შევეცდები, გემსახუროთ ლოიალობით, პატივისცემითა და სიყვარულით, ისევე, როგორც ამას ვაკეთებდი მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში, - ამის შესახებ ჩარლზ მესამემ დიდი ბრიტანეთის მეფემ განაცხადა.
"დედოფალმა, მის 21 წლის იუბილეზე თანამეგობრობისადმი კეიპტაუნიდან მიმართვისას პირობა დადო, რომ თავის ცხოვრებას, იქნებოდა ის ხანგრძლივი თუ ხანმოკლე, თავისი ხალხის მსახურებას მიუძღვნიდა. ეს იყო დაპირებაზე მეტი. ეს იყო ღრმად პირადი ვალდებულება, რომელმაც მთელი მისი ცხოვრება განსაზღვრა. მან გაიღო მსხვერპლი მოვალეობისთვის.
ვდებ პირობას, რომ ამ დარჩენილი დროის განმავლობაში, რომელიც უფალმა მიბოძა, როგოც თავად დედოფალი, ისეთივე ურყევი ერთგულებით დავიცავ საკონსტიტუციო პრინციპებს, რომლებიც ჩვენი ერის საფუძველს წარმოადგენს", - განაცხადა დიდი ბრიტანეთის მეფემ.