თეგი: ჩერნიგოვი
უკრაინა: ოკუპანტებმა ჩერნიგოვისა და სუმის ოლქების სასაზღვრო ტერიტორიებზე ცეცხლი გახსნეს
რუსმა ოკუპანტებმა რუსეთის ტერიტორიიდან ჩერნიგოვის და სუმის ოლქების სასაზღვრო ტერიტორიებზე ცეცხლი გახსნეს. შესაბამისი განცხადება ჩრდილოეთის ოპერატიული სარდლობამ Facebook-ზე გაავრცელა. მისივე თანახმად, პერსონალსა და აღჭურვილობას შორის დანაკარგი არ დაფიქსირებულა. გარდა ამისა, დაახლოებით დილის 05:40 საათზე, რუსეთის ჯარები ნაღმტყორცნების სისტემებით ისროდნენ ბაჩივსკში, სუმის რეგიონში. დაფიქსირდა რვა აფეთქება, სავარაუდოდ, 120 მმ ნაღმტყორცნებიდან. პერსონალი და ტექნიკა უვნებელი დარჩა. სროლა რუსეთის ტერიტორიიდან იყო. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ჩერნიგოვზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა, დაღუპულთა შორისაა 6 წლის ბავშვი
რუსულმა არმიამ უკრაინის ჩერნიგოვის ცენტრზე ბალისტიკური რაკეტით მიიტანა იერიში. როგორც უკრაინული მედია წერს, უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 6 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 36 დაშავდა. თავდასხმის შედეგად 11 ბავშვი დაშავდა. დაღუპულთა შორის არის 6 წლის გოგო. მისი მდგომარეობა მძიმე იყო. ბავშვი კლინიკაში გარდაიცვალა. შემთხვევის ადგილიდან ვიდეომასალას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიც ავრცელებს, რომელიც სამუშაო ვიზიტით შვედეთში გაემგზავრა. „მოედანი, პოლიტექნიკური, თეატრი. ჩვეულებრივი შაბათის დღე, რომელიც რუსეთმა ტკივილის და დანაკარგების დღედ გახადა. სამძიმარს ვუცხადებ დაღუპულების ახლობლებს,” - დაწერა ზელენსკიმ სოციალურ ქსელში და აღნიშნა, რომ კიდევ უფრო მეტი უნდა გაკეთდეს რუსული ტერორის წინააღმდეგ მსოფლიოს კონსოლიდაციისთვის. „ასეთია მეზობლობა ტერორისტულ სახელმწიფოსთან, ამის წინააღმდეგ ჩვენ მთელი მსოფლიო გავერთიანდით,“ - წერს ზელენსკი.
ჩერნიგოვზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმისას დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა, დაშავებულია 90 ადამიანი
ჩერნიგოვზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა შვიდამდე გაიზარდა. ნანგრევების ქვეშ ქალის ცხედარი იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაღუპულთა შორის არის ექვსი წლის ბავშვი. კლიმენკოს თქმით, 90 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 12 ბავშვი და 10 პოლიციელი. ოცდახუთი ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს. „12 წლის გოგო სასწრაფო დახმარების მანქანით გადაიყვანეს კიევში, ბავშვის მდგომარეობა მძიმეა," - წერს იგორ კლიმენკო Telegram-ზე. ჩერნიგოვზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა, დაღუპულთა შორისაა 6 წლის ბავშვი
ჩერნიგოვში რუსეთის სარაკეტო თავდასხმისას დაშავებულთა რაოდენობა 117-მდე გაიზარდა
ჩერნიგოვში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა. ჩრდილოეთ უკრაინის ქალაქ ჩერნიგოვში რუსეთის სარაკეტო თავდასხმისას შვიდი ადამიანი, მათ შორის ექვსი წლის ბავშვი დაიღუპა. ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებლის თქმით, თავდასხმისას 110 ადამიანი დაშავდა. უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაჭრილებს შორის 12 ბავშვია. 25 ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ჩერნიგოვზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმისას დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა, დაშავებულია 90 ადამიანი შემთხვევის ადგილიდან ვიდეომასალას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიც ავრცელებს, რომელიც სამუშაო ვიზიტით შვედეთში გაემგზავრა. „მოედანი, პოლიტექნიკური, თეატრი. ჩვეულებრივი შაბათის დღე, რომელიც რუსეთმა ტკივილის და დანაკარგების დღედ გახადა. სამძიმარს ვუცხადებ დაღუპულების ახლობლებს,” - დაწერა ზელენსკიმ სოციალურ ქსელში და აღნიშნა, რომ კიდევ უფრო მეტი უნდა გაკეთდეს რუსული ტერორის წინააღმდეგ მსოფლიოს კონსოლიდაციისთვის. „ასეთია მეზობლობა ტერორისტულ სახელმწიფოსთან, ამის წინააღმდეგ ჩვენ მთელი მსოფლიო გავერთიანდით,“ - წერს ზელენსკი.
ჩერნიგოვზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმისას დაშავებულთა რაოდენობა 144-მდე გაიზარდა, დაღუპულია 7 ადამიანი
ბოლო მონაცემებით, ჩერნიგოვზე რუსეთის ძალების სარაკეტო თავდასხმისას დაშავებულთა რაოდენობა 144-მდე გაიზარდა, მათ შორის 15 ბავშვი და 15 პოლიციელია. პოლიციის ოფიციალურ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. 19 აგვისტოს თავდასხმას შვიდი ადამიანის, მათ შორის 6 წლის გოგოს სიცოცხლე შეეწირა. ხელისუფლების ცნობით, სამძებრო-სამაშველო ოპერაცია დასრულებულია. ჩერნიგოვის ოლქის გუბერნატორისმ ვიაჩესლავ ჩაუსის განცხადებით, საავადმყოფოში 41 ადამიანი გადაიყვანეს. ჩერნიგოვში რუსეთის სარაკეტო თავდასხმისას დაშავებულთა რაოდენობა 117-მდე გაიზარდა ჩერნიგოვში გუშინ, 19 აგვისტოს სამდღიანი გლოვა გამოცხადდა.