თეგი: ჯორჯა მელონი

ჯორჯა მელონი: უკრაინას შეუძლია იტალიის მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს

იტალიის მმართველი მემარჯვენე პარტიის „იტალიის ძმების“ ლიდერი, ჯორჯა მელონი, არჩევნებში გამარჯვების შემდეგ უკრაინას მხარდაჭერას დაჰპირდა. იტალიის საპარლამენტო არჩევნებში მემარჯვენე კოალიციამ გაიმარჯვა ამის შესახებ მან Twitter-ზე, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მილოცვის პასუხად დაწერა. „ძვირფასო პრეზიდენტო ზელენსკი, თქვენ იცით, რომ შეგიძლიათ ჩვენი ერთგული მხარდაჭერის იმედი გქონდეთ უკრაინელი ხალხის თავისუფლებისთვის. იყავით მტკიცე და შეინარჩუნეთ თქვენი ურყევი რწმენა!" - წერს მელონი. შეგახსენებთ, რომ იტალიის საპარლამენტო არჩევნებში მემარჯვენე კოალიციამ გაიმარჯვა.   

ჯორჯა მელონი, იტალიის პირველი ქალი პრემიერ-მინისტრი გახდა

ჯორჯა მელონი მთავრობის ფორმირების პროცესს დათანხმდა. ის იტალიის პირველი ქალი პრემიერ-მინისტრი გახდა. იტალიის საპარლამენტო არჩევნებში მემარჯვენე კოალიციამ გაიმარჯვა „ჯორჯა მელონიმ მიიღო მანდატი და წარადგინა მინისტრების სია", - ამის შესახებ ჟურნალისტებს პრეზიდენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, უგო ზამპეტიმ, მელონისა და  პრეზიდენტ, სერჯო მატარელის კონსულტაციების დასრულების შემდეგ განუცხადა.  ახალი მთავრობა ოფიციალურად ფიცს ხვალ, 22 ოქტომბერს დილით დადებს, მომავალ კვირას კი პარლამენტის ორივე პალატა კენჭისყრის გზით ნდობას გამოუცხადებს. შეგახსენებთ, რომ იტალიის საპარლამენტო არჩევნებში მემარჯვენე კოალიციამ გაიმარჯვა.   

ზურაბიშვილი: შესანიშნავი საუბარი მქონდა პრემიერ ჯორჯა მელონისთან, ვამხილე საქართველოში მიმდინარე საგანგაშო რეპრესიები

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი იტალიის პრემიერ-მინისტრს, ჯორჯა მელონის შეხვდა. ამის შესახებ ზურაბიშვილის სოციალურ ქსელ facebook-ში წერს. „შესანიშნავი საუაბრი მქონდა პრემიერ-მინისტრ ჯორჯა მელონისთან. ვამხილე საქართველოში მიმდინარე საგანგაშო რეპრესიები. მადლობა გადავუხადე მას ქართველი ხალხის მხარდასაჭერად, იტალიის მიერ მხარდაჭერილი, ევროკავშირის ძლიერი და გადამწყვეტი ქმედებისთვის. მადლობა იტალია,“ წერს ზურაბიშვილი. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, მსოფლიოს ლიდერებთან ერთად ესწრება პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის (Notre Dame de Paris) გახსნის ცერემონიას, რომელიც 7-8 დეკემბერს იმართება. ტაძრის გახსნის ცერემონიაში საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მიწვევით ასევე მონაწილეობენ აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ამერიკელი მილიარდერი ილონ მასკი, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, პრინცი უილიამი, ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა და სხვა ლიდერები.  

თურქეთმა, იტალიამ და ლიბიამ სტამბოლში, თანამშრომლობის სამიტი გამართეს

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა პარასკევს, პირველ აგვისტოს, სტამბოლში იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯა მელონის და ლიბიის პრემიერ-მინისტრ აბდულ-ჰამიდ დბეიბაჰს უმასპინძლა სამიტზე, რომელიც მიგრაციის საკითხებზე, თანამშრომლობის გაძლიერებასა და ლიბიის პოლიტიკური სტაბილურობის მხარდაჭერაზე იყო ორიენტირებული. შესაბამის ინფორმაციას AP ავრცელებს. დახურულ კარს მიღმა გამართული სხდომის შემდეგ, მელონის ოფისის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სამივე მხარემ ხმელთაშუა ზღვის რეგიონში თანამშრომლობის გაძლიერება განიხილა, მათ შორის, მიგრაციული ნაკადების მართვის მიმართულება. „მელონიმ შეაქო თურქეთთან მიგრაციის კონტროლის სფეროში თანამშრომლობით მიღწეული „შესანიშნავი შედეგები“ და აღნიშნა, რომ ანკარასთან თანამშრომლობით მიღებული გაკვეთილები, გამოყენებული უნდა იყოს მიგრაციის საკითხთან დაკავშირებული ძალისხმევის მხარდასაჭერად, ნათქვამია მისი ოფისის განცხადებაში. ერდოღანმა თავის მხრივ, განაცხადა, რომ მიგრაციის ძირითადი მიზეზის აღმოსაფხვრელად საჭიროა „გრძელვადიანი და მდგრადი“ გადაწყვეტილებები, ნათქვამია თურქეთის პრეზიდენტის ოფისის განცხადებაში. ლიბია, აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში ომსა და სიღარიბეს გამოქცეული მიგრანტებისთვის დომინანტური სატრანზიტო პუნქტია. ქვეყნის სანაპიროსთან დაღუპვის შემთხვევები ხშირია. დეკემბერში, ლიბიის დასავლეთ სანაპიროზე, სულ მცირე 61 მიგრანტი დაიხრჩო, მათ შორის, ქალები და ბავშვებიც იყვნენ.  ცნობისთვის, ამ შეხვედრამდე, ერდოღანმა და მელონიმ სატელეფონო საუბრები გამართეს. ერდოღანი ბოლოს რომს აპრილის ბოლოს ეწვია ორ ქვეყანას შორის მეოთხე სამთავრობათაშორისო სამიტზე. მან და მელონიმ გეოპოლიტიკური კრიზისები, ასევე, ლიბიის მომავალი განიხილეს.  

იტალია თითქმის 40 წლის შემდეგ ატომური ენერგიის წარმოებას აღადგენს — სენატმა კანონი დაამტკიცა

იტალიის პარლამენტის ზედა პალატამ ოთხშაბათს, 23 სექტემბერს, საბოლოოდ დაამტკიცა კანონი, რომელიც ქვეყანაში ბირთვული ენერგიის წარმოების განახლების სამართლებრივ საფუძველს ქმნის — თითქმის 40 წლის შემდეგ, რაც 1987 წლის რეფერენდუმის შედეგად იტალიამ ბირთვულ ენერგიაზე უარი თქვა. იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯა მელონის მემარჯვენე მთავრობა ცდილობს, ეკონომიკა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტებით გამოწვეული ენერგიის ფასების ზრდისგან დაიცვას და უცხოურ ენერგორესურსებზე დამოკიდებულება შეამციროს. „მდგრადი ბირთვული ენერგია, განახლებად ენერგიასთან ერთად, იტალიას უსაფრთხო, დამოუკიდებელ და კონკურენტუნარიან ქვეყნად აქცევს,“ — განაცხადა კენჭისყრის შემდეგ ენერგეტიკის მინისტრმა ჯილბერტო პიჩეტო ფრატინმა. იტალია მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ენერგიის იმპორტზე, მათ შორის მეზობელ ქვეყნებში, მაგალითად, საფრანგეთში, ბირთვული ელექტროსადგურების მიერ გამომუშავებულ ელექტროენერგიაზე. თუმცა ბირთვული ენერგიის მოწინააღმდეგეები აცხადებენ, რომ უსაფრთხოების საკითხები და ახალი რეაქტორების მშენებლობისთვის საჭირო ხანგრძლივი პერიოდი ამ სექტორის აღდგენის შესაძლო სარგებელს გადაწონის. იტალიელები ამ საკითხზე კვლავ გაყოფილები არიან. Demopolis-ის მიერ ივნისში ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, 51% ბირთვული ენერგიის წარმოების განახლებას მხარს უჭერს, თუმცა გამოკითხულთა უმრავლესობა საკუთარ საცხოვრებელთან ახლოს ატომური ელექტროსადგურის მშენებლობას ეწინააღმდეგება. გასულ წელს, როდესაც მთავრობამ გეგმა წარადგინა, მისი შეფასებით, 2050 წლისთვის იტალიის ენერგეტიკულ ბალანსში ბირთვული ენერგიის მინიმუმ 11%-იანი წილი დეკარბონიზაციის ხარჯებს 17 მილიარდი ევროთი (19 მილიარდი დოლარით) შეამცირებდა. იტალიის ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნული გეგმის მიხედვით, ბირთვული ენერგიის წილმა საბოლოოდ შესაძლოა, 22%-ს მიაღწიოს. კანონი მთავრობას 12-თვიან ვადას აძლევს ბირთვული ენერგიის წარმოების განახლებისთვის საჭირო აღმასრულებელი აქტების მისაღებად. კანონში ასევე გათვალისწინებულია ძველი ობიექტების ექსპლუატაციიდან გამოყვანისა და დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოს შექმნის საკითხები. ცენტრისტულ-მემარცხენე ოპოზიციურმა პარტიებმა კანონპროექტს ძირითადად მხარი არ დაუჭირეს და მთავრობას მოუწოდეს, ახალი რეაქტორებისთვის დამატებითი მიწის ნაკვეთები არ გამოყოს. „ნებისმიერი ახალი ატომური ელექტროსადგური, პირველ რიგში, უკვე განვითარებულ, დეგრადირებულ ან ყოფილი სამრეწველო საქმიანობის შედეგად დაზიანებულ ტერიტორიებზე უნდა განთავსდეს, რათა დამატებითი მიწის რესურსის ათვისება არ გახდეს საჭირო,“ — განაცხადა „ხუთი ვარსკვლავის მოძრაობის“ სენატორმა ელენა სირონიმ.