თეგი: ჩარლზ III

შევეცდები, გემსახუროთ ლოიალობით, პატივისცემითა და სიყვარულით - ჩარლზ III

შევეცდები, გემსახუროთ ლოიალობით, პატივისცემითა და სიყვარულით, ისევე, როგორც ამას ვაკეთებდი მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში, - ამის შესახებ ჩარლზ მესამემ დიდი ბრიტანეთის მეფემ განაცხადა. გაერთიანებული სამეფოს ახალ მონარქად ჩარლზ მესამე ოფიციალურად გამოაცხადეს "დედოფალმა, მის 21 წლის იუბილეზე თანამეგობრობისადმი კეიპტაუნიდან მიმართვისას პირობა დადო, რომ თავის ცხოვრებას, იქნებოდა ის ხანგრძლივი თუ ხანმოკლე, თავისი ხალხის მსახურებას მიუძღვნიდა. ეს იყო დაპირებაზე მეტი. ეს იყო ღრმად პირადი ვალდებულება, რომელმაც მთელი მისი ცხოვრება განსაზღვრა. მან გაიღო მსხვერპლი მოვალეობისთვის. ვდებ პირობას, რომ ამ დარჩენილი დროის განმავლობაში, რომელიც უფალმა მიბოძა, როგოც თავად დედოფალი, ისეთივე ურყევი ერთგულებით დავიცავ საკონსტიტუციო პრინციპებს, რომლებიც ჩვენი ერის საფუძველს წარმოადგენს", - განაცხადა დიდი ბრიტანეთის მეფემ. დიდი ბრიტანეთის დედოფალი, ელისაბედ მეორე 96 წლის ასაკში გარდაიცვალა  

ილია II ჩარლზ III-ს მეფედ კურთხევას ულოცავს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II მეფე ჩარლზ III-ს მეფედ კურთხევას ულოცავს. „თქვენო უდიდებულესობავ, საქართველოს ეკლესიისა და პირადად ჩემი სახელით გულითადად გილოცავთ გაერთიანებული სამეფოს მეფედ კურთხევას. თქვენ ბრძანდებით მე-40 მონარქი, რაც ამ სამეფოს უძველესობასა და მემკვიდრეობის უწყვეტობაზე მეტყველებს და კიდევ ერთხელ წარმოაჩენს მის სიძლიერესა და მნიშვნელობას მსოფლიო მონარქთა შორის. ამიტომაც განსაკუთრებულია თქვენზე დაკისრებული პასუხისმგებლობა. ღმერთმა შეგაძლებინოთ თქვენი ჯვრის ღვთისსათნოდ მტვირთველობა. გაერთიანებული სამეფოს ახალ მეფეს, ჩარლზ მესამეს გვირგვინი დაადგეს ღმერთმა დაგლოცოთ თქვენ და თქვენი მეუღლე, დედოფალი კამილა და მშვიდობით აკურთხოს თქვენი მეფობა”, - ნათქვამია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II-ის მილოცვაში.  

500 წლის შემდეგ პირველად, რომის პაპმა და გაერთიანებული სამეფოს მეფემ ერთად ილოცეს

ბოლო 500 წლის განმავლობაში პირველად, გაერთიანებული სამეფოს მონარქმა, მეფე ჩარლზმა რომის პაპთან ერთად საჯაროდ ილოცა. ლოცვა სიქსტეს კაპელაში, მიქელანჯელოს ცნობილ ფრესკასთან [„უკანასკნელი განკითხვა“] , ინგლისურ და ლათინურ ენებზე შესრულდა. Guardian-ის ცნობით, ეს მოვლენა სიმბოლური ნაბიჯია კათოლიკურ და ანგლიკანურ ეკლესიებს შორის შერიგების გზაზე. მეფე ჩარლზ III და დედოფალი კამილა ვატიკანში დღეს, 23 ოქტომბერს ჩავიდნენ ისტორიული ვიზიტით, რომელიც მიზნად ისახავს ეკლესიებს შორის ურთიერთობების განმტკიცებას.  

გაერთიანებული სამეფოს მეფე ჩარლზ III ილია II-ის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

გაერთიანებული სამეფოს მეფე ჩარლზი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. სამძიმრის წერილშია ნათქვამია, რომ მეფე ჩარლზი გულწრფელ სამძიმარს უცხადებს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის სასულიერო პირებს, მორწმუნეებს და ყველა იმ ადამიანს, ვინც გლოვობს პატრიარქის გარდაცვალებას. „ღრმა მწუხარებით შევიტყვე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მისი უწმინდესობის, ილია II-ის გარდაცვალების შესახებ. ის სამუდამოდ დარჩება ჩვენს ხსოვნაში, როგორც ადამიანი, რომელმაც მთელი ცხოვრება მიუძღვნა საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიაში მოღვაწეობას, სულიერ მეგზურობას და ქართველი ხალხის მუდმივ მსახურებას. მისი მოღვაწეობა გამოირჩეოდა სიბრძნითა და მაღალი მორალური ავტორიტეტით, რამაც მას უდიდესი პატივისცემა მოუტანა როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. 2011 წელს მისი უწმინდესობის ვიზიტი და შეხვედრა მის უდიდებულესობა დედოფალ ელისაბედ II-სთან წარმოადგენდა ჩვენს ეკლესიებსა და ხალხებს შორის არსებული თბილი და ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული ურთიერთობების ნათელ დასტურს. გამოვხატავ ჩემს გულწრფელ სამძიმარს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის სასულიერო პირებისა და მორწმუნეების, ასევე ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც გლოვობს მის გარდაცვალებას,“ – ნათქვამია საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის წმინდა სინოდისადმი გაგზავნილ წერილში.