იტალიის მმართველი მემარჯვენე პარტიის „იტალიის ძმების“ ლიდერი, ჯორჯა მელონი, არჩევნებში გამარჯვების შემდეგ უკრაინას მხარდაჭერას დაჰპირდა.
ამის შესახებ მან Twitter-ზე, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მილოცვის პასუხად დაწერა.
„ძვირფასო პრეზიდენტო ზელენსკი, თქვენ იცით, რომ შეგიძლიათ ჩვენი ერთგული მხარდაჭერის იმედი გქონდეთ უკრაინელი ხალხის თავისუფლებისთვის. იყავით მტკიცე და შეინარჩუნეთ თქვენი ურყევი რწმენა!" - წერს მელონი.
შეგახსენებთ, რომ იტალიის საპარლამენტო არჩევნებში მემარჯვენე კოალიციამ გაიმარჯვა.