თეგი: ჭოუ ცინი
ჩინეთის ელჩის თქმით, საქართველოსა და ჩინეთს შორის ორმხრივი ურთიერთობები და კავშირები ახალ საფეხურზე უნდა გადავიდეს
პრიორიტეტად ინფრასტრუქტურის განვითარება უნდა დავისახოთ, - ამის შესახებ საქართველოში, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩმა, ჭოუ ციენმა, 18 ნოემბერს, მედიასთან შეხვედრისას განაცხადა. ჩინეთის ელჩის თქმით, სამწუხაროა, რომ შუა დერეფანში ტვირთბრუნვის მოცულობა სწრაფად არ იზრდება. „სამწუხაროა, რომ დღეს, ტვირთების დიდი ნაწილი არ მოდის შუა დერეფანზე. ჩვენ ვხედავთ დაბრკოლებას აზერბაიჯანის მხრიდან. ხშირად, საბაჟოზე ჩერდება ტვირთები, ამიტომ, აუცილებელია, დაისახოს გეგმები იმისთვის, რომ განვითარდეს ინფრასტრუქტურა, კავშირები, რადგან ამის გარეშე საქართველოს მიმზიდველ ადგილმდებარეობას უპირატესობა ეკარგება“, - აღნიშნა ჭოუ ცინმა. ამასთან, ჩინეთის ელჩმა აღნიშნა, რომ საქართველო ახორციელებს მნიშვნელოვან პროექტებს, როგორიცაა, თბილისი-ბაქო-ჯეიჰანის მილსადენის პროექტი. ასევე დაგეგმილია ახალი პროექტები, რომლებსაც მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია შუა დერეფნის გასავითარებლად. „ჩვენთვის საქართველოსთან თანამშრომლობის მნიშვნელოვანი მიზეზია ის, რომ განვითარებადი ქვეყანაა. ჩინეთი, როგორც დიდი სოციალისტური ქვეყანა, თავის მოვალეობად თვლის, დაეხმაროს განვითარებად ქვეყნებს. თანამშრომლობის მიზეზია კიდევ ის, რომ ჩინეთსა და საქართველოს ორმხრივი მეგობრული ურთიერთობები აკავშირებთ. ორმხრივი ურთიერთობების გასავითარებლად, ძალიან კარგი პოლიტიკური გარემოა. ეს უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ორმხრივი ურთიერთობები და კავშირები გადავიდეს ახალ საფეხურზე“, - აღნიშნა ჩინეთის ელჩმა.
ჩინეთის ელჩი: შუა დერეფნის კონცეფციის ფარგლებში, საქართველოსთან თანამშრომლობისთვის მზად ვართ
შუა დერეფნის კონცეფცია, ძალიან შეესაბამება ჩინეთის მიერ ინიცირებულ „ერთი სარტყელი - ერთი გზის“ ინიციატივას. ჩვენ მზად ვართ, საქართველოსთან ვითანამშრომლოთ შუა დერეფნის კონცეფციის ფარგლებში“, - ამის შესახებ საქართველოში, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩმა, ჭოუ ციენმა, დღეს მედიასთან შეხვედრისას განაცხადა. მისივე თქმით, ჩინეთი საქართველოსთან თანამშრომლობას, ინფრასტრუქტურისა და კომუნიკაციების განვითარების მხრივაც გეგმავს. „გვჯერა, რომ შუა დერეფნის პროექტი საქართველოს, ევრაზიის დამაკავშირებელი პროექტების რეალიზაციაში დაეხმარება“, - განაცხადა ჭოუ ცინმა. ჩინეთის ელჩმა აღნიშნა, რომ მის ქვეყანას, ყველაზე ძლიერი ინფრასტრუქტურა აქვს მსოფლიოში. „ბოლო წლების განმავლობაში, ჩინეთში, ყველაზე მეტი ავტობანი და ურთულესი კონსტრუქციის ხიდები აშენდა ხმელეთსა და ზღვაზე. ჩინეთს არამხოლოდ ინფრასტრუქტურის მშენებლობის მხრივ აქვს კარგი გამოცდილება, არამედ, კარგად იცის, როგორ გამოიყენოს ინფრასტრუქტურა ეკონომიკური განვითარებისთვის. ამიტომ, ჩვენ მზად ვართ, საქართველოს გავუზიაროთ ჩვენი გამოცდილება“, - აღნიშნა ჩინეთის ელჩმა. შეგახსენებთ, რომ (TITR ) ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი (შუა დერეფანი), ჩინეთზე, ყაზახეთზე, კასპიის ზღვაზე, აზერბაიჯანზე, საქართველოსა და თურქეთზე გადის და ამ მარშრუტით, შავი ზღვის გავლით ევროპის ქვეყნებისკენ ტვირთების გატანაა შესაძლებელი.
