსის, ბრექსიტისა და ბორის ჯონსონის“ შემდეგ.
ახალი კენჭისყრის ჩასატარებლად საჭიროა დიდი ბრიტანეთის მთავრობის თანხმობა. პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ ახლა არ არის რეფერენდუმზე ლაპარაკისთვის შესაფერისი დრო. ადრე მან პირობა დადო, რომ არ დაუშვებს შოტლანდიის გამოყოფას და განაცხადა, რომ საკითხი 2014 წელს, პირველი რეფერენდუმის დროს გადაწყდა.