თეგი: ჯენ ფსაკი

თეთრი სახლის წარმომადგენელი აცხადებს, რომ უკრაინაში რუსეთის შესაძლო შეჭრის საკითხს როგორც „გარდაუვალს“ აღარ აღწერენ

თეთრი სახლის წარმომადგენელი ჯენ ფსაკი აცხადებს, რომ უკრაინაში რუსეთის შესაძლო შეჭრის საკითხს როგორც „გარდაუვალს“ აღარ აღწერენ. ამის მიზეზი ფსაკიმ ბრიფინგზე განმარტა. „ჩვენ შევწყვიტეთ ამ სიტყვის გამოყენება, რადგან ვფიქრობ, რომ მან ის მესიჯი გაგზავნა, რომლის გაგზავნასაც არ ვაპირებდით, რაც იყო ის, რომ თითქოს ჩვენ ვიცოდით, რომ პრეზიდენტმა პუტინმა გადაწყვეტილება მიიღო“, - განაცხადა თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა. გასულ კვირას გამართულ ბრიფინგზე ჯენ ფსაკიმ უკრაინაში რუსეთის შესაძლო შეჭრა გარდაუვალ ფაქტად შეაფასა.

აშშ უკრაინისთვის დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს

თეთრმა სახლმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ აშშ რუსეთის აგრესიის ფონზე, უკრაინის მთავრობასთან ერთად მუშაობს ეკონომიკური დახმარების ახალ პაკეტზე. ამის შესახებ თეთრი სახლის წარმომადგენელმა ჯენ ფსაკიმ ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა. ფსაკიმ აღნიშნა, რომ ეს საკითხი პრეზიდენტმა ბაიდენმა და ზელენსკიმ გასულ კვირას, სატელეფონო საუბრისას განიხილეს და უკვე შემდგომ ნაბიჯზე მოლაპარაკებები აშშ-სა და უკრაინის მთავრობების დონეზე გაგრძელდა. დამატებითი დეტალები ჯერ უცნობია. 27 იანვარს აშშ-სა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის საუბრის შემდეგ, ამერიკულმა მხარემ განაცხადა, რომ უკრაინის ეკონომიკისთვის დამატებითი დახმარების გზებს განიხილავს იმ პირობებში, როდესაც ქვეყანა რუსეთის სამხედრო ზეწოლას განიცდის. უკრაინამ აშშ-სგან სამხედრო დახმარების მეხუთე პარტია მიიღო.

ჯენ ფსაკი: რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა სიცრუე და აშშ საქართველოში ბიოლოგიური იარაღის ფარული ლაბორატორიის მართვაში დაადანაშაულა

რამდენიმე წლის წინ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა სიცრუე და აშშ საქართველოში ბიოლოგიური იარაღის ფარული ლაბორატორიის მართვაში დაადანაშაულა, რაც რუსეთს საქართველოს მთავრობის დესტაბილიზაციის საშუალებას აძლევდა, – ამის შესახებ აშშ-ის პრესმდივანმა, ჯენ ფსაკიმ თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „ბოლო თვეების განმავლობაში აშშ-მა, პარტნიორებთან ერთად, მოიპოვა გარკვეული სადაზვერვო ინფორმაცია იმის შესახებ, როგორ ცდილობს რუსეთი გამოიყენოს ცრუ საბაბი უკრაინაში შეჭრის გამართლებისთვის. მაგალითად, რამდენიმე წლის წინ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა სიცრუე და აშშ საქართველოში ბიოლოგიური იარაღის ფარული ლაბორატორიის მართვაში დაადანაშაულა, რაც მოსკოვს საქართველოს მთავრობის დესტაბილიზაციის საშუალებას აძლევდა“, - განაცხადა ფსაკიმ. 

ჯენ ფსაკის თქმით, აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა ამ დროისთვის არ განიხილება

თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჯენ ფსაკიმ განაცხადა, რომ აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრის გეგმები ამ დროისთვის არ განიხილება. ამასთანავე, ჯენ ფსაკიმ ცალსახად არ გამორიცხა მომავალში შეხვედრის ჩატარება, თუმცა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჯო ბაიდენი არ შეხვდება ვლადიმერ პუტინს, თუ რუსეთი არ განმუხტავს სიტუაციას უკრაინაში ჯარების უკან გაყვანით. ასევე წაიკითხეთ: ენტონი ბლინკენმა სერგეი ლავროვთან დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა ცნობისთვის, 22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა.  21 თებერვალს, ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის „დამოუკიდებლობა“ აღიარა. საპასუხოდ, გვიან ღამით, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა.

ჯენ ფსაკი: ჩვენ არ განვიხილავთ ისეთ ნაბიჯებს, რომლებიც გამოიწვევს ომს შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის

პრეზიდენტი ზელენსკი კვლავ ითხოვს უკრაინის თავზე ფრენების აკრძალული ზონის შექმნას. განიხილება თუ არა ეს საკითხი, ამ შეკითხვით, თეთრი სახლის პრესმდივანს ჯენ ფსაკის ტრადიციულ ბრიფინგზე, ჟურნალისტმა მიმართა. „მიზეზი, რის გამოც ეს არ იყო ის ნაბიჯი, რომელიც პრეზიდენტს სურდა გადაედგა, არის ის, რომ არასაფრენი ზონის გამოცხადება განხორციელებას მოითხოვს. ეს მოითხოვს, არსებითად, აშშ-ის სამხედროების მიერ რუსული თვითმფრინავების ჩამოგდებას და რუსეთთან პოტენციურ პირდაპირ ომს გამოიწვევს. ეს ის ნაბიჯია, რომლის თავიდან აცილებაც გვინდა“, - განაცხადა თეთრი სახლის წარმომადგენელმა. მისივე თქმით, ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც პრეზიდენტმა უკრაინისთვის უსაფრთხოების პაკეტის დამტკიცების დაჩქარება მოითხოვა, უკრაინელებისთვის მეტი მხარდაჭერაა: „მეტი აღჭურვილობა, მეტი თავდაცვითი იარაღი ამ მომენტში გამოსაყენებლად, მაგრამ ჩვენ არ განვიხილავთ და არ ვდგამთ ნაბიჯებს, რომლებიც გამოიწვევს ომს შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის“, - აღნიშნა ფსაკიმ. ამავე თემაზე ვოლოდიმირ ზელენსკი NATO-ს: გამოგვიგზავნეთ თვითმფრინავები. ღმერთმა არ ქნას, რომ აღარ ვიყოთ, შემდეგი იქნება ლატვია, ლიეტუვა, ესტონეთი, მერე საქართველო

თეთრი სახლი: რუსეთმა შესაძლოა, უკრაინაში ქიმიური ან ბიოლოგიური იარაღი გამოიყენოს

რუსეთმა შესაძლოა, უკრაინაში ქიმიური ან ბიოლოგიური იარაღი გამოიყენოს. ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერმა ჯენ ფსაკიმ განაცხადა. თეთრი სახლის წარმომადგენლის თქმით, მოსკოვმა შესაძლოა „ცრუ დროშის“ ოპერაციასაც მიმართოს და ბიოლოგიური ან ქიმიური იარაღის გამოყენების „საბაბი“ შექმნას. „ახლა, როდესაც რუსეთმა გამოთქვა ეს ცრუ პრეტენზიები და ჩინეთმა, როგორც ჩანს, მხარი დაუჭირა ამ პროპაგანდას, ჩვენ ყველამ თვალყური უნდა ვადევნოთ, რომ რუსეთმა შესაძლოა, გამოიყენოს ქიმიური ან ბიოლოგიური იარაღი უკრაინაში, ან შექმნას „ცრუ დროშის“ ოპერაცია მათი გამოყენებით”, - აცხადებს ჯენ ფსაკი.  

ჯენ ფსაკი: რუსეთს არ უნდა მიეცეს „დიდი ოცეულის“ წლევანდელ სამიტში მონაწილეობის საშუალება

"თეთრმა სახლმა ინდონეზიას პირადად გადასცა, რომ რუსეთს არ უნდა მიეცეს „დიდი ოცეულის“ წლევანდელ სამიტში მონაწილეობის საშუალება", - CNN-ის ინფორმაციით, ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერმა ჯენ ფსაკიმ განაცხადა. ”პოზიცია არის მკაფიო იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთი სამიტს არ უნდა დაესწროს. პრეზიდენტმა ბაიდენმა საჯაროდ გამოხატა წინააღმდეგობა „დიდი ოცეულის“ სამიტზე პრეზიდენტ პუტინის მონაწილეობასთან დაკავშირებით,” - აღნიშნა თეთრი სახლის პრესსპიკერმა. შეგახსენებთ, გუშინ ინდონეზიის პრეზიდენტმა, ჯოკო ვიდოდომ განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინმა „დიდი ოცეულის“ სამიტზე დასწრების მიწვევა მიიღო. „დიდი ოცეულის“ სამიტი ნოემბერში ინდონეზიის კუნძულ ბალიზეა დაგეგმილი. ასევე წაიკითხეთ: აშშ უკრაინისთვის დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს ჯენ ფსაკის თქმით, აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა ამ დროისთვის არ განიხილება  

ჯენ ფსაკი: პუტინი აპირებდა მომავალ ორშაბათს, გამარჯვების მარში კიევის ქუჩებში გაემართა, ცხადია, ეს არ მოხდება

"პრეზიდენტ პუტინის ჩანაფიქრი იყო ხელში ჩაეგდო უკრაინა, მოექცია ის რუსეთის შემადგენლობაში, წაერთმია ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი, არ აღმოჩნდა წარმატებული. მოგეხსენებათ, ის ელოდა და აპირებდა მომავალ ორშაბათს, გამარჯვების მარში კიევის ქუჩებში გაემართა. ცხადია, ეს არ არის ის, რაც მოხდება", - ამის შესახებ თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჯენ ფსაკმა განაცხადა. „პრეზიდენტ პუტინის ჩანაფიქრი - ხელში ჩაეგდო უკრაინა, მოექცია ის რუსეთის შემადგენლობაში, წაერთმია ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი, არ აღმოჩნდა წარმატებული. მოგეხსენებათ, ის ელოდა და აპირებდა მომავალ ორშაბათს, გამარჯვების მარშის კიევის ქუჩებში გაემართა. ცხადია, ეს არ არის ის, რაც მოხდება. მას სურდა, რომ ეს ყოფილიყო ნატოსა და დასავლეთის გაყოფის მომენტი. რა თქმა უნდა, ასე არ ხდება. ჩვენ ვთქვით, რომ გვსურს უკრაინის გამარჯვება. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დავეხმაროთ უკრაინას, დაიცვას თავისი სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა“, - აღნიშნა ჯენ ფსაკმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. რუსეთმა თავისი საომარი მოქმედებების ძირითადი აქცენტი აღმოსავლეთ უკრაინაში გადაიტანა. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

თეთრი სახლის ახალი პრესსპიკერი კარინ ჟან-პიერი გახდება

თეთრი სახლის ოფიციალური წარმომადგენლის თანამდებობაზე ჯენ ფსაკის კარინ ჟან-პიერი ჩაანაცვლებს. ამის შესახებ თეთრ სახლში განაცხადეს. როგორც ცნობილია, ჯენ ფსაკი ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას მომდევნო კვირას დატოვებს. ამასთან, კარინ ჟან-პიერი აქამდე თეთრი სახლის პრესმდივნის მთავარი მოადგილის ფუნქციებს ასრულებდა.