ჩინეთის ელჩი: მზად ვართ, საქართველოს უცხოური კაპიტალის მოზიდვაში ჩვენი გამოცდილება გავუზიაროთ
საქართველოს ინფრასტრუქტურულ სფეროში ინვესტიციების განხორციელებას ძალიან დიდი პოტენციალი აქვს, ამის შესახებ საქართველოში, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩმა, ჭოუ ცინმა Europetime-ის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა. ჩინეთის ელჩის თქმით, აუცილებელია, რომ საქართველომ თავისი გეოგრაფიული მდებარეობა გამოიყენოს და კარგად ჩაერთოს გლობალური მიწოდების ჯაჭვებში, დააინტერესოს ჩინელი ინვესტორი, თუ რატომ უნდა განახორციელოს საქართელოში ინვესტიციები. „ჩინეთსა და საქართველოს მაღალი ხარისხის პოლიტიკური ურთიერთნდობა აკავშირებთ. ძალიან კარგი პოლიტიკური საფუძველი არსებობს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის განვითარებისთვის. რაც შეეხება სავაჭრო-ეკონომიკურ თანამშრომლობას, საქართველოს ძალიან ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა აქვს, ჩვენთვის განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი, რომელიც ჩაერთო „ერთი სარტყელი - ერთი გზის“ ინიციატივაში და ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც ამ თემაზე საერთაშორისო ღონისძიება ჩაატარა. ჩინეთში არის სოციალისტური საბაზრო ეკონომიკა. ინვესტიციების მიმართულებას ბაზრის მოთხოვნები განსაზღვრავს. საქართველოში, ყველაზე დიდი ინვესტორი ჩინეთიდან, „ჰუალინგ ჯგუფი“ გახლავთ. ისინი თბილისის ზღვაზე ავითარებენ უძრავ ქონებას. ასევე - სასტუმროების ბიზნესს, მათ ინვესტიციები საბანკო სექტორსა და ქუთაისის ინდუსტრიული ზონის განვითარებაშიც განახორციელეს. საქართველოს ინფრასტრუქტურულ სფეროში ინვესტიციების განხორციელებას ძალიან დიდი პოტენციალი აქვს და ასევე, მნიშვნელოვანია ახალი ენერგიების კუთხით თანამშროლობა. საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა ძალიან მცირეა, შესაბამისად, ქართული ბაზარი პატარაა და ეს არის ერთ-ერთი დაბრკოლება. ამიტომ, აუცილებელია, რომ საქართველომ თავისი გეოგრაფიული მდებარეობა გამოიყენოს და კარგად ჩაერთოს გლობალური მიწოდების ჯაჭვებში, დააინტერესოს ჩინელი ინვესტორი, თუ რატომ უნდა განახორციელოს საქართველოში ინვესტიციები. პატარა ბაზარია, თუმცა უნდა დააინტერესოს იმით, რომ გლობალური მიწოდების ბაზარზე გავა. მინდა, უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მხრივ, ჩინეთის გამოცდილება გაგიზიაროთ. რეფორმების საწყის პერიოდში, ჩინეთში დიდი რაოდენობით განხორციელებული უცხოური ინვესტიციების მიზეზი, იაფი მუშა ხელი იყო, მაგრამ დღეს სხვა მდგომარეობა გვაქვს. ჩინეთში მუშა ხელი დღეს ძვირია, ვიდრე საქართველოში, მაგრამ ჩინეთში კვლავ გრძელდება უცხოური ინვესტიციების განხორციელება. რა არის ამის მიზეზი: ჩვენ მუდმივად ვაუმჯობესებთ საწარმოო ჯაჭვებს. ვფიქრობ, კიდევ უფრო მეტი უნდა ვიმუშაოთ იმისთვის, რომ ჩინურ კომპანიებს ვაჩვენოთ საქართველოს უპირატესობა, ასევე მნიშვნელოვანია ხელსაყრელი საინვესტიციო პირობების შექმნა. ჩვენ გვაქვს ისეთი ქვეყნების მაგალითები, როგორიცაა, სამხრეთ კორეა, სინგაპური, სადაც მთავრობები ძალიან კარგ პირობებს ქმნიან. ვფიქრობ, ამ მხრივ, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობას დიდი პერსპექტივა აქვს. მთავრობამ ხელსაყრელი პირობების შექმნას საბაზრო ეკონომიკის პრინციპების საფუძველზე უნდა შეუწყოს ხელი და ბაზრის კანონზომიერებიდან გამომდინარე მოიზიდოს ინვესტიციები. ვიეტნამი და კიდევ სხვა ქვეყნები, უცხოური კაპიტალის მოზიდვაში ჩინეთის გამოცდილებას აქტიურად იზიარებენ და ჩვენ მზად ვართ, რომ საქართველოსაც გავუზიაროთ ჩვენი გამოცდილება“, - განაცხადა ჩინეთის ელჩმა Europetime-ის შეკითხვის საპასუხოდ. ასევე წაიკითხეთ: ჩინეთის ელჩი: შუა დერეფნის კონცეფციის ფარგლებში, საქართველოსთან თანამშრომლობისთვის მზად ვართ ცნობისთვის, ჩინეთსა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა $1,6 მილიარდს გაუტოლდა. ჩინური კომპანიები, უცხოელი დონორების დაფინანსებით, საქართველოში ახორციელებენ ინფრასტრუქტურულ და ენერგეტიკულ პროექტებს. 2014 წელს საქართველოში ჩინეთიდან შემოსული საინვესტიციო კაპიტალი რეკორდული იყო და $218 მილიონი შეადგინა. ჩინური კაპიტალია განთავსებული საბანკო და კავშირგაბმულობის სექტორშიც. რა მიზნები აქვს ჩინეთს სამხრეთ კავკასიაში და რა სარგებელს მიიღებს საქართველო