შოტლანდიამ და უელსმა, უკრაინისთვის 100 მილიონი ფუნტის სამხედრო დახმარების გამოყოფის გადაწყვეტილება მიიღეს. ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა Twitter-ზე დაწერა.
- ჯონსონი და მაკრონი უკრაინისთვის მეტი დახმარების გაწევაზე შეთანხმდნენ
- ბორის ჯონსონი: უკრაინის მიტოვება რომ მომიხდეს, ჩავთვლიდი, რომ დავმარცხდი და გადავდგებოდი
„უელსის მთავრობამ გამოყო 35 მილიონი უკრაინას სამხედრო მხარდაჭერისთვის, უელსის ოჯახებმა კი 3000 ლტოლვილი მიიღეს", - ნათქვამია ჯონსონის განცხადებაში.
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, შოტლანდიამ ასევე გამოყო 65 მილიონი ფუნტი და უკრაინიდან ლტოლვილების მისაღებად, მზადყოფნის შესახებ გამოაცხადა.
„ახლახან ვესაუბრე შოტლანდიის პირველ მინისტრს ნიკოლა სტერჯენს, რათა გამომეცხადებინა დიდი ბრიტანეთის თანამშრომლობის წარმატება უკრაინის მხარდასაჭერად. მადლობა გადავუხადე შოტლანდიის მთავრობას 65 მილიონი ფუნტის წვლილის გამო, უკრაინაში გაერთიანებული სამეფოს სამხედრო დახმარების 2,3 მილიარდ ფუნტამდე გაზრდაში და უკრაინიდან 6000-ი ლტოლვილის განსახლების მცდელობისთვის“, - წერს ჯონსონი